კაჯო #5

ამ მეხუთე სტატიის დაწყებისას შევნიშნე, რომ რაც თქვენთვის ამ ჩემი მოსაზრებების შემოთავაზება დავიწყე, იმთავითვე ვიყენებ სათაურს, კაჯოს, და თან ისე, რომ ამის მიზეზი არ ამიხსნია.

ჯერ ცოტა ნაადრევია ამ ცნების საბოლოო ახსნა. მისი სრული გააზრებაც იმის უფრო გლობალური გაგებითაა შესაძლებელი, რაზეც აქ მიდის ლაპარაკი. თუმცა დროა, ნელ-ნელა პირველი განმარტებებიც გაკეთდეს.

1952-1960 წლებში საფრანგეთს წილად ხვდა ბედნიერება, მიეღო ადამიანი, რომელსაც სამართლიანად შეიძლება ევროპაში აიკიდოს პიონერი ეწოდოს. ესაა ტადაში აბე. 1940-იანი წლებში ის ო-სენსეის მოწაფე გახლდათ. იაპონიაში დაბრუნებამდე ერთი ორტომიანი ტექნიკური წიგნი დატოვა, რომელიც თავის მოწაფესთან, ჟან ზენთან ერთად დაწერა.
რამდენადაც ვიცი, ეს ერთადერთი წიგნია, სადაც ილეთები „კაჯოს“ კონცეფციაზე დაყრდნობითაა გამოკვლეული. კონცეფციაზე-მეთქი, ვთქვი, რადგან, რასაკვირველია, არსებობს ნაშრომები, სადაც ილეთებს კაჯოს სახელები ეწოდება (მაგალითად, გოძო შიოდას „დინამიური აიკიდო“), მაგრამ იქ კაჯო მხოლოდ დასახელებაა და მეტი არაფერი. იქაა იკაჯო იკიოს ნაცვლად, ესაა და ეს.

ტადაში აბეს ნაშრომი იყოფა ხუთ ნაწილად: იკაჯო, ნიკაჯო, სანკაჯო, იონკაჯო და გოკაჯო. ხუთ სიტყვად, ახლო მდგომებად იკიო, ნიკიო, სანკიო, იონკიო და გოკიოსთან. იმდენად ახლო, რომ მალევე დაიწყეს მეორეთა გამოყენება პირველთა ნაცვლად. მახსოვს, რას მპასუხობდნენ ხოლმე ჩემს შეკითხვებზე კაჯოთა შესახებ 1970-იან წლებში, როცა დავიწყე აიკიდო: „ეს ილეთების ძველი დასახელებებია!“, „ეგენი აღარაა საინტერესო!“, „ახლა მაგათ ეწოდება იკიო, ნიკიო და ა. შ.“… საეჭვოდ გავიმარტვივე საქმე და ოცდაათი წლის განმავლობაში ამით დავკმაყოფილდი. Mea culpa.
იქნებ დროა, ეს დაკარგული წლები ავინაზღაუროთ და საკადრისი პატივი მივაგოთ ტადაში აბეს იმ თვალსაზრისის გამო, რომელსაც ამ სტატიების ახსნის დროს დავესესხები.

ყურადღებით თუ წავიკითხავთ, ტადაში აბეს წიგნებში ჩანს, რომ კაჯოები ილეთები კი არა, არამედ უფრო კატეგორიებია.
პირველი კატეგორია (იკაჯო) მხოლოდ იკიოს არ შეიცავს, როგორც ეს სწრაფი კითხვისას შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს. სინამდვილეში ის ორ ტექნიკურ პრინციპს აერთიანებს: იკიოსა და შიჰო ნაგეს.
აქ ჩნდება შეკითხვა, რატომაა ასოცირებული ეს ორი ტექნიკა?

იკიო უკეს ხელს ზევიდან ქვევით უტრიალებს (უე კარა შიტა მადე), ხოლო შიჰო ნაგე საპირისპირო მხარეს, ქვევიდან ზევით (შიტა კარა უე მადე). აქედან გამომდინარე, უკეს იდაყვი ამ ორ შემთხვევაში მოძრაობს სრულიად სიმეტრიული სახით. ეს სიმეტრია სავსებით ცხადია ო-სენსეის შემდეგ ორ ფოტოზე (არც სიმეტრია გამოგრჩეთ უკეს რეაქციაში):

ეს კავშირი საკმაოდ თვალში საცემია, თუმცა საკმარისია განა კატეგორიის შესაქმნელად მხოლოდ ამ ორი ილეთისთვის?

აქ სხვა რამეა. ლაპარაკია შესვლის კუთხეზე ილეთის დროს: იკიოს შესვლა და შიჰო ნაგეს შესვლა იდენტურ კუთხეს ქმნის, როგორც ეს ფოტოთა გულდასმით დათვალიერებისას ჩანს. ო-სენსეის წინა ფეხი მართლაც გახსნილია ჰიტო ე მის პოზიციაში, 60°-იანი კუთხით, როგორც შიჰო ნაგეს, ისე იკიოს დროს, და ეს ჩვენ კაჯო # 4-ში გავაანალიზეთ. ახლა განვიხილოთ შიჰო ნაგეს მოძრაობის სრული მიმდინარეობა და ვნახოთ, რას მითითებებს იძლევა ო-სენსეი წიგნში „ბუდო“ 1-ლი ფოტოს შემდეგ:

(…) გადადგით ნაბიჯი თქვენ წინ მარცხენა ფეხით (ფოტო 2). შემდეგ შებრუნდით 180°-ით (ფოტო 3)(…).

მე-2 და მე-3 ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ ო-სენსეი მართლაც 180°-ით ტრიალებს.

მაშ რა შეგვიძლია დავასკვნათ თავად ფუძემდებლის მიერ მოწოდებული ამ ზუსტი გეომეტრიული ცნობებიდან?
რა და, რადგანაც შიჰო ნაგეს შესვლის კუთხე იკიოს შესვლის კუთხის იდენტურია და შემდეგ ამას 180°-იანი ბრუნვა მოჰყვება, ლოგიკური შედეგია, რომ შიჰო ნაგე იკიოს საპირისპირო მხარეს მოთავსდეს: ერთი და იმავე ხაზის ორ ბოლოში, რომლის ცენტრიც ტორია.

გამოვსახოთ ჩვენს ნახაზზე ო-სენსეის დგომი მე-3 ფოტოს მიხედვით (წითელი ისარი უკეს ვარდნის მიმართულებას განასახიერებს):

შიჰო ნაგეს ბოლოს ო-სენსეის ტერფები მართლაც ჰიტო ო მიშია (60°) და მათი მიმართულება ზუსტად სიმეტრიულია იკიოს დროს მიღებული მიმართულებისა: მაშასადამე, იკიდო და შიჰო ნაგე დაპირისპირებულია (ანდა გაერთიანებული) ერთ ხაზზე, როგორც საპირისპიროა მათი ბრუნვა საერთო ღერძის გარშემო (საპირისპირო, მაგრამ ურთიერთშემავსებელი).
აი ის სიღრმისეული მიზეზი, რის გამოც იკიო და შიჰო ნაგე ერთ კატეგორიაში ექცევა და ესაა იკაჯო. აი, რატომ შეადგინა ამით ტადაში აბემ თავისი წიგნის პირველი ნაწილი. ამიერიდან შეგვიძლია სრულიად გულდინჯად დავუმატოთ შიჰო ნაგე ჩვენს ნახაზს:

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-5
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)