კაჯო #18

1 - ომოტეს ნახევარსფერო

ფოტო 1, ტორის მარჯვენა ტერფი იკიო ომოტეს დგომშია.
ფოტო 2, ტორის მარჯვენა ტერფი გოკიო ომოტეს დგომშია, წინა დგომისაგან 180°-ით.

კაჯოთა შესწავლამ შემდეგ აღმოჩენამდე (სხვებს შორის) მიგვიყვანა: 180°-იანი კუთხე, რომელიც ზედა ფოტოებს 1-ს და 2-ს ყოფს, ნახევარსფეროს წარმოადგენს, რომელშიც თავსდება გაუძრავების ხუთი ილეთი, რომელთაც ომოტეს ვუწოდებთ. იკიოდან გოკიომდე ზუსტი განლაგება წრეზე წინა ფეხის რკალური გადაადგილებით ხდება 0°-დან 180°-მდე. ამ ნახევარწრეზე კუთხეები ერთიმეორის მიყოლებით განსაზღვრავს ილეთების მიმართულებებს:

მნიშვნელოვანია: მარჯვენა ფეხის მიერ იკიო ომოტედან გოკიო ომოტემდე განვლილ გზას ეწოდება ტაი ნო ჰენკა. ამას ოდნავ ქვევით გავიგებთ.

უფრო გასარჩევი რომ გავხადოთ, ეს ნახევარსფერო ჩვენს თვალსაჩინოების ნახაზში ჩავსვათ და გავანაცრისფროთ შესაბამისი ნახევარსფერო, რომელიც ილეთების ომოტე ვარიანტებს არ მოიცავს:

2 - ურას ნახევარსფერო

ფოტო 1, ტორის მარჯვენა ტერფი იკიო ურას დგომშია.
ფოტო 2, ტორის მარჯვენა ტერფი გოკიო ურას დგომშია.

კაჯოთა კვლევის შედეგად უკვე ვიცით, რომ ურა ომოტეს მეორე მხარეა და რომ ომოტეს ნახევარსფეროს ყველა გაუძრავებას აბსოლუტურად სიმეტრიულად პასუხობს ურას ნახევარსფერო, რომელსაც შემდეგნაირად გამოვსახავთ:

მნიშვნელოვანია: მარჯვენა ფეხის მიერ იკიო ურადან გოკიო ურამდე განვლილ გზასაც ეწოდება ტაი ნო ჰენკა.

სხვათა შორის სწორედ ამ ტაი ნო ჰენკაზე ფიქრობენ ზოგადად, სწორედ მას იმეორებენ ყოველი გაკვეთილის დასაწყისში, რაც უკეს ზურგსუკან გასვლაში მდგომარეობს და რომელიც ილეთების ურა გაუძრავების გასაღებია. მაგრამ გადაადგილება, რომელიც ზევით ვნახეთ ომოტეს სფეროში, იგივეა ყველა პუნქტის მიხედვით. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ ეს იძლევა ილეთების შესრულების საშუალებას ნახევარსფეროში, რომელის უკეს მუცლის პრექციაშია.
და დავრჩებით ომოტეს ნახევარსფეროში თუ შევალთ ურას ნახევარსფეროში, მხოლოდ უკანა ფეხით წინისკენ გადადგმულ საწყის ნაბიჯზეა დამოკიდებული უკეს ზურგს უკან როტაციის დაწყებამდე.

არავის გამოეპარება, რომ ამ კაჯო #18-ში ერთი და იგივე ფოტო როგორც გოკიო ომოტეს, ისე იკიო ურას გვიჩვენებს. რა შინაარსი უნდა ჰქონდეს ამას?
რომ გავიგოთ ურთიერთკავშირი ომოტეს და ურას ორ ნახევარსფეროს შორის გადაადგილების თვალსაზრისით, უნდა გავიხსენოთ ის საკვირველი აღმოჩენა, რომელიც კაჯო #13-ში გავაკეთეთ და იქიდანვე გამოვიდეთ: გოკიო და იკიო ორი სხვადასხვა კუთხიდან, ორი საპირისპირო 180°-იანი მხრიდან დანახული ერთი და იგივე ილეთია.
თუ იკიო ომოტედან 180°-ით მდებარეობს გოკიო ომოტე, და ამავე დროს იკიო ომოტედან 180°-ით მდებარეობს იკიო ურა, და თუ ტრიალის მიმართულება იგივეა (უე კარა შიტა მადე), ეს იმას ნიშნავს, რომ გოკიო ომოტე და იკიო ურა ერთი და იგივეა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სინამდვილეში არც იკიო არსებობს და არც გოკიო, არსებობს იპო, პირველი წესი, კანონი. გოკიო ომოტე და იკიო ურა გადაადგილებების საჭიროებიდან გამომდინარე, ტყუპისცალი მოძრაობებია.
ერთადერთი რამ, რაც მათ განასხვავებს, თუმცაღა ეს ფუნდამენტურია, ტაი ნო ჰენკას ბუნებაა, რომელსაც, დაწყებულს უკეს ზურგსუკან, იკიო ურა დასაწყისიდანვე გადაჰყავს ურას ნახევარსფეროში, მაშინ როცა უკეს „წინ“ შეჩერებული, გოკიო ომოტეს ომოტეს სფეროს უკიდურეს ზღვართან ტოვებს. ამ მოძრაობებს ერთმანეთისგან სულ რაღაც სიგარეტის ქაღალდის სისქე ყოფს.

ამ დაზუსტების შემდეგ უკეთ გვესმის ის გაუგებრობა, რომლის გამოც გოკიო ომოტეს თანამედროვე აიკიდო ურა ფორმასთან აიგივებს. ამ აღრევის მიზეზი იკიო ურასთან სიახლოვე გახდა.

ახლა ჩვენს თვალსაჩინოების ნახაზში ურა ნახევარსფერო ჩავსვათ, როგორც ეს ომოტეს ნახევარსფეროს შემთხვევაში გავაკეთეთ:

ომოტესა და ურას ორი სფეროს გაერთიანება გვაძლევს შემდეგ ნახაზს, სადაც გრადუსები არა უკეს შეტევის პოლარული ღერძიდან, არამედ უკვე როპოს გასაღების მიხედვითაა გამოთვლილი:

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-18
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)