ჯუსან ნო ჯო : თვლები 1 და 2

თუკი ჯუსან ნო ჯოს პირველი თვლა ძუკია, რომელიც მოწინააღმდეგეს სრულად განმსჭვალავს, მაშინ შუბის წვეტი აუცილებლად უნდა გამოვიდეს მისი სხეულიდან, რათა მომდევნო თვლაზე ჯოდან გაეში გახდეს შესაძლებელი. იმისათვის, რომ შუბისპირი მოწინააღმდეგის სხეულდან გამოვიდეს, სრულიად აუცილებელია, რომ უკე ჯოს ჰქონდეს დრო უკან გასაწევად. სწორედ ეს უკან გაწევის დრო არის მინიშნებული სუბურში ძუკი ჯოდან გაეში და სწორედ მაშინ ვგებულობთ, თუ რას შეესაბამება იგი და რა არის მისი არსებობის მიზეზი.

თუმცა ჯუსან ნო ჯოს პირველ ორ თვლაში ამის საპირისპირო მითითება არის მოცემული, რომ არ უნდა შესრულდეს უკან გაწევის ეს თვლა, როგორც ვნახეთ ეს სტატიაში "მეთოდის მიღმა #96". მაგრამ თუკი ამ თვლის შესრულება არ არის საჭირო, გამოდის, რომ უკვე ვეღარ ვჩხვლეტთ იმ განზრახვით, რომ უჩი ჯოს სხეული სრულად განვმსჭვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე თვლა, ისე როგორც კატაში სრულდება ეს, შეუძლებელი გახდებოდა. ლოგიკური დასკვნა გახლავთ, რომ, თუ საბაზო სავარჯიშოში მოცემულ მითითებებს მივენდობით, ჯუსან ნო ჯოს პირველი თვლა უჩის სხეულის სრული და სწორხაზოვანი განმსჭვალვა არ გახლავთ. ის უფრო დარტყმასთან ნარევი ძუკია, რომელიც მხოლოდ ჭრის უჩის ყელსა თუ იღლიას და, ამგვარად, ჯოდან გაეშით მყისიერი ტრიალის გაგრძელების საშუალებას იძლევა ისე, რომ საკუთარი სხეულის უკან გამოწევა არ გახდეს აუცილებელი.

ფილიპ ვოარინო, 2018 ივნისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/jusan-no-jo-tvlebi-1-da-2
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)