მე-6 კენ ტაი ჯო

უჩი ტაჩი: კენ ნო კამაე.

ჯო: ძუკი ნო კამაე. მსუბუქად გახსენით დგომი მარჯვნისკენ, ისე, რომ გამოიწვიოთ უჩი, შეგიტიოთ შომენით, პირდაპირ.

უჩი ტაჩი: შომენ უჩი კომი.

ჯო:

  1. კენ ტაი ჯოს მე-2 სუბური (ტენკანი). ეს მოძრაობა დარტყმა არაა, რადგან მარცხენა ხელის შებრუნებული პოზიცია დარტყმას სიმძლავრეს აცლის, მომავალ რვეულებში ვიხილავთ, თუ როგორ სძენს მთავარ აზრს ირიმის ცნება ამგვარ მოძრაობას.
  2. ძუკი: წესით, ყელში, მაგრამ ვარჯიშის დროს უსაფრთხოების გამო აუცილებელია, მზის წნულში დაუმიზნოთ.

უჩი ტაჩი: გადით შეტევის ხაზიდან მარცხნივ, მარცხენა ხელი ჯოს ბოლოს ჩაავლეთ და მზად იყავით ხმლით ჭრისათვის.

ჯო: დაუყოვნებლივ შეცვალეთ ჯოს კუთხე და თან უჩის ზურგისკენ გადაადგილდით გდებისთვის სწორი კუთხის საპოვნელად.

გდებისას ჯოთი ისე მიაწექით, რომ უჩის საკუთარი ხელი კისერზე შემოეხვიოს.

გდება კოკიუ ნაგეა (დღეს ამას ჩვენს კატალოგებში სოკუმენ ირიმი ნაგეთი მოიხსენებენ). მხოლოდ მააი იცვლება: ჯო გვაიძულებს უჩისაგან უფრო დიდი დისტანციით ვიმუშაოთ. გდების კუთხე არ იცვლება. ეფექტი აიტეზე იგივეა და ამის შესამოწმებლად შეგიძლიათ ეს ტაი ჯიცუში მისი სხეულის პოზიციას შეადაროთ.

დაასრულეთ გდება. ვარჯიშის უსაფრთხოებისთვის ჯო ძალიან ქვევით არ ჩაიტანოთ, ის შეიძლება სახეში მოხვდეს აიტეს.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/me-6-ken-tai-jo?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)