მეთოდის მიღმა #16

კი მუსუბი ნო ტაჩი (3)

«ცკის» განმარტება (თვლა 2)

«მეთოდის მიღმა #15»-ში დავინახეთ, რომ თვლები 1 და 2 ერთი და იმავე ბრუნვითი მოძრაობისაგან წარმოიშვება და რომ თვლა 2 თვლა 1-ზე შესრულებული იოკომენის შედეგი და უშუალო, მყისიერი გაგრძელებაა.

ცხადია, შეგვეძლო თვლა 1-ის იოკომენი ფართო გიაკუ იოკომენით გაგვეგრძელებინა და მეორე მოწინააღმდეგე ამგვარად გაგვეკვეთა. მაგრამ, თუ ასე მოვიქცეოდით, მაშინ ზურგით აღმოვჩნდებოდით დანარჩენ ორ მოწეინააღმდეგესთან და შეუძლებელი გახდებოდა კი მუსუბი ნო ტაჩის დასრულება ისე, როგორც იგი არის გააზრებული, ანუ იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ ოთხი მოწინააღმდეგის სინქრონულ შეტევას.

მაშასადამე საჭიროა, ოდნავ შემოკლებულად დავასრულოთ გიაკუ იოკომენი, როგრც კი მეორე სამიზნე დაძლეული იქნება, რათა მყისიერად გადავიდეთ მესამე მოწინააღმდეგეზე (ამას ვიხილავთ სტატიაში «მეთოდის მიღმა #17»).

გიაკუ იოკომენის ეს ფინალური დამუხრუჭება აიძულებს სხეულს მიიღოს ხმლისთვის დამახასიათებელი ეს პოზიცია (მჭრელი პირი ზევითკენ), რომელიც იმდენად ჰგავს, რომ თავისუფლად შეიძლება აგვერიოს ცკიში.

თუკი ეს დარტყმა მართლაც ცკიდ არის წარმოდგენილი მეთოდში, ეს იმიტომ ხდება, რომ კი მუსუბი ნო ტაჩის პედაგოგიურ, ხაზზე შესრულებულ ვერსიაში შეუძლებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა 1 და 2 თვლებს შორის. ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა და გაგება კი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ხმალს სხეულის ბრუნვითი მოძრაობების კონტექსტში ვიყენებთ.

საკმარისი იქნებოდა, ეს ელემენტარული შეკითხვა მეთოდში მუშაობისას დაგვესვა: რატომ არ გვხვდება კი მუსუბუ ნო ტაჩის მე-2 თვლის «ცკი» კენის შვიდ სუბურთაგან არც ერთში, რატომ განსხვავდება ის აგრერიგად იმ ცკიებისაგან, რომელთაც მე-6 და მე-7 სუბურების შესრულებისას ვაკეთებთ?

მეთოდის ჩარჩოებში დარჩენისას ამაოდ შევეცდებოდით ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნას. სწორედ მეთოდის მიღმა ძიებას მოაქვს ეს პასუხი სრულიად ბუნებრივად და ამით რეალობასაც სიღრმისეულად ჩავწვდებით: როდესაც ტრიალით ვჭრით, შესაძლებელია გიაკუ იოკომენის დასრულება ცკის მანერით და ცკის შეგრძნებით.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის ოქტომბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-16
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)