კენ / ტაი ჯიცუ #2 - მოროტე დორი ნიკიო

აქ ვიგებთ, თუ რატომ უნდა დადგეს აიტე გარკვეული კუთხით, როდესაც ნაგეს ავლებს. ხმალი წინ დგომას უკრძალავს.

შემობრუნდით 180°-ით, თქვენი ხელები აუცილებლად თქვენ წინ უნდა იყოს. შეგრძნება იგივეა, რაც კოკიუ ჰოს დროს.


აწევისას ხელი აიტეს ხელს დაადეთ „დასაფიქსირებლად“.


მარჯვენა ხელს ჯერ არ ავლებთ, იგი „ჭრის“. ამიტომ ეწოდება მას იაპონურად ტეგატანა: „ხელი ხმალი“.


გაუშვით მარცხენა ხელი ცუკას.


მარცხენა ხელი აიტეს ხელებს შორის გაატარეთ და ხელახლა ჩაავლეთ ცუკას.

ფეხების პოზიცია საშუალებას მოგცემთ უკნისკენ დაატრიალოთ თქვენი სხეულის ღერძი.

ჭერით და თან უკანა ფეხი წინა ფეხის გარშემო დაატრიალეთ, რათა კვლავ უზადო ჰანმის პოზიციაში აღმოჩნდეთ და აიტეს სხეულს „გზა მისცეთ“.


ჩამოუტანეთ აიტეს იდაყვი თქვენ წინ, მანდეთკენ კარგავს ის წონასწორობას.


ჭერით.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ken-tai-jicu-2-morote-dori-nikio
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)