კაჯო #13

კაჯო #12-ში იმაზე შევჩერდით, რომ სამი ფუნდამენტური ღერძი არსებობს: იკაჯო, ნიკაჯო და სანკაჯო და, ჩვენი კვლევის დასაწყისიდან მოყოლებული, აიკიდოს ჩვენ მიერ განხილული ყველა ილეთი ორ-ორად და 180°-იანი კუთხით თავსდებოდა ამ ხაზებსა და ამ ღერძების გადამკვეთ სპირალებზე. ახლა ორი დაკვირვება უნდა წარგვიძღვეს იმ გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვიძევს.
ერთი მხრივ, აიკიდოს ბევრი ილეთი ჯერ არ განგვიხილავს და არც კი გვიხსენებია.
მეორე მხრივ, ტადაში აბე თავის წიგნში ამბობს, კაჯოები სულ ხუთი ცალია და არა მხოლოდ სამიო.

ვნახოთ, რა შესაძლო ტექნიკურ განმარტებას მოგვიტანს შექმნილ ვითარებაში გოკიო.


1


2

ქვევით, ბუდოს ორ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ო-სენსეი უკეს უკან შესვლის შემდეგ ირიმი-ტენკანის გადაადგილების წყალობით 180°-ით ტრიალდება, რათა ამ უკანასკნელს წონასწორობა წინ და მარჯვნივ დააკარგვინოს.

ამ კუთხის შემოწმება ბუდოდან ამოღებულ ქვედა ორ ფოტოზეც შეიძლება:


1


2

1 - უკანა პლანზე მდებარე კარის ჩარჩო კარგი ათვლის წერტილია, რომელიც ადასტურებს, რომ უკე წონასწორობას აშკარად წინისკენ კარგავს.

2 - ო-სენსეის მდებარეობა ტატამის ხაზს მიღმა, მაშინ, როცა უკე ტატამის ხაზს აქეთ დგას, გვიჩვენებს, რომ ეს უკანასკნელი წონასწორობას კარგავს და ძირს წინ და მარჯვნივ ჩადის.

3 - ო-სენსეი უკეს ვერ წამოიყვანდა წინ, პირდაპირ, მისი საყრდენი ფეხის ღერძზე ისე, რომ მის ძალასთან კონფლიქტში არ შესულიყო.

ახლა, როცა ეს მიმართულებაც დავადგინეთ, შეგვიძლია იგი ნახაზზე დავიტანოთ:

თვალნათლივ ვხედავთ, რომ გოკიოს კუთხე ამავდროულად შიჰო ნაგეს და იკიო ურას კუთხეცაა, ანუ იკიო ომოტეს 180°-იანი კუთხის სიმეტრიულია (შდრ. კაჯო #4).

ამ ორი ილეთის ვიზუალური შედარება არა მხოლოდ ამ კუთხეს დაადასტურებს, არამედ ურთიერთშემავსებელ შესანიშნავ ელემენტებსაც მოგვიტანს:

გოკიო ომოტე

მაჯას ევლება წინამხრის სუპინაციის ქვევიდან

მოძრაობა ზევიდან ქვევით
(უე კარა შიტა მადე)

ტენკანი

იკიო ომოტე

მაჯას ევლება წინამხრის სუპინაციის ქვევიდან

მოძრაობა ქვევიდან ზევით
(შიტა კარა უე მადე)

ირიმი

ფოტოები 2 და 2’ ერთსა და მეორე მხარეს იკაჯოს სიმეტრიის ღერძის სიმეტრიულებია.

ფოტოები 2 და 3’ აბსოლუტურად ერთნაირ შედეგს გვიჩვენებს უკესთვის გაკეთებული გოკიოსა და იკიოს მოძრაობების დროს.
ჩვენ აქ ერთ მახასიათებელს ვხედავთ, რაც მხოლოდ იკიოს ეკუთვნის: უკეს ხელი სწორი კუთხითაა, იატაკის პარალელურია და გაჭიმულია. იკიოს ეს თავისებურება, როგორც ვნახეთ, არც ნიკიოშია და არც სანკიოში და კიდევ უფრო ნაკლებად იონკიოში, როგორც ამას მომდევნო კაჯოებში დავინახავთ. უკეს ხელი ასე მხოლოდ იკიოსა და გოკიოს დროს კონტროლდება.

ამას ჩვენ უცნაურ აღმოჩენამდე მივყავართ, რომ იკიო ომოტე და გოკიო ომოტე არაა განსხვავებული ილეთები, ისინი ერთი და იმავე ტექნიკის ორი ასპექტია, როგორც ქაღალდის ფურცლის წაღმა და უკუღმა მხარეები. და ყველას ესმის, რომ მონეტა, თუ მას ზედა და ქვედა მხარეები აქვს, ის მაინც ერთ მონეტად რჩება.

გვაქვს კი რამე დამატებითი მაჩვენებელი, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებდა ჩვენს ახლახანს გაკეთებულ აღმოჩენას?

დიახ, არსებობს შესანიშნავი დასტური ამისა.
ესაა ო-სენსეისეული კომენტარი გოკიოს ფოტოების თაობაზე.
მართლაც, თავის ტექნიკურ განმარტებას უკეს შესახებ იგი ასე ამთავრებს:

(…) და ჩაიყვანეთ ძირს გაუძრავებით ნომერი ერთი.

ეს თარგმანი მე მეკუთვნის Kodansha International-ის გამოცემის ინგლისური ვერსიიდან:

(…) and bring him down with Pin Number One.

ამ ფრაზის ბოლოს მთარგმნელის პატარა შენიშვნაა (27), რასაც პიკანტურობა არ აკლის და რომელსაც ასევე ვთარგმნი მე:

აქ აღწერილ ილეთს თანამედროვე აიკიდოში გაუძრავება ნომერი ხუთი ეწოდება.

:-)

Go, რასაკვირველია, ხუთია. მაშასადამე, გოკიო მეხუთე გაუძრავება გამოდის … იოლია... რა თქმა უნდა.

შეკითხვა: აბა რატომ წერს ო-სენსეი გოკიოზე ლაპარაკისას გაუძრავება ნომერი ერთიო? (და ის ამას არაერთხელ წერს თავის წიგნში, რაც ტიპოგრაფიულ შეცდომას თავისთავად გამორიცხავს)
ნუთუ მან, სკიპტრიანმა სწავლულმა, ვინც ახალგაზრდობაში კალკულატორზე უფრო სწრაფად ითვლიდა ყველაფერს და სორობანით - საანგარიშოთი - თვლას ასწავლიდა სხვას, თვითონ თვლა არ იცოდა ხუთამდე?
ან იქნებ რაიმე მიზეზი არსებობს, რომელსაც თანამედროვე აიკიდოს გამჭრიახობამ ვერ ახადა ფარდა?

თუ იკიო ომოტე და გოკიო ომოტე ერთი და იგივე რამეა, რაც, ვგონებ, ცხადად გამოჩნდა ახლა, მაშინ სავსებით ბუნებრივია, ფუძემდებელს ამ ორი მოძრაობისთვის ერთი სახელი ეწოდებინა, რადგან ერთსა და იმავე რამეზე ლაპარაკობენ და სახელსაც ერთს იყენებენ.
ო-სენსეი არ ამბობდა, „გაუძრავება ნომერი ხუთიო“, რომ ამით ეს ილეთი „გაუძრავება ნომერი ერთისგან“ გამოერჩია, რადგან მისთვის ამ ორ მოძრაობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არც არსებობდა. ამ ორი ილეთის აღსანიშნავად ის უბრალოდ ამბობდა „გაუძრავება ნომერი ერთიო“.

ამიერიდან შევთანხმდით და ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, მაგრამ ცოტა თხრა მაინც განვაგრძოთ კიდევ... ვინ იცის.
ეს ტერმინი, „გაუძრავება ნომერი ერთი“, სხვა არაფერია, თუ არა ბუდოს რინჯირო შირატასეული თარგმანი ინგლისურიდან, ვისაც ჯონ სტივენსი ეხმარებოდა … ბოდიში, ცხადია, მინდოდა მეთქვა, ჯონ სტივენსისეული თარგმანი, რომელსაც რინჯირო შირატა ეხმარებოდა-მეთქი… შეგვიძლია, ვენდოთ ამ თარგმანს? უჭოჭმანოდ შეგვიძლია მივიღოთ ტერმინ „გაუძრავების“ რაობა?

აი დედანი ტექსტის ნაწყვეტი გოკიოს თაობაზე, რაც ამაზე აზრის შექმნაში დაგვეხმარება:

ფუძემდებლის მიერ თავის წიგნში გამოყენებული და ცისფერი ისრით გამოყოფილი იდეოგრამა შემდეგია:

რაც იკითხება, როგორც „ჰო“ და სინამდვილეში დაკავებას, მტკიცედ ჭერას ნიშნავს.

გამოთქმა:

მართლაც შეიძლება ნიშანვდეს პირველ კონტროლს, როგორც ეს ინგლისურადაა ნათარგმნი. და ამ შემთხვევაში სავსებით გასაგებია, რომ ფუძემდებელი, რომელიც ერთსა და იმავე კონტროლს ხედავდა იკიოსა და გოკიოში, ორივე მოძრაობა ერთი ტერმინით მოეხსენიებინა, „პირველი კონტროლით“.

მაგრამ ეს ახსნა, თუკი ის სოწრია, რეალობის მხოლოდ პირველ საფეხურზეა ასე.

მართლაც, ამავე იდეოგრამას მეორე მნიშვნელობაცა აქვს, ისეთივე ძლიერი და ხმარებული, როგორც პირველი და ნიშნავს კანონს.
როგორც ჩანს, ამ კაჯოების შესწავლით აიკიდოს ორგანიზაციის გარკვეულ კანონებზე მოგვიხვდა ხელი და სწორედ კანონი, პირველი კანონი აგვარებს იმ ამბავს, რომ იკიო და გოკიო ერთსა და იმავე ხაზზეა (იკაჯო) და, ცენტრის მიმართ ისინი ერთი რეალობის ორი 180°-იანი ასპექტია.

ასეთ შემთხვევაში სულ არაა გასაკვირი, რომ ჩვეულებრივ, ო-სენსეი ერთ გამოთქმას იყენებდა, პირველ კანონს:

და ამით ლაპარაკობდა ერთდროულად იკიო ომოტესა და გოკიო ომოტეზე, ერთზეც და მეორეზეც, ანდა, უფრო ზუსტად, ეს ნიშნავდა, რომ ეს ორი რამ ერთი და იგივეა.
რადგანაც იაპონიაში ბოლომდე არავის ესმოდა ეს ერთობა, ჰარმონიის ურთიერთკავშირი და ის აზრი, რომელიც სიტყვა „კანონის“ უკან შეიძლება დაფარულიყო, მოწაფეების ბუნებრივი და, ო-სენსეის გარდაცვალების შემდგომ, უკვე ოფიციალური თარგმანით ეს ცნება „პირველ კონტროლად“ გადაიქცა. სირთულე ისაა, რომ ამ პირველ კონტროლს მათ გონებაში მხოლოდ იკიო წარმოადგენდა. მოვარჯიშეები, რომელთაც იკიოსა და გოკიოს იდენტურობის ცოდნა დაკარგული ჰქონდათ, აქედან დაასკვნეს, რომ გოკიო სხვა, იკიოსგან განსხვავებული გაუძრავება იყო და, ლოგიკურად აღარ შეიძლებოდა, რომ ისიც პირველი გაუძრავება ყოფილიყო. ასე გახდა გოკიო მეხუთე გაუძრავება.
იმას, რაც იყო ერთი და იგივე რამ, თანამედროვე აიკიდო ასწავლიდა, როგორც ორ სხვადასხვა რამეს. აქედან მოდის მთარგმნელის შენიშვნაც - საყოველთაო ვერგაგების ანარეკლი.

მაგრამ აქ არ მთავრდება. კიდევ უფრო განსაცვიფრებელი რაღაცეები ირკვევა.

„იჩი ჰო“ ასე არ წამოითქმის იაპონურად, იგი იკუმშება და ისმის „იპპო“.
ისე ხდება, რომ „იპპო“ შემდეგი გამოთქმის წარმოთქმა გახლავთ:

ძალიან საინტერესოა, ჩვენ აქ ვხვდებით იდეოგრამას (ჰო)

იგი ჩვენთვის ნაცნობია, მას უკვე შევხვედრივართ, ალბათ გახსოვთ. სწორედ ის გამოიყენება გამოთქმაში „როპპო“ (ექვსი მიმართულება), რომელიც კამაეს შესახებ კაჯო # 3-ში განვმარტეთ. აქედან გამომდინარე, „იპპოს“ თარგმანი გამოდის: პირველი მიმართულება. აქ კი ღრმა აზრი ძევს, რადგან პირველი კანონი მუშაობის პირველ მიმართულებას აღნიშნავს: იკიოს ღერძი –●– შიჰო ნაგე ან იკაჯო, როგორც ამას ტადაში აბე ასწავლიდა.

ასე და ამგვარად მივადექით ცოტა არ იყოს დამბნევ, მაგრამ ისეთ აღმოჩენას, რომელსაც ვერსად წავუვალთ: ერთსა და იმავე ფონეტიკურ გამოთქმას „იპპო“ იაპონურში სამი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს:

პირველი კონტროლი
პირველი კანონი
პირველი მიმართულება

ეს შეიძლება გასართობი და სასაცილო ყოფილიყო, მაგრამ აიკიდოში ეს კავშირი სულ სხვა განზომილებას იძენს. რადგან მნიშვნელობები ერთმანეთს არ კი გამორიცხავს, არამედ პირიქით, ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, ავსებს და თავიანთი ჰარმონიით უზენაესი ჭეშმარიტების სადარ აღწერილობაში მონაწილეობს.

ამ ყველაფრის დასკვნა გასაკვირია, მაგრამ გვაგებინებს, თუ საიდან წარმოიშობა ხოლმე ინტერპრეტაციის შეცდომები. და ეს ასე ხდებოდა: როდესაც ო-სენსეი „იპპოს“ ამბობდა, ვერც ერთი მოწაფე დანამდვილებით ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა ფუძემდებელი, პირველ კონტროლს, პირველ კანონს თუ პირველ მიმართულებას, იმიტომ რომ წარმოთქმა ერთნაირი იყო.

პირველი კანონი და პირველი მიმართულება აბსტრაქტული და ჰერმეტული გამოთქმები იყო ახალგაზრდა მოვარჯიშეთათვის. წამით წარმოიდგინეთ, რას გაიგებდნენ მოწაფეები, თუ თანამედროვე აიკიდოს ფედერალური დოჯოს რომელიმე მასწავლებელი გოკიოს უცებ ასე აუხსნიდა მათ: „ჩაიყვანეთ უკე ძირს პირველი კანონის მიხედვით!“ ო-სენსეის მოწაფეებს ჩვევით ესმოდათ ის, რისი გაგებაც შეეძლოთ, ესე იგი პირველი კონტროლი, სხვაგვარად, იკიო, სუფთად ტექნიკური, ძალიან კონკრეტული და შედარებით ხელმისაწვდომი ცნება. ღრმა აზრი სწორედ ასე სწრაფად დაიკარგა თვალთახედვიდან და დაფარულ მნიშვნელობად იქცა.

ო-სენსეის ხელოვნების ამ მეტამორფოზის ალქიმია იმსახურებს იმას, რომ წამით შევჩერდეთ და ჩავუფიქრდეთ ცოტა. თუმცა ერთი რამ ცხადია, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ნელი წინსვლისთვის - ვიცით, სად ჩავსვათ გოკიო ომოტე ჩვენს თვალსაჩინოების ნახაზზე. რადგან ერთადერთი რამ, რაც ჩვენ წინ მიგვიძღვის და გვაინტერესებს, ერთადერთი რამ, რაც მუშაობის სურვილს გვიღვივებს, სულაც არაა თანამედროვე აიკიდო, ეს ო-სენსეის აიკიდოა, God bless him :

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის მაისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-13
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)