მეთოდის მიღმა #74

კატატე დორი უჩი კაიტენ სანკიო

აქ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ზედმეტია ლაპარაკი აიკიდოს ამა თუ იმ ტექნიკაზე, თუკი უკე წონასწორობას არ დაკარგავს.

წინამდებარე შემთხვევაში, რასაკვირველია, შესაძლებელია უკეს ხელის ქვეშ გავლა და იმ მდგომარეობამდე მისვლა, სადაც უკეს ხელს სანკიოთი გავაკონტროლებთ, თანაც ისე, რომ ამ უკანასკნელს არ დავაკარგინოთ წონასწორობა (როგორც ეს ვიდეოზეა ნაჩვენები). აქ პრობლემა ის გახლავთ, რომ მის მკლავს კი ვაკონტროლებთ, მაგრამ სხეულს ვერა. უკეს ამ მომენტში შეუძლია გაუძვრეს ჩავლებას. დიდი ფიზიკური ძალის პატრონს ასეთ პირობებში ვერ გავაკონტროლებთ. უკეს მაჯაში მიყენებული ტკივილი არ გახლავთ საკმარისი, ეს ყველაზე ცუდია, რაც კი შეიძლება მოხდეს და რაც, ამასთან, არც შესაძლებელია ყოველთვის და არც ეფექტური.

ტორის სხეული ისე უნდა ტრიალებდეს, რომ უკე წონასწორობადაკარგული იყოს მოძრაობის დასაწყისაიდან დაბოლოებამდე. ესაა ტექნიკის ეფექტურობის პირობა. ეს ნიშნავს, რომ ირიმი-ტენკანის პრინციპი – რომლის მატერიალიზაცია სივრცეში ტაი ნო ჰენკას ფორმაა – დაცული უნდა იყოს, ანუ დაცული უნდა იყოს ის, რასაც მე ო-სენსეის სპირალს ვუწოდებ.

იოლი დასანახია, რომ ამ ტექნიკური მოთხოვნის დასაცავად საჭირო ტრიალის ამპლიტუდა ზუსტად იმ ტრიალის ამპლიტუდას ემთხვევა, რომელიც მრავლობით შეტევათა თავმოყრის წერტილის დასატოვებლად და, ამავდრულად, ჩავლებული ხელის მხრიდან შემტევი მოწინააღმდეგისათვის დარტყმის მისაყენებლადაა საჭირო.

ეს და-მთხვევა მოქმედების ერთიანობის ცნებას უკავშირდება პირდაპირ, რაც სწორედ აიკიდოს გულში ძევს.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის სექტემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/katate-dori-uchi-kaiten-sankio
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)