კენ ტაი ჯო n°4 : კიჰონი

ვიდეოში ნაჩვენები სავარჯიშო კენ ტაი ჯოს მეოთხე საბაზო სავარჯიშოა. აქ ის სუბურად, წყვილში შესრულებულ, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც სუბურად უნდა აღვიქვათ.

მართლაც, სუბურთან გვაქვა საქმე, როდესაც რამეს ხაზზე, ერთსა და იმავე პარტნიორთან ერთად ვასრულებთ, რომელსაც განმეორებით დარტყმებს ვაყენებთ. აქაც სწორედ ეს შემთხვევაა: უკე პირველ ჯერზე უჩიტაჩის მარცხენა მაჯას უტევს, მეორე ჯერზე კი მისივე მარჯვენა მუხლს, და ამასთან, სულაც არ ადარდებს ის ამბავი, რომ, ცხადია, სხვა მოწინააღმდეგეები შეიძლება იყვნენ მის ზურგსუკან ან მის გვერდზე.

როგორ გავიგოთ ეს ორი თანამიმდევრული შეტევა ერთსა და იმავე მეტოქეზე? პირველმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და იძულებულები ვხდებით, განზრახვას დავუბრუნდეთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკე ფეხზე ვეღარ წამოდგება? რა თქმა უნდა, არა, პირველი დარტყმა საკმარისია, მით უფრო, რომ მიზანში ამოღებული სხეულის ნაწილი მაჯა მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშის უსაფრთხოებისთვის ზრუნვითაა გამოწვეული: სინამდვილეში ჯო სახეს ან ყელს უნდა მისწვდეს.

მაშინ რატომ ურტყამს უკე ჯო ორჯერ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს, რაც საბრძოლო ჭრილში უსარგებლოა და მას აგდებს საფრთხეში, რომლის საჭიროებაც საერთოდ არ არის? სტატია #92 ამ უცნაური ქცევის საფუძველს გაგვიმხელს.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის აპრილი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ken-tai-jo-ndeg4-kihoni
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)