კაჯო #8

წრის დაყოფა 60°-იანი კუთხის სექტორებად ექვს განყოფილებას, ანუ სამ დიამეტრს გულისხმობს. წინა სტატიებში ვნახეთ, რომ ორი დიამეტრიდან პირველი იკიო –●– შიჰო ნაგეს, ხოლო მეორე ნიკიო –●– კოტე გაეშის ღერძს წარმოქმნის.
შეუძლებელია, რომ მესამე დიამეტრი რამე მოულოდნელობას გვიმზადებდეს.

დავუბრუნდეთ ჩვენს შეტევას, შომენ უჩის, და ვნახოთ, გვაქვს თუ არა ო-სენსეის რაიმე ტექნიკური ახსნა, რომელიც ამ მესამე ღერძს წარმოქმნიდა.

არსებობს ასეთი და ესაა სანკიო ურა.
შევხედოთ ჯერ ო-სენსეის ფოტოებს:

ფოტო 2-ზე ნათლად ჩანს ო-სენსეის მდებარეობა უკეს შეტევის ხაზის მიმართ, იგი ამ უკანასკნელის ზურგს უკანაა, მისგან მარჯვენა მხარეს.

ამ ფოტოთი ო-სენსეი ზუსტად ხსნის მოძრაობის გაგრძელებას. მართლაც, „ბუდოში“ წერს, რომ ამ მომენტიდან სამი აუცილებელი მოქმედებაა და რომ საჭიროა:

  1. მარცხენა ფეხის უკანა გადადგმა,
  2. უკეს იდაყვის გაკონტროლება მარჯვენა ხელის გიაკუ ტე პოზიციით (ხელები საპირისპირო მხარეს),
  3. უკეს ძირს ჩაყვანა მარჯვნისკენ.

ფოტოთა მომდევნო სერიით იმ ფაზების ხილვა შეგვიძლია, რომლებიც ო-სენსეის ფოტოებს აკლია: ფოტო 2 მარცხენა ფეხის უკან დახევასა და უკეს მარჯვენა იდაყვის გიაკუ ტეთი გაკონტროლებას გვიჩვენებს, ფოტოები 3 და 4 კი უკეს მარჯვნისკენ ძირს ჩაყვანას ასახავს.

ამწუთას ის გვაინტერესებს, თუ რომელი კუთხით უნდა შესრულდეს ეს ტექნიკა. ამის შემოწმება ზემოთა ფოტოებზე შეგვიძლია, თუკი ფოტო 1-ზე უკანა პლანზე მდებარე დიდ სარკეს ათვლის წერტილად ავიღებთ. მისი ვერტიკალური ჩარჩო 60°-იანი კუთხითაა უკეს შეტევის ხაზიდან. ფოტოებზე 2, 3, 4 და 5 ჩანს, რომ სწორედ ამ კუთხით კონტროლდება უკე უკან და მარკვნისკენ.

დავუბრუნდეთ ო-სენსეის ფოტოებს. შეგვიძლია ასევე შევამოწმოთ, არის თუ არა ეს კუთხე იგივე, რომლითაც ის სანკიო ურას ასრულებს, რაც, დამატებული მის განმარტებებს, ამის დადასტურება იქნებოდა?

ეს საშუალება კამიების სურვილით არსებობს.

ო-სენსეის ფოტო 1-ზე მართლაც ვამჩნევთ, რომ ტატამის ფერებს შორის განსხვავებაა, გადის ხაზი, რომელიც ახალ ტატამის უთუოდ უფრო ძველისგან გამოყოფს. ამ მომენტში უკეს ორივე ფეხი ახალ ტატამიზე უდგას.
ფოტოზე 3, რომელიც ზუსტად იმავე კუთხითაა გადაღებული, ჩანს, რომ უკე ძირს გაუძრავებულია ძველ ტატამიზე, საწყისი ადგილმდებარეობიდან უკან და მაჯვნისკენ.
ათვლის წერტილად ავიღოთ უკანა პლანზე პანოს ვერტიკალური ჩარჩო, რომელიც კამიზას მარცხნივაა, რადგან შემთხვევით ისე მოხდა, რომ ისიც 60°-იანი კუთხითაა უკეს შეტევის ხაზიდან. ჩანს, რომ სწორედ ამ კუთხითაა უკე ძირს ჩაყვანილი უკან და მარჯვნივ და რომ ო-სენსეის ჰიტო ე მის პოზიციაში მყოფი ტერფები ფოტო 3-ზე ზუსტად ამ ჩარჩოს ხაზზეა, ანუ შეტევიდან 60°-ით უკან და მარჯვნივ.

მაშ შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩვენს ნახაზზე დავაზუსტოთ:

და დავუმატოთ ახალი ელემენტი იმ ფიგურას, რომელიც დასაწყისიდან მოგვყვება:

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-8
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)