კენ ტაი ჯო ჰიჯი კატამე ძუკი (მიგი/ჰიდარი)


ამ შესვლის დროს შუბი შხვლეტის დანიშნულებით გამოიყენება. პირი, რომელიც ჩვეულებრივ, ჯოს აქვს ხოლმე ბოლოში, ო-სენსეიმ მოხსნა ვარჯიშის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ამ იარაღის რეალობა აიტეს სხეულის გახვრეტაა.


სრული სიმართლეა, რომ უჩის მარჯვენა იდაყვის კონტროლი ამ ტექნიკის კარგი შესრულების პირობაა. მაგრამ სწორედაც, ამ ჩხვლეტის წყალობითაა შესაძლებელი იდაყვის კონტროლი სინამდვილის პირობებში. იდაყვის კონტროლი მხოლოდ ძუკის შედეგია და სხვა არაფერი.
თუ ჩხვლეტა იდაყვის გაკონტროლების, ერთგვარი ბლოკირების განზრახვად გადაიქცევა, მაშინ მარცხი გარანტირებულია: არა მხოლოდ უჩი ვერ გაიხვრიტება შუბის პირისაგან, არამედ ვერც იდაყვის კონტროლი იქნება შედეგიანი.


მნიშვნელოვანია, რომ შუბის ბოლო თქვენს წინამხარს ეყრდნობოდეს. ეს იარაღის სიმყარისა და თქვენს სხეულთან შერწმისათვის ხდება, რაც მას მაქსიმაულურ სიზუსტესა და სიმძლავრეს სძენს.
თქვენი უკანა ფეხი გაჭიმული უნდა იყოს მიწოლისათვის.


როდესაც უჩის მარცხენა მხრიდან ჩხვლეტთ შუბის მეორე ბოლოთი (რეალობაში მასაც წვეტიანი პირი აქვს), ძუკის დროს უჩის მარცხენა იდაყვს თქვენი მარცხენა მაჯა აკონტროლებს.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ken-tai-jo-hiji-katame-zuki-migihidari?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)