კაჯო #10

ბუდოს ტექნიკური ნაწილის შესავალში ო-სენსეი აიკიდოს საფუძველს გვიჩვენებს: გდომსა და გადაადგილებებს. დგომის საკითხი კაჯო #3-ში განვიხილეთ. ახლა გადაადგილებები ვნახოთ. ისინი ორია:

1 ირიმი-ტენკანი

2 ტაი ნო ჰენკა

ფოტო 1-ზე ჩანს, რომ საკმარისი იყო, ო-სენსეის გაეგრძელებინა სხეულის ბრუნვა და მარჯვენა ფეხის უკან გატანა, რომ ფოტო 2-ზე გამოსახულ პოზიციაში აღმოჩენილიყო.
რა აზრი გამოგვაქვს ამ დაკვირვებიდან? ის, რომ ტაი ნო ჰენკა ირიმი-ტენკანის შედეგი და მისი გაგრძელებაა და პირუკუ, რომ ირიმი-ტენკანი მხოლოდ და მხოლოდ ტაი ნო ჰენკას დასაწყისი და მისი არასრული სახეა. ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს.

ეს იმ პრინციპს ექვემდებარება, რომელიც ამბობს, რომ ორი ერთის გაყოფით მიიღება. როდესაც ერთი თავდაპირველად ჩნდება, ის ამას ინისა და იანის სახით აკეთებს, რომლებიც ჯერ არა ფორმები, არამედ შესაქმის ძალები უფროა. ამ ძალების ჰარმონიული კავშირიდან ჩნდება შემდეგ პირველი თვალხილული ფორმა, რომელიც დუალობიდან წარმოიშვება. გადაადგილება (ირიმი-ტენკანი/ტაი ნო ჰენკა) აიკიდოს შემთხვევაში ამ ორი ძალის, ინი/იანის შესატყვისობაა. თუმცა პრინციპი, რომელიც გადაადგილების თავი და თავია, მაინც ერთია: იგივე ბრუნვაა საკუთარი ცენტრალური ღერძის გარშემო, რომელიც როგორც ირიმი-ტენკანს, ისე ტაი ნო ჰენკას წარმოშობს.
ინისა და იანის უსაზღვრო კომბიანციათაგან ხილულ საგანთა უთვალავი რაოდენობა წარმოიქმნება. ასევე, ირიმი-ტენკანისა და ტაი ნო ჰენკას უსაზღვრო კომბიანციათაგან აიკიდოს ილეთთა უთვალავი რაოდენობა წარმოიშვება.
აი, რატომ გამოაკრა ო-სენსეიმ აიკიკაი სო ჰომბუს შესასვლელში 1931 წელს:

ყოველდღიური ვარჯიში ტაი ნო ჰენკათი იწყება.

აი, რატომ უნდა დაიწყოს აიკიდოს ყველა გაკვეთილი ტაი ნო ჰენკათი.

ფუძემდებელი განმარტავს და ამის შემოწმება ქვემოთ, ფოტო 2-ზეც შეიძლება, რომ ტაი ნო ჰენკა წინა ფეხით დიდ ნახევარწრეზე შემოტრიალებით სრულდება. ნახევარწრე 180°-იან ბრუნს ნიშნავს. რაკი ტორი თავისი თავდაპირველი მიმართულებიდან 180°-ით ტრიალდება, ლოგიკას მოკლებული არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ ამგვარად შესრულებული ყველა ილეთი ავტომატურად 180°-ით იქნება შებრუნებული ყველა იმ ილეთიდან, რომლებიც საწყისი მიმართულებით სრულდება.
გვაქვს კი ო-სენსეის ფოტოგრაფიული მასალები, რომლებიც ამ ჰიპოთეზას დაადასტურებდა?
დიახ, მომდევნო ფოტოებზე მკაფიოდ ჩანს, რომ ტაი ნო ჰენკა სუვარი ვაზაშიც ისევე შეიძლება შესრულდეს, როგორც ტაჩი ვაზაში:

შომენ უჩი იკიო ომოტე

1

2

3

შომენ უჩი იკიო ურა

1'

2'

3'

4'

ნათლად ჩანს, რომ ო-სენსეის ტაი ნო ჰენკა მის 180°-იან სამუშაო მიმართულებას ცვლის. იკიო ომოტე იკიო ურას საპირისპირო მხარესაა. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია, როდესაც ამ ორ საბოლოო გაუძრავებას ერთმანეთს ვადარებთ (ფოტოები 3 და 4’).
ეს ამბავი საშუალებას გვაძლევს სქემაზე დავიტანოთ შომენ უჩის შეტევიდან შესრულებული იკიო ურას გადაადგილება:

1/ მარჯვენა ფეხი პირველი 60°-იანი კუთხით იხსნება
2/ მარცხენა ფეხი წინ მიდის და საყრდენს უკეს ფეხთან, ოდნავ გვერდიდან პოულობს
3/ მარჯვენა ფეხი მარცხენის გარშემო იქამდე ბრუნავს, ვიდრე საწყისი პოზიციიდან 180°-ს არ მიაღწევს.

გამოდის, რომ უკეს კონტროლი იკიო ომოტეს 23°-იანი კუთხის სიმეტრიული (180°-იანი) კუთხით სრულდება (შდრ. კაჯო #4).

შეგვიძლია იკიო ურა ჩვენს თვალსაჩინოების ნახაზს დავუმატოთ:

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის მაისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-10
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)