კუმიჯო #1 - 4 მიმართულება (1+2)

პირველი კუმიჯო კლასიკური, წრფივი და სრული ფორმით წინა სტატიაშია წარმოდგენილი (#114).

ახლა გავშალოთ ეს კუმიჯო ოთხი მიმართულებით და ამჯერად პირველი ორით დავინტერესდეთ. მე-3 და მე-4 მიმართულებები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

გაეში ცკი მარჯვენა მოწინააღმდეისთვისაა განკუთვნილი. ამ გაეში ცკიმ საშუალება უნდა მისცეს უკე ჯოს, სხეულის გარიდებით დატოვოს ორივე მეტოქის შეტევის ღერძი. ეს ერთადერთი შესაძლო ხერხია გაეში ცკის დარტყმის (ანუ ირიმის გაკეთების) და, ამასთან, მოწინააღმდეგეთა შეტევების თავდან აცილებისა. ესაა ბრუნვის დაწყება უკანა (მარჯვენა) თეძოს ტენკანის მოძრაობით. ტენკანის ეს მოძრაობა მართლაც გვაძლევს ერთდროულად ორი რამის საშუალებას : გავარიდოთ სხეულის მარჯვენა ნახევარი და შევიტანოთ მარცხენა ნახევარი მოწინააღმდეგის სივრცეში. ამ დროს ტენკანის თეძო ირიმის თეძოს "აწვება".

ამ სტადიაზე ტორის მარჯვენა ტერფი ადგილზე ტრიალებს და ჯერ არ ტოვებს თავის საწყის მდებარეობას : იმ დროს, როდესაც ჯო მოწინააღმდეგეს მარჯვნიდან ეხება, უკე ჯოს მარჯვენა ტერფს ჯერ კიდევ არ შეუცვლია ადგილი, ეს მთავარია. ეს ტერფი მხოლოდ იმისთვის ტოვებს თავის ადგილმდებარეობას, რომ მეორე მოწინააღმდეგეს (იმას, რომელიც წინ ედგა მოძრაობის დასაწყისში) დაარტყას. ამ როტაციული მოქმედების მეორე ნაწილში, მარჯვენა თეძო ჯერ კიდევ ტენკანი, მარცხენა თეძო კი ჯერ კიდევ ირიმია. სპირალი ამგვარად უახლოვდება თავის დასასრულს.

გაეში ცკი აქ ორი შესაძლო გადაადგილებიდან ერთ-ერთს იყენებს (აიკიდოს კანონების მიხედვით) თავდამსხმელთა მიერ შექმნილი წრის წინა მარჯვენა უბანზე მისასვლელად.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის დეკემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kumijo-1-4-mimartuleba-12
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)