მეთოდის მიღმა #36

კუმიჯო n° 8 (მე-3 ნაწილი) - #35 სტატიის გაგრძელება: უკანა ფეხით დაწყებული ტრიალი

ამ ვიდეოშიც გვერდზე გადავდოთ ჯო და კავლავ გადაადგილებას ჩავუღრმავდეთ, განსაკუთრებით კი იმ წახნაგს, რომელსაც მეთოდის მიღმა #35-ში არ შევხებივართ: ამჯერად უკანა ფეხით დაწყებულ ტრიალს.

« მეთოდის მიღმა #35 »-ში ჰიდარი ჰანმიდან ტრიალი წინა ტერფით იწყება და მართლაც საათის ისრის მიმართულებით ხორციელდება.

ახლა იმავე ჰიდარი ჰანმის დგომიდან ტრიალი უკანა ტერფით იწყება და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ხორციელდება.

როდესაც იგი წრის იმ კვადრატისკენ მიემართება, რომელიც მის ზურგსუკან მდებარეობს, ამჯერად ტორი გადაადგილებას წინა ტერფით იწყებს, რათა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულება შეინარჩუნოს. ცხადია, აქ იგივე ლოგიკაა, რაც სტატია # 35-ში და ყველაფერი სრულიად სიმეტრიულია.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის მაისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-36
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)