კენ ტაი ჯო n°4 : საბრძოლო ფორმა

კენ ტაი ჯო n°4 არ არის შექმნილი საიმისოდ, რომ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს ორჯერ ზედიზედ დავარტყათ. კენ ტაი ჯო n°4 საშუალებას გვაძლევს ერთიმეორის მიყოლებით ორ სხვადასხვა მეტოქეს დავარტყათ და ამასთან გავიდეთ მოწინააღმდეგეთა წრიდან, რომლებიც ერთდროულად გვიტევენ, ანუ არ იცდიან მოთმინებით, რომ უკე ჯომ თავისი ანგარიშების გასწორება ჯერ პირველ უჩი ტაჩისთან დაასრულოს, როგორც ამას ძალიან ხშირად ვხედავთ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში.

ყველაზე დიდი საფრთხე ტორისათვის შეტევათა სინქრონულობიდან მომდინარეობს.

კენ ტაი ჯო n°4 ისე, როგორც სრულდება ერთ ხაზზე და ერთ მეტოქესთან, რომელსაც ზედიზედ ორჯერ ვურტყამთ (სტატია #91), არ შეესაბამება საბრძოლო სიტუაციას. ის წარმოადგენს სასწავლო ფორმას, რომლის ამავე სახით გამეორებისაგან თავი უნდა შევიკავოთ ბრძოლის ველის რეალობაში, თუკი გვინდა, რომ ჩვენი დარჩენილი სიცოცხლე ოცდაათ წამზე მეტხანს გაგრძელდეს.

თუმცა ალბათ შეამჩნევდით, რომ ტექნიკური თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა საბრძოლო სავარჯიშოში იმ ინფორმაციათაგან, რომლებიც სასწავლო სავარჯიშოშია მოცემული. ტექნიკა მკაცრადაა შენარჩუნებული ყველა ასპექტში და ეს უმნიშვნელოვანესი რამაა. უბრალოდ, მოძრაობათა ერთობლიობა ტრიალით სრულდება, ნაცვლად ერთ სწორ ხაზზე დარჩენისა.

სხვა სიტყვებით, ინფორმაცია, რომელიც სასწავლო მეთოდის საბაზო სავარჯიშოში გვხვდება, სრულიად ზუსტია და მას მხოლოდ და მხოლოდ გაშლა სჭირდება წრის სივრცეში. საბაზო სავარჯიშოს საბრძოლო საფუძვლის გასააზრებლად აუცილებელია სწორი ხაზის 180°-იდან წრეწირის 360°-ზე გადასვლა.

ეს საბრძოლო ფორმა უფრო დაწვრილებით იქნება გარჩეული სტატია #93-ში.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის მაისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ken-tai-jo-ndeg4-sabrzolo-porma
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)