მე-6 კუმიჯო


უკე ჯო: შეუმჩნევლად ხსნის ჯოს თავისგან მარცხნივ, რომ უჩი ჯოს ძუკი გამოიწვიოს. სიღრმისეული თვალსაზრისით, ეს გახსნა უკვე ირიმის დასაწყისია.


ირიმი და დარტყმა. ყურადღება მიაქციეთ, რომ დარტყმის მომენტში ჯო ორივე ხელით მტკიცედ გეჭიროთ.


უჩი ჯო: ჯოდან გაეში უჩი.
უკე ჯო: აკონტროლებს უჩის იდაყვებს. მარცხენა ხელი უჩის მარცხენა იდაყვის გარეთ უნდა იყოს. მარცხენა ფეხი წინაა.


90°-იანი ტენკანი, ჯოს მარჯვენა ხელის დაბოლოება უჩის მხრის ხაზს მოჰყვება 45°-იანი კუთხით, რომ უჩის ხელებს შორის მოხვდეს. ნუ ეცდებით თავში დაარტყათ უჩის.


კაიტენის მოძრაობა უჩის დასაგდებად მისი წონასწორობის კარგვის წინა მხარეს.


N.B.: წონასწორობის ამგვარი კარგვა ტაი ჯიცუში იკიოს ტექნიკის დროს გამოიყენება...


შდრ. ჯო დორის დროსაც...

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/me-6-kumijo
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)