კუმიჯო #1 - 4 მიმართულება (3+4)

პირველი კუმიჯო თავისი კლასიკური და სრული წრფივი ფორმით წარმოდგენილია სტატიაში #114 (ნელა თუ ისწავლი).
პირველი ორი მიმართულება განხილულია სტატიაში #115 (კუმიჯო # 1 – მიმართულება 1+2).
ახლა კი მე-3 და მე-4 მიმართულებებს განვიხილავთ.
ოთხივე მიმართულება მთლიანობაში წარმოდგენილი იქნება მომდევნო სტატიაში #117.

პიერ შასანი დაჟინებით ამახვილებდა ყურადღებას შემდეგ ტოლობაზე, რომელიც სიცოცხლეში ალბათ რამდენიმე ათასჯერ დაუწერია აიკიდოს დოჯოების დაფაზე :

ირიმი = ირიმი-ტენკანს.

რას ნიშნავს ეს ? რას და იმას, რომ შესვლა (ირიმი) აიკიდოში შესაძლებელია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მას გვერდზე გაცლის მოძრაობა (ტენკანი) იწყებს : ის, რაც ჩანს, შესაძლებელია მხოლოდ იმის მოქმედებით, რაც არ ჩანს.

იმედი მაქვს, არც ერთ ფემინისტს არ შეურაცხვყოფთ იმ ანდაზის შეხსენებით, რომ ყველა დიდი ადამიანის (მამაკაცის) უკან თითო ქალი იმალება. დაახლოებით ამაზეა ლაპარაკი, ირიმი მზეზე ბრწყინავს, იმიტომ რომ ტენკანი ჩრდილში მოქმედებს, ჩრდილის წილი კი განმსაზღვრელია. სიდიადე არ გახლავთ ცალმხრივი, ის ყოველთვის განაწილებულია. ასეთ წონასწორობაში ქალი ძირითადად დაცულია იმ ნაკლისაგან, რომელიც ბევრ მამაკაცს ახასიათებს : საჭიროება იმისა, რომ გამოჩნდეს. ტენკენი ხილული არ არის, თუმცა კი ის აიკიდოს მოქმედების ფუძემდებლური პრინციპია.

მაშასადამე, პრაქტიკულ ჭრილში, თეძოს ტენკანი მოძრაობა წინ ჰკრავს და აწვება საპირისპირო თეძოს ირიმი მოძრაობას.
მაგრამ სწორედ ეს მოქმედება განაპირობებს, რომ ტენკანის ბრუნვა ამავდროულად სხეულსაც აძლევს საშუალებას მყისიერად დატოვოს მოწინააღმდეგეთა იარაღის შეტევის ხაზი. და მხოლოდ ტენკანის იძლევა ამის საშუალებას.
ასევე ყველა სხვა მოქმედებასთან შედარებით მხოლოდ ტენკანი აძლევს საშუალებას სხეულს, დაიცვას იდეალური დისტანცია (მააი) მოწინააღმდეგეებან (არც ზედმეტად ახლო და არც ზედმეტად შორი).

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის იანვარი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kumijo-1-4-mimartuleba-34
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)