კაჯო #1

ჩემი ხის წინ ვცხოვრობდი
უდარდელად აქამდე,
ტყუილად გავეცალე,
ზურგი ცუდად ვაქციე.
ჩემი ხის წინ ვცხოვრობდი
უდარდელად აქამდე,
ტყუილად გავეცალე,
და თვალიც მოვაშორე.

ჟორჟ ბრასენსი

ნეტა სამოთხეში ხე არის?

ვუყურებ, როგორ ცხოვრობს თანამედროვე სამყარო, რა სწამთ, რას თამაშობენ, რა ფილმები და რა წიგნები აქვთ. ყველგან სასწაული და ფანტასტიკაა. ბუნებრივიცაა, არა ოდენ პურითა ცხონდეს კაცი, ადამიანმა სული და გონება უნდა გამოიკვებოს. გულსაც თავისი საჭიროებები აქვს.

თუმცა ფანტასტიკა და სასწაული, რომელთაც ჩვენ გვთავაზობენ, პაპიე-მაშესია, ესენი კინოს დეკორაციები, მიმბაძველობა და ტრანსცენდენტური რეალობების კარიკატურაა, რაც სამყაროს ქარგას შეადგენს.

არადა ფანტასტიკა და სასწაული არსებობს, ისინი აქვეა, სულ ახლოს, სულ ნამდვილები და ამ სამყაროსკენ სავალი გზა სულაც არაა ჩაკეტილი კაცთათვის.
სწორედ მათკენ გაძღოლას გთავაზობთ.
მაგრამ ბრმა ნდობას სულაც არა გთხოვთ. პირიქით, მოგიწოდებთ, არ დაეთანხმოთ იმას, რასაც ადამიანის გონების შუქი ვერ გაანათებს და აჩვენებს. რადგან ადამიანის გონება - რაკი იგი სამყაროს გარეთ არ არსებობს - ამ სამყაროს ლეგიტიმური საზომია და მას ძალუძს ჩასწვდეს იმ წერტილამდე, სადაც მისი საძიებო ველის ბუნებრივი საზღვარი გადის.

ანუ ერთგვარ დიდ თამაშს გთავაზობთ.
ეპიზოდებიან თამაშს.
გარკვეულწილად ფაზლისმაგვარ თამაშს.
თამაშს, რომელსაც თქვენთან ერთად ვიწყებ 2012 წლის 23 თებერვალს, იმიტომ რომ ჩემამდე არავის დაუწყია ეს. ასეა და ბედისწერის გზანი შეუცნობელ არს.
თამაშს, რომელიც ჩემ მერე არ შეწყდება, რადგან ეს არ არის ერთი კაცის თამაში.
თამაშს, რომელიც მათ, ვინც თანახმაა კვალდაკვალ წამომყვეს, წარუძღვება იმ გზებისა და იმ ადგილებისაკენ, რომელთა არსებობის შესახებ, ჩემი აზრით, მათ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არა აქვთ.
თამაშს, რომელიც ურწმუნობასა და წინააღმდეგობას გამოიწვევს. გზა არ იქნება იოლი, შეკითხვები გაჩნდება მრავლად და, ცხადია, ყველა მათგანზე პასუხი მე არ მექნება.
მაგრამ თამაშს, რომლის დაუდგრომელი ლოგიკა თავად ილაპარაკებს თავის თავზე და არ იქნება საჭირო მისი სახლით ლაპარაკი. თამაშს, რომელიც ბოლოს და ბოლოს თავის ადგილას დაალაგებს ყველაფერს აუცილებლად.
ეს თამაში ბავშვის ტიტინის რანგში გადაიყვანს იმ ინტერპრეტაციებს, რომლებიც აიკიდოს შესახებ გაკეთდა მას შემდეგ, რაც მორიჰეი უეშიბას ხმა მიწყდა.
თამაშს, რომელიც მზესავით გაანათებს, ჩამქრალ ენთუზიაზმს გააცოცხლებს, ყველა ეჭვს მოსპობს და ყველა იმათ ყველა ძალისხმევას გაამართლებს, რომელთაც ალალი გულით წლების განმავლობაში ეძიეს ო-სენსეის მიერ ნაჩვენებ გზაზე.

მე თქვენ აიკიდოს დიდ თამაშს გთავაზობთ.

თუმცა არ იფიქროთ, რომ აქ ლაპარაკია აიკიდოზე იმ კუთხით, რა კუთხითაც ო-სენსეიმ დახვეწა ის, აქ ლაპარაკია აიკიდოზე, რომელიც დასაბამიდან მარადისობაში არსებობს და როგორიც ის ფუძემდებელმა იხილა, ვისი მისიაც სწორედ ამისათვის საფარველის ახდა და ჩვენთვის ხილულად ქცევა იყო, ათასწლეულების შემდგომ, სადაც ის მტვერსა და ადამიანთა ისტორიაში ჩაფლული ინახებოდა.

დავიწყოთ ეს გრძელი მოგზაურობა ერთი მარტივი სურათით და შევთხოვოთ უფალს, მეტისმეტად აჩქარებული მკითხველის თვალში, გიჟების თავშესაფარში გამოსაკეტებად არ გამოვჩნდეთ.

საჭირო იქნება დრო, მოთმინება, კეთილი ნება და თავმდაბლობაც. ჯერ არაფერი მიღწეული არ არის, მაგრამ ჰორიზონტი როგორც იქნა თავისუფალია. Longo maï !

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის მარტი.

კომენტარები

მე თანახმა ვარ ვითამაშო და ფეხდაფეხ შევიმეცნო ის რაც იპოვეს და სამწუხაროდ მისი სიღრმე ფარდის მიღმა რჩება და მხოლოდ მის ვიზუალურ ზედაპირულ ფორმით მოგვხიბლეს :)

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-1?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)