მეთოდის მიღმა #13

იოკომენ უჩი შიჰო ნაგე

(არასრული მოძრაობის შედეგები)

შეხსენება (მეთოდის მიღმა #12) :

მიზეზი, რის გამოც შიჰო ნაგეს ოთხი ფუნდამენტური ნაბიჯი დაიკარგა თვალთახედვიდან, ის გახლავთ, რომ მეოთხე ნაბიჯი არ ისწავლება (სახელდობრ, მეთოდის ფარგლებში) : უკეს მკლავის ქვეშ დატრიალების შემდეგ მეოთხე ნაბიჯი, როგორც წესი, არასდროს არ ჩანს.

ამ გამოტოვებას მრავალი შედეგი შეიძლება მოჰყვეს:

  1. – ტორი უკეს ხელის ქვეშ დატრიალების შემდეგ აჩერებს თავის მოძრაობას და, თეძოების ინვერსიით, ფინალურ ჭრას საწყისი სპირალის საპირისპირო მხარეს ასრულებს: ამ ინვერსიის დროს სუსტი წერტილი ჩნდება, ხოლო საბოლოო ჭრა არასწორი თეძოთი ხორციელდება,
  2. – მეოთხე ნაბიჯის არარსებობა აიძულებს ტორის, ფინალური ჭრა ჰანმის დგომში განახორციელოს: ანუ საწყისი სპირალი ბოლომდე არ სრულდება,
  3. – ჰანმის დგომში შესრულებული ეს ჭრა არამყარია უკესთან მიმართებაში: ამიტომაცაა, რომ ტორი მოძრაობის ბოლოში იძულებულია აღიდგინოს წონასწორობა უკანა ფეხის გრძელი ნაბიჯით, რომელიც მიჰყვება უკეს მისი ვარდნისას, ნახევარწრედ უკნისაკენ, რათა დგომს სიმყარე შესძინოს,
  4. – ჰანმის დგომში შესრულებული ეს ჭრა შეუძლებელს ხდის თეძოების ბრუნვით გამოყენებას (გავიხსენოთ, რომ ჰანმი ილეთის საწყისი და საბოლოო გდომია და რომ იგი ვერ გამოგვადგება ირიმი-ტენკანის დროს თეძოების გამოყენებისას),
  5. – ჰანმის დგომში შესრულებული ეს ჭრა უკეს დიდ თავისუფლებას უტოვებს არატრავმატული ვარდნისათვის (რაც, უთუოდ, საწყისი მიზეზია შიჰო ნაგეს ამ უსრული სახით შესრულებისა).

ვიდეოზე ნაჩვენებია ამ შეხსენებაში თავმოყრილი პუნქტები.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის სექტემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-13
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)