მეთოდის მიღმა #52

ტაჩი დორი კოკიუ ნაგე # 1 (სოკუმენ): სწორხაზოვანი სავარჯიშოდან წრიულ სავარჯიშომდე

ვიდეოს პირველ ნაწილში ნაჩვენებია, როგორ უნდა შესრულდეს ეს სავარჯიშო მეთოდის ფარგლებში, ანუ 180°-ით, ერთი უკეს მიმართ, დამატებით მოწინააღმდეგეთა ანგარიშგაუწევლად, რომლებიც შეიძლება შემთხვევით მარცხნიდან, მარჯვნიდან ან უკნიდან გვიტევდნენ.

თავისთავად ცხადია, რომ ასეთი სახით, მეთოდის ფარგლებში შესრულებული სავარჯიშო, სხვა არაფერია, თუ არა სასწავლო ფორმა და ოთხი მოწინააღმდეგის შემთხვევაში სულ ცოტა ორ მათგანს შეუძლია მისწვდეს ტორის იმ მომენტში, როდესაც იგი ძირს აგდებს უჩი ტაჩის.

ვიდეოს მეორე ნაწილში ნაჩვენებია იგივე სავარჯიშო, როდესაც ის 180°-იანის ნაცვლად 315°-იანი კუთხით კეთდება და ხდება სრულყოფილი. მართლაც, ამ ახალი კუთხით ის შესაძლებელს ხდის მოქმედებებს, რომლებიც სწორხაზოვან სავარჯიშოში შეუძლებელი იყო:

  1. – ტორის უსაფრთხოება წრის წინა მარცხენა უბანზე (315°), სადაც იგი დანარჩენი სამი თავდამსხმელისაგან მიუწვდომელ მანძილზეა,
  2. – უჩი ტაჩი წონასწორობას მით უფრო მეტად კარგავს, რაც უფრო ბოლომდე და სრულად გადაადგილდება ტორი,
  3. – ბრუნვითი მოძრაობა, რომელიც იქითკენ ძრავს უჩი ტაჩის, რომ ეს უკანასკნელი მარცხენა მოწინააღმდეგეს შეეჯახოს,
  4. – ხელის ჩავლების ცვლა ხმლის ცუკასთან, რაც სხეულის ბრუნვის ბიომექანიკური ლოგიკის თანახმად სრულდება და რაც უკვე აღარ არის ხელის უბრალო მოძრაობა,
  5. – მიწოლის იდეალური კუთხე და უკანა (მარჯვენა) ფეხის მაქსიმალური საყრდენი უჩი ტაჩის საბოლოო გდებისათვის, რომელიც მოდის ტორისთან და ვარდება თავისი საკუთარი დინამიკის შედეგად (განსხვავებით მეთოდისაგან, სადაც პირიქით, ტორი უნდა მივიდეს უჩი ტაჩისკენ მის ძირს დასაგდებად).

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის ნოემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Sunday, 9 აპრილი, 2017, Aikido Gasshuku 2017, Antibes, France

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-52
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)