კენ ტაი ჯო n°4 : გედან უჩის მიზეზი

საბაზო სავარჯიშოებში, რომლებსაც სასწავლო და სამუშაო ნიმუშებად ვითვისებთ, იგულისხმება კუმიტაჩები, კუმიჯოები თუ კენ ტაი ჯოები, ამა თუ იმ მოძრაობის მიზეზი შეიძლება ბუნდოვანი გვეჩვენოს.

მაგალითად, რატომ სრულდება კენ ტაი ჯო n°4-ში მეორე დარტყმა მუხლში, მაშინ როცა უფრო მოკლე და უფრო გადამწყვეტი დარტყმა თავში იქნებოდა? სავსებით ლეგიტიმურად შეგვიძლია ეს შეკითხვა დავსვათ, ვინაიდან სისწრაფის, შედეგიანობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით სწორედ ეს უკანასკნელი მოსაზრება იქნებოდა ყველაზე მიზანშეწონილი. მუხლში დარტყმა, საბრძოლო თვალსაზრისით და თან ამგვარ სიტუაციაში, ძალიან ცუდი არჩევანი ჩანს.

მაგრამ აქ, ისევე როგორც ყველგან, სრულად უნდა ვენდოთ სწავლების მეთოდს. ნებისმიერი, ვინც შემოთავაზებულ სავარჯიშოებს იყენებს, ჯერ არ იცის, თუ რატომ უნდა შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა ამა თუ იმ სხვა მოძრაობის ნაცვლად. მეთოდი არ იძლევა იმ არჩევანის მიზეზს, რომელსაც ის აკეთებს, ეს მისი მოვალეობა არ გახლავთ, მოწაფე იმით უნდა დაკმაყოფილდეს, რომ რაც შეუძლია კარგად იმეოროს ის, რის კეთებასაც მისგან მოითხოვენ, თან ისე, რომ არაფერი არ შეცვალოს შიგნით, თუნდაც არ ესმოდეს მისი საჭიროება. ცოტა რწმენაა საჭირო ამგვარი ქცევისას.

მხოლოდ მაშინ გახდება თვალნათლივი მოთხოვნილი მოქმედებების საფუძველი, როდესაც საბაზო სავარჯიშო რეალურ საბრძოლო კონტექსტში გაიშლება – რაც მეთოდი არ გახალვთ არავითარ შემთხევაში. ნათლად ჩანს ვიდეოში, რომ შეუძლებელი იქნებოდა – იმ მდგომარეობაში, რომელშიც უკე ჯო ამოყოფს თავს – თავში დაარტყას მოწინააღმდეგეს მოძრაობათა მეორე თვლაზე: მაშასადამე, გამოდის, მუხლში დარტყმული გედან უჩი აუცილებლობაა, რაც ასეთად სულაც არ ჩანდა მეთოდის საბაზო სავარჯიშოში.

ეს გაკვეთილად უნდა გამოგვადეგს საიმისოდ, რომ იქამდე არ უნდა მოვაშოროთ არაფერი ან დავუმატოთ რამე საიტო სენსეის მეთოდს, ვიდრე მისი ყველა სიღრმისეული მიზეზის ცოდნაში არ დავრწმუნდებთ. უდიდესი ეჭვით ვუყურებ აქა-იქ თვალში მოხვედრილ მცდელობებს, თვით ძალიან მაღალი დონის სწავლებებში, როდესაც რამდენიმე კუმიჯოსა და კუმიტაჩის უმატებენ ხოლმე აიკიდოს კურიკულუმს. არა ვარ დარწმუნებული, რომ მასწავლებლებს, რომლებიც ამგვარ წამოწყებებში ერთვებიან, საკმარისად სრული ხედვა ჰქონდეთ იმ უზარმაზარი ტექნიკური სიმდიდრისა, რომელიც პედაგოგიური მეთოდიდან ავთენტურ საბრძოლო რეალობაში გადასვლისას იჩენს თავს. ბევრად უპრიანი იქნებოდა ამ რთული გადასასვლელის ძიება, ვიდრე იმ კატალოგის უსარგებლო დაგრძელება, რომელიც უკვე ფართოდაა წარმოდგენილი მეთოდში.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის მაისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ken-tai-jo-ndeg4-gedan-uchis-mizezi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)