კუმიტაჩი #1: უჩი ტაჩი ვაზა #2

მააი და ავასე ის სასწავლო განზომილებებია, რომლებიც არ არსებობს მაშინ, როდესაც ადამიანი მარტო ვარჯიშობს და რომლებიც ჩნდება მხოლოდ უჩი ტაჩისთან, ანუ სხვასთან ერთად. სწორედ ეს სხვა წამოშობს დროს (ტაიმინგს), სივრცეს (მანძილს) და ჰარმონიას (სინქრონიზაციას), ამ ჩამონათვალიდან არც ერთი არაა შესაძლებელი მის გარეშე. მაშასადამე, ეს სხვა საჭიროა ჩვენი წინსვლისათვის. ამასთან, ის საჭიროა იმდენად, რამდენადაც მისი შეტევებია ნამდვილი და ზუსტი. მაგალითად, შეხების განზრახვის გარეშე, არასწორი მანძილიდან შესრულებული შომენი არ მოითხოვს მიმღებისაგან არანაირ მაჰარმონიზებელ მოძრაობას. იმისათვის, რომ მოძრაობა წარმოიშვას და მეცადინეობა იყოს მარგებელი, აუცილებელია, რომ მააი და შეტევა იყოს ზუსტი, ხოლო შეხების განზრახვა რეალური. მხოლოდ ამ დროს შეიძლება გაჩნდეს ავასე. სამაგიეროდ, შესრულების სისწრაფეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ეს მეორადი პრობლემაა და, მნიშვნელოვანია, რომ ეს სწავლების პრიორიტეტად არ ვაქციოთ.

მოწინააღმდეგის შეტევაში შესვლა (აქ გიაკუ იოკომენი, შდრ. მეთოდის მიღმა 103) ასევე უნდა შესრულდეს მააის დაცვით, ანუ ნამდვილად შეხების განზრახვით, რის გარეშეც მოძრაობის გაგრძელება არაკოჰერენტული ხდება.

ორი სიტყვით რომ ვთქვათ, თუ მააი არ არის სწორი, მოძრაობა ვერ გაჩნდება, ხოლო თუ ავასე არ არის სწორი, მოძრაობა მარცხისთვისაა განწირული.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის აგვისტო.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kumitachi-1-uchi-tachi-vaza-2
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)