კუმიტაჩი #1: ავასე წყვეტს

იმის მიხედვით, თუ რა მომენტში შედის უკე ტაჩი უჩი ტაჩის შეტევაში, გარკვეული ილეთები უფრო შესაფერისია ხოლმე სხვა ილეთებზე.

თუკი ავასე, რომლის დროსაც უკე ტაჩი უჩი ტაჩის სივრცეში შედის მომენტში, როდესაც ეს უკანასკნელი ხმალს ქვევით უშვებს, უკვე ძალიან გვიანაა ორ ხელს შუა ხმალში ჩავლება ქვევიდან. ასეთ დროს უჩი ტაჩის ხმალში ან მარჯვენა მტევანში ხელის ჩავლება უმჯობესია ზევიდან, მისი წინამხრების გავლით და, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ილეთების გარკვეული რაოდენობა.

თავისთავად ცხადია, ხმალი უნდა იყოს ზევითა პოზიციაში იმისათვის, რომ უკე ტაჩის შანსი ჰქონდეს, ჩაავლოს ქვევიდან. თუ ავასე ისეთია, რომ უკე ტაჩის თავისი პოზიციიდან შეუძლია ამგვარად ხელის ჩავლება, მაშინ გდება შესაძლებელი ხდება დაუყოვნებლივ. აღარ ხდება საჭირო მეთოდის აღმზრდელობით დანამატი, რომლის მიხედვითაც უჩი ტაჩის ხმალს ჩამოვაცილებთ ქვევით, დაშვებისას, რათა მერე კვლავ ზევით ავაწევინოთ (შდრ. მეთოდის მიღმა #105), ვინაიდან ხმალი ამ შემთხვევაში უკვე ზევითაა და უკე ტაჩისა და უჩი ტაჩის სხეულები ერთმანეთის მიმართ იდეალური კუთხითაა განლაგებული მყისიერი მოქმედებისათვის.

სწავლების მიეხდვით შემდეგნაირადაა : ავასეს მომენტი წყვეტს, თუ რომელი ილეთებია შესაძლებელი და რომლები შეუძლებელი. სწორედ ავასე ირჩევს ტექნიკას და არა უკე ტაჩი. სწორედ ამის გამოა, რომ მოქმედების დაწყებამდე შეუძლებელია იმ ილეთის არჩევა, რომელსაც შემდგომ გამოვიყენებთ. ტექნიკა უნდა იშვას სპონტანურად, იმ გარემოებათა ერთობლიობისაგან, რომლებსაც არ ქმნის ამ ტექნიკის შემსრულებელი. თუ ტექნიკის არჩევანი არ ეკუთვნის ადამიანს, მაშინ ვის ეკუთვნის ? ო-სენსეის პასუხია : თავად ღმერთს. აიკიდოს ილეთები ღვთიურია, იმიტომ რომ ისინი გამოხატავენ არჩევანს, რომელშიც ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მოქმედების საშუალების გამონახვით ერევა. აიკიდოკას მოძრაობა იმ იმპულსის გამოხატულებაა, რომელიც მას არც ეკუთვნის და რომელიც მას აღემატება, ისევე, როგორც მუსიკა აღემატება მუსიკოსს და მხატვრობა მხატვარს.
სწორედ ამ აზრითაა აიკიდო ხელოვნება.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის სექტემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kumitachi-1-avase-cqvets
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)