მეთოდის მიღმა #53

ტაჩი დორი კოკიუ ნაგე #2 (სოკუმენ): შესვლა ჰიტო ე მით ან მის გარეშე

წინა ტაჩი დორისაგან (მეთოდის მიღმა #52) განსხვავება ირიმის (შესვლის) ბრუნვის მიმართულებაშია. ტორი წრის იმავე წინა მარცხენა უბანზე მიდის, მაგრამ ამჯერად საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს.

მიუხედავად იმისა, რომ კოკიუ ნაგეს კვლავაც სოკუმენი ჰქვია, იმ ამბავს, რომ ტორის ბრუნვის მიმართულება საპირისპიროდაა შეტრიალებული, მათემატიკური შედეგი აქვს იმ კუთხისათვის, საითაც ვაგდებთ უჩი ტაჩის: ამ შემთხვევაში გდების კუთხე, როგორც ვხედავთ, 180°-ითაა შეცვლილი ტაჩი დორი #1-ის კუთხის მიმართ.

ირიმის ეს ბრუნვა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს როგორც ჰიდარი ჰანმის დგომიდან, ისე მიგი ჰანმის დგომიდანაც.

თუ მოძრაობის დასაწყისში ჰიდარი ჰანმის დგომია, ცხადია, აუცილებელად უნდა გავხსნათ სხეული მარცხნისაკენ ჰიტო ე მით, რათა უკანა (მარჯვენა) ფეხს გასასვლელი გავუხსნათ წინა მარცხენა კუთხისაკენ.

სამაგიეროდ, თუ დასაწყისში მიგი ჰანმის დგომია, მარჯვენა ფეხს ხელს არ უშლის სხეულის მარცხენა ნაწილი და თავისუფალია, პირდაპირ მივიდეს ამ წინა მარცხენა კუთხეში: ამ შემთხვევაში ჰიტო ე მი აღარ არის საჭირო.

ეს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჰიტო ე მი არ გახლავთ აიკიდოს მოქმედების პრინციპი, რადგან ვერ იარსებებს აიკიდოს მოძრაობა, რომლის მოქმედების პრინციპიც არ იქნება წარმოდგენილი. მოქმედების პრინციპი ყოველთვისაა წარმოდგენილი აიკიდოს ყოველ მოძრაობაში. თუკი ჰიტო ე მი გვხვდება ან არ გვხვდება მოძრაობის გარემოებათა მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ მოქმედების პრინციპის შედეგია. იგი მხოლოდ გამოვლინებაა პრინციპისა, მისი ერთ-ერთი წახგანია, თუ გნებავთ.

იფიქრო ადამიანმა, რომ ჰიტო ე მი აიკიდოს მოქმედების პრინციპია, იოლად დასაშვები შეცდომა გახლავთ და ამ შეცდომას მე თავად ვუშვებდი გარკვეული ხნის განმავლობაში. და სწორედაც იმიტომ, რომ მე გავიარე აიკიდოში მოვარჯიშეთა ყველა კლასიკური შეცდომა და რადგან ყველა ეს შეცდომა ჩემი იყო, დღეს შემიძლია ისინი ვაღიარო ისეთებად, როგორებიცაა სინამდვილეში.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის ნოემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 2 ივნისი, 2017, BTAF National Course, Fakenham, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-53
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)