კაჯო #20

SATO TORRO ROTATAS ROTAS
OPE OPERA RARA
TENE ET A RE ARREPO

მწირ ნიადაგში ვთესავ რკალებს, რომლებიც ერთმანეთზე ტრიალებს,
ვმუშაობ მუხლჩაუხრელად,
შეხედე კარგად, მე შენ ასე გიახლოვდები.
— შარლ კარტინი, ჯადოსნური კვადრატი (სატორის კვადრატის აღწერა)

აქამდე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ეწყობა მრგვალად აიკიდოს ილეთები შიდა და გარე სპირალებზე და როგორ ლაგდება ისინი თავიანთ ადგილებზე ორ-ორად სპირალისა და სფეროს ოთხი დიამეტრის კვეთის წერტილებში. ეს ოთხი დიამეტრი სხვა არაფერია, თუ არა ოთხი დიდი წესი, კანონი და ესენია იპო, ნიპო, სანპო და იონპო.

სისტემა გასაოცრად ზუსტია.
მართლაც, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ვიღაცის მარჯვე გონებას შეუძლია თეორიული სისტემის შექმნა, სადაც ილეთები მუდმივ და სიმეტრიულ კუთხეებზე გეომეტრიული კრიტერიუმებით ერთმანეთს ორ-ორად დაუკავშირდება.

ბოლოს და ბოლოს, იმის დაშვებაც შეიძლება, რომ რომელიღაც არაჩვეულებრივმა გონებამ ამ გეომეტრიული მიმართებების მათემატიკურ კანონებთან დაწყვილება მოახერხა, რომ ამან ლოგარითმული სპირალი წარმოშვა, რომელზეც ილეთები ლაგდება წრიულად.

მაგრამ როგორ დავუშვათ, რომ ასეთი რთული თეორიული მოდელი ამავდროულად ისე მჭიდროდ და სრულყოფილად ერგება ადამიანის სხეულის შესაძლებლობებს, რომ მოძრაობის პრაქტიკული შესრულება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აღწევს სრულ ჰარმონიას, ანუ სრულყოფილებას, თუკი სკრუპულოზურად დავიცავთ შემოთავაზებულ გეგმას? ამ ადეკვატურობაში არის რაღაც, რაც რთული ჩანს აზროვნების ჩვეულებრივი იარაღებით ასახსნელად.

ერთ მაგალითს მოვიხმობ, რის ახსნასაც ახალ ვლამობ, და იმ გამაოგნებელ დაზუსტებებს, რომლებიც მოძრაობისას სხეულის მუშაობას შეეხება და რომლებიც ამ ერთი შეხედვით მწირ სპირალებში იჩენს თავს.

აქამდე იმით დავკმაყოფილდით, რომ ილეთები ინტერსექციებზე განვათავსეთ, ისე, რომ ამ მონიშვნაში მიმართულებებისა და კუთხეების გარდა სხვა არაფერი დაგვინახავს, რაც, ცხადია, თავისთავად უკვე ძალიან საინტერესოა. მაგრამ ამის კეთებისას უყურადღებოდ დავტოვეთ სისტემის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც მაშინ გამოგვრჩა და ამ შეცდომას ახლა გამოვასწორებთ.
მართლაც, სპირალის შინაარსში ერთი დამატებითი ინფორმაციაა, შესანიშნავი ინფორმაცია: ლაპარაკია დისტანციაზე, მააიზე.

მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს ეს: მანძილის მიმართება, რომელიც არსებობს სხეულის რეალობაში, ანუ აიკიდოს მოძრაობაში, საკუთრივ კი ნიკიო ომოტესა და კოტე გაეშის შორის, OA/OB მიმართებას უდრის, ისე, როგორც ეს ზედა ნახაზზეა წარმოდგენილი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ურთიერთშემავსებელ ილეთებში, ნიკიო ომოტესა და კოტე გაეშის დროს, უკე მართლა ჩაგვყავს ძირს იმ მააით, რა მიმართებაცაა ნახაზზე OA და OB სეგმენტებს შორის.

სხვა მაგალითი ავიღოთ: ვიცით, რომ იკიო ურა და გოკიო ომოტე ერთსა და იმავე ხაზზე, ერთი და იმავე მიმართულებით სრულდება. მოძრაობის ფიზიკური, სხეულისმიერი შესრულება, ადასტურებს ამ პუნქტს, მაგრამ ასევე აჩვენებს მათ, ვინც ამ სხეულებრივ შეგრძნებებს და თავისი სხეულის გადაადგილებებს აანალიზებს, რომ შესრულების დისტანცია ცენტრთან მიმართებაში ერთი და იგივე არ არის. ჰოდა ძალიან გასაოცარია, რომ სპირალი ნათლად აჩვენებს ამას. თითქოს იცნობდეს ადამიანის სხეულის აუცილებლობას, ანგარიშს უწევდეს ამას და იკიო ურას და გოკიო ომოტეს ათავსებს იქ, სადაც მათი ყოფნის ერთადერთი შესაძლებლობაა:

მიმართება სპირალის მონახაზსა და ადამიანის ფიზიკურ აუცილებლობას შორის, შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა აქ და არა იქ, რომელიმე სხვა ადგილას, ძალიან თვალში საცემია.
უპირველესად, პრაქტიკული თვალსაზრისით, იმიტომ რომ, ცხადია, ეს გასაოცარი მაჩვენებელია და მოძრაობის იდეალურად შესრულებაში გვშველის.

თუმცა თეორიული თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ, ეს მიმართება შემოწმებულია არა მხოლოდ რამდენიმე ცარლკეულ ილეთზე – ის, რაც შემთხვევითობას შეიძლება მიეწეროს – არამედ პირიქით, შემოწმებულია ყველა ილეთზე გამონაკლისის გარეშე. და ამაში დარწმუნება ვარჯიშის დროს, შემთხვევიდან შემთხვევამდე შეიძლება.

ამ უკანასკნელ აღმოჩენას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოჰყვება ჩვენ თვალწინ არსებული სისტემის ერთიანობის ჭრილში. ლოგარითმული სპირალის ხვეული მართლაც ისეთია, როგორზეც ამბობენ ხოლმე « eadem mutata resurgo », გამოთქმას, რომელიც ასე შეიძლება ითარგმნის: „ჩემი თავის ტოლი, გარდაქმნილი, ისევ აღმოვცენდები“, იმიტომ რომ ლოგარითმული სპირალის წერტილები ერთმანეთის მიმართ ჰომოთეტურია (ბერძნულიდან homo-მსგავსი და thesis-მდგომარეობა), რაც იმას ნიშნავს, მარტივად თუ ვიტყვით, რომ ყველა გეომეტრიული ტრანსფორმაცია შეიძლება გამოიხატოს მათემატიკური შესაბამისობით, ორ ერთ და იმავე ფორმიან და ორიენტაციიან ფიგურას შორის. თანაც სიმეტრიული ფორმა და ორიენტაცია ისინია, რომლებიც ჩვენ ვიპოვეთ აიკიდოს ილეთთა წყვილებში.

რაც შეეხება აიკიდოს, ლოგარითმული სპირალის ამ თავისებურებას, სახელად spira mirabilis-ს, შემდეგი უმნიშვნელოვანესი შედეგი მოაქვს: იკიოს და შიჰო ნაგეს მააის შორის მიმართება იგივეა, რაც მიმართება ნიკიოსა და კოტე გაეშის მააის შორის, რომელიც თავის მხრივ უდროს მააის მიმართებას სანკიოსა და კაიტენ ნაგეს შორის, იგივეა, რაც მიმართება იონკიოსა და ტენჩი ნაგეს მააის შორის, გოკიოსა და ირიმი ნაგეს შორის, იგივე მიმართებაა იკიო ომოტესა და იკიო ურას მააის შორის, რაც უდროს მიმართებას ნიკიო ომოტესა და ნიკიო ურას მააის შორის, სანკიო ომოტესა და სანკიო ურას მააის შორის, იონკიო ომოტესა და იონკიო ურას მააის შორის, გოკიო ომოტესა და გოკიო ურას შორის.

ეს იმას ნიშნავს, რომ აიკიდოს ილეთებს ერთი რამ აერთიანებს, რასაც მათ წარმოშობასა და თვით არსთანა აქვს კავშირი. ეს კავშირი შემოწმებადია გეომეტრიულ ჭრილში და ჩვენებადია მათემატიკური თვალსაზრისით და იგი მათ აწყვილებს. ისინი ერთმანეთს სისხლისმიერი კავშირით უკავშირდებიან და ამიტომაც მიეკუთვნებიან ერთსა და იმავე ოჯახს.

მე მშვენივრად მესმის სირთულე, დარწმუნდე ამგვარ რაღაცეებში მხოლოდ ინტელექტუალური არგუმენტებით.
იმისთვის, რომ მააის ისეთი სათუთი ურთიერთმიმართება ჭეშმარიტებად მივიღოთ, იგი უნდა გამოვცადოთ, შევიგრძნოთ, სხეულით გადავამოწმოთ. როგორც ყველაფერი, რაც ამ კაჯოებშია ახსნილი, უნდა გამოიცადოს ტატამზე, კვალიფიციური მასწავლებლის მეთვალყურეობით, რის გარეშეც ეს ყველაფერი ცარიელ სიტყვებად დარჩება. არ არსებობს ავთენტური ცოდნა, რომელიც გარკვეულ მომენტში, სხეულზე არ გაივლის.
მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი, ვინც ეჭვქვეშ აყენებს იმას, რასაც მე აქ ვამტკიცებ, სრულიად გაუაზრებლად მომაგებს პატივს, რომლის დამსახურებისგანაც მე სინათლის წლები მაშორებს. ეჭვქვეშ დაყენება იმის წარმოდგენას ნიშნავს, რომ მე მარტოს შემძლებია მომეფიქრებინა ეს ურთულესი სისტემა, რომლის ბეჯითად აღწერითაც შემოვიფარგლები აგერ უკვე თვეებია და თან ისე, რომ ვერ ვაღწევ რაიმე მიჯნას, რადგან ეს მიჯნა სულ უკან და უკან იხევს.

ყოველ შემთხვევაში, ამგვარი მიმართების გამომზეურების წყალობით შეიძლება ნელ-ნელა უფრო მეტი სიმწვავით დაიწყოს იმ საკითხის შესწავლა, თუ რა არის ბოლოს და ბოლოს სინამდვილეში ეს რიაის ცნება. სამყარო, რომელშიც ჩვენ შევაბიჯეთ, მართლაც ანტიპოდია იმ სამყაროსი, სადაც წარმოუდგენიათ, რომ მოძრაობები დანათესავებულია იმ გულუბრყვილო საბაბით, რომ მათ ფორმებში რამდენიმე თვალში საცემი მსგავსებაა. ასეთი შედარებები სრულიად გარეგანია, ოდნავ თუ შეეხება საგანთა ზედაპირს და ვერ აღწევს იმ სიღრმისეულ კავშირებამდე, რომლებიც მოძრაობათა ფესვებს შეეხება.

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის ივლისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-20
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)