კაჯო #2

ერთ-ერთი ლექციის დროს ო-სენსეიმ განმარტა, რომ აიკიდოში საჭიროა სამყაროს ყველა ბუნებრივი კანონის ცოდნა და რომ, მაგალითად, უნდა ვიცოდეთ და გამოვიყენოთ დედამიწის ბრუნვის ამბავი.

ვიცით, რომ დედამიწა თავის თავის გარშემო ბრუნავს ღერძზე, რომელიც დაახლოებით 23°-ითაა გადახრილი (და ათასწლეულების მანძილზე ეს ოდნავ ვარირებს).

მაშ მივყვეთ ო-სენსეის მითითებას, ვენდოთ მას, თუნდაც არ ვიცოდეთ, სად მიგვიყვანს ეს და დავატრიალოთ დოსიე #1-ში გამოსახული სურათი იქამდე, ვიდრე დედამიწის გადახრის შესაბამის კუთხეს არ მივიღებთ:

იმ მიზეზთა გამო, რომლებიც მომდევნო სტატიებში ნათლად გამოჩნდება, 23°-იანის ნაცვლად ჩვენ მაინც 30°-იანი კუთხე ავირჩიეთ. შემდეგ ეს კუთხე წრის ორ მართკუთხა დიამეტრად დაყოფილ თითოეულ უბანზე გადავიტანეთ.

ამგვარად გამოსახული ოთხი დიამეტრი რვა მთავარ მიმართულებას განსაზღვრავს, რომელთა საერთო ათვლის წერტილიც წრის შუაგულია.

სიმართლე ითქვას, ეს ფიგურა ცოტა რთული აღსაქმელია, რაკი ის ცოცხალ რასმე გამოსახავს. და ჩვენ ამას დავინახავთ, როცა შესაბამისი დრო მოვა. შევეცადოთ, ეს გეომეტრიული ფორმით გამოვხატოთ, რაც სხვადასხვა მიმართულებების აღქმას გააიოლებს.

აი, სადამდე მივდივართ:

როგორც კი ამ სპირალებს ასე გამოვსახავთ, აღმოჩნდება, რომ ეს ბერნულის სპირალებია.

ბერნულის სპირალებს, სხვაგვარად, spira mirabilis-ს, ერთი შესანიშნავი თვისება აქვს: ჰომოთეტია.

როდესაც ის გადაადგილდება ან იცვლება, ხელახლა მუდამ თავის მსგავსად გამოვლინდება (იმავე მიმართებებით). სწორედ ამ თვისებას გამოხატავს ლათინური გამოთქმა, რომელიც ბერნულიმ თავის საფლავზე ამოატვიფრინა: eadem mutata resurgo.

ეს სპირალი მრავალ ბუნებრივ ფენომენს წარმოშობს, ჩახვეული გალაქტიკებიდან მზესუმზირის ყვავილამდე, ხაჭიჭორასა და ზღვის ზღარბიდან ტროპიკულ ქარიშხლებამდე.

სპირა მირაბილისის ჰომოთეტურობა პითაგორას ერთ გამონათქვამს გვახსენებს:

შენ შეიცნობ, რამდენადაც ეს მოკვდავს ხელეწიფება, რომ ბუნება ყველაფრით ჰგავს თავის თავს.

ოსტატმა უეშიბამ კი თავისი ერთ-ერთი ლექცია შემდეგნაირად დაიწყო:

 სამყარო და ადამიანის სხეული ერთი და იგივეა. თუ ეს არ გვეცოდინება, ვერც აიკის ჩავწვდებით. რადგანაც აიკი სამყაროს ერთიანობის მოძრაობიდან წარმოიქმნება..

ტაკემუსუ აიკი - ტომი III – საფრანგეთის სენაკლის გამომცემლობა

რა უნდა უყოს აიკიდოში მოვარჯიშემ ფუძემდებლის ამგვარ გამონათქვამს?

შეუძლია, რასაკვირველია, ჩარჩოში ჩასვას და თავის ოთახში პითაგორას გამონათქვამის გვერდით ჩამოკიდოს, ან დღეში თორმეტჯერ ხმამაღლა გაიმეოროს ან კიდევ ამაზე ასგვერდიანი დისერტაცია დაწეროს… მაგრამ ვერაფერი ამდაგვარი ხელს ვერ შეუწყობის მისი გონების წინსვლას.

მე თქვენ სულ სხვა გზას გთავაზობთ: ო-სენსეის მიერ ჩვენს გასანათლებლად დატოვებულ გეგმას, რომელიც, რამდენადაც მე ვიცი, ჭეშმარიტად არც არავის აუხსნია დღევანდელ დღემდე.

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის მარტი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

კომენტარები

ნათელია რომ ყველაფერი ჰარმონიულ ბრუნვაზეა აგებული. სამყარო ჰარმონიულად ბრუნავს და მასში არსებული კველა ქმნილება ხილული თუ უხილავი ყველაფერი ბრუნავს.ბრუნვა რომ გაჩერდეს ყველაფერი გაქრება შესაბამისად. რასაც მე ჯერჯერობით ვხედავ აიკიდო "ჰარმონიული ბრუნვაა". გადავდივარ შემდეგ "კაჯოში"

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-2
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)