კუმიჯო #1 - 4D full version

პირველი კუმიჯო თავისი კლასიკური, წრფივი ფორმით სრულადაა წარმოდგენილი სტატიაში #114 (ნელა თუ ისწავლი).

პირველი ორი მიმართულება განხილულია სტატიაში #115 (კუმიჯო # 1 – მიმართულებები 1+2).

ხოლო მე-3 და მე-4 მიმართულებები განხილულია სტატიაში #116 (კუმიჯო # 1 – მიმართულებები 3+4).

ახლა კი ოთხივე მიმართულება ერთიანად და სრულად.

დავიმოწმებთ წინარე სტატიებს, რათა დაწვრილებით გავიგოთ ყველაფერი.

აიკიდოს გადაადგილება მოკლეა და მეხივით (კაცუჰაიაი) ურტყამს, იმიტომ რომ მისი ამპლიტუდა უკიდურესად შეზღუდულია. სინამდვილეში ის მდგომარეობს ძალიან მოკლე ბრუნებში იმ პოზიციის გარშემო, რომელიც სხეულს შეტევის წამის მეათასედებში უკავია. ეს ბრუნები მათემატიკის მოდელს ემორჩილება, რომელიც ამ საიტზე რუნრიკა "ო-სენსეის გადაადგილებაშია" განხილული და რომელიც სარედაქციო წერილების რუბრიკაში ("აქვს თუ არა ო-სენსეის სიტყვებს აზრი") აღწერილ ლოგარითმულ სპირალთანაა კავშირში.

ეს ბრუნები სხეულს შეტევასთან ძალიან ახლოს, თუმცა ამავდროულად საკმარისი დაშორებით ტოვებს საიმისოდ, რომ ეს შეტევა აირიდოს და მეტოქეს მყისიერად უპასუხოს. გვერდზე გაცლის ცნება არ არსებობს იმ გაგებით, რომ ჯერ უნდა გავეცალოთ და შემდეგ ვუპასუხოთ. გვერდზე გაცლა და შეტევა ერთდროულია, და სწორედ ამაშია ირიმის აზრი.

იმისათვის, რომ სავარჯიშოს ჰქონდეს აზრი და მისგან რამე სარგებელი იყოს, აუცილებელია, რომ მოწინააღმდეგეები მისაწვდომ მანძილზე იყვნენ და არ დარჩნენ ხელოვნურ დისტანციაზე, რაც დაბრკოლებად იქცევა ხოლმე ვიზუალიზაციისა და იმ კავშირის გაგებისათვის, რომელიც უკესა და ტორის შორის არსებობს.

ამ სავარჯიშოზე არ უნდა ვიმუშაოთ სწრაფად და ძლიერად, ის მესაათის სიზუსტით უნდა დავამუშაოთ : ერთადერთი რამაა მთავარი და ეს გახლავთ ავასე, ჰარმონიისაკენ სწრაფვა, რადგან სწორედ ესაა ფუნდამენტური პრინციპი. შესრულების ძალა და სისწრაფე მხოლოდ და მხოლოდ დეტალებია, რომლებიც – საჭიროების შემთხვევაში – თავისთავად გაჩნდება, როცა ჰარმონია იქნება ნაპოვნი.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის იანვარი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kumijo-1-4d-full-version
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)