ჯუსან ნო ჯო : მტკიცებულების განადგურება

სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 434-4 სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს სამხილთა და მტკიცებულებათა განადგურებისა თუ იმგვარი დამახინჯებისათვის, როგორიც დაბრკოლებას უქმნის ჭეშმარიტების დადგენას.

როგორც ჩანს, ეს ტექსტი არ ვრცელდება აიკიდოს სფეროში, სადაც წესად სრული დაუსჯელობა სუფევს. თითოეულ მასწავლებელს თავისი პატარ-პატარა ცვლილებები შეაქვს, დღეს კი იმდენი მასწავლებელია, რომ აიკიდოდან იმდენვე რჩება, რამდენიც პირანიებს შორის ჩავარდნილი ხარისგან დარჩებოდა.

ჯოზე დარტყმა ჯუსან ნო ჯოს დასაწყისში კარგი მაგალითია გამარტივებისა, რომელიც იმ ყველაფრის ამოღებასა თუ გადაკეთებაში მდგომარეობს, რაც რაიმე სირთულეს ქმნის. სიმართლეა, რომ ეს რთული და კონტრ-ინტუიციური დარტყმა სრულიად შეუფერებელი ჩანს იმ კონტექტსის მიხედვით, რომელშიც წარმოდგენილია იგი მეთოდში. მით უფრო, რომ დარტყმის ეს თვლა 13 თვლიან ჯუსან ნო კატაში არ არის გათვალისწინებული. ამიტომაც იმაზე მეტი საცდური რა გნებავთ, ვიდრე ამ ხელისშემშლელი და ზედმეტი ელემენტის ამოშანთვაა?

დღეს ასეთი გახლავთ ტენდენცია სკოლებში, რომლებიც ტაკემუსუობას იჩემებს: დარტყმა ჯოზე, მე-3 დანამატ თვლაზე, აღარ ისწავლება და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ისევე აღარ ეცოდინება არავის, რომ საიტო სენსეი ასწავლიდა ამას, როგორც დღეს აღარ იცის არავინ, რას ემსახურებოდა თავის დროზე ერთ ხაზზე ჩამწკრივებული მენჰირები.

მაგრამ რა, განა ასე რთულია მიხვედრა, რომ ვერგაგება არ იძლევა იმის გადაკეთების ან ამოღების უფლებას, რაც არ გვესმის? ამისათვის საჭიროა აზრის დაშვება, რომ რაღაც არ გვესმის. თანამედროვე მოვარჯიშეთ ყველაფერზე მეტად არა სიმარჯვე, არამედ რწმენა და თავმდაბლობა აკლიათ. რწმენა მათი წინამორბედი ოსტატების მიმართ და თავმდაბლობა ამ ზეადამიანური ხელოვნების სრულქმნილების წინაშე. ო-სენსეი ამ აზრის გამოსახატად ამბობდა, ადამიანი სრულად უნდა ენდოს კამიებსო. ეგოს პათოლოგიურ ზრდას თანამედროვე საზოგადოებაში არა მხოლოდ სელფების მანიისკენ მივყავართ, არამედ აიკიდოს თავიდან გამოგონებისკენ გვიბიძგებს. და ამ პათოლოგიას ევოლუციის ლამაზი სახელით ვნიღბავთ.

მეთოდის ყველაზე უფრო გაუგებარ ელემენტებს თავისი არსებობის მიზეზები აქვს აღმატებული თვალსაზრისით. თავი უნდა შევიკავოთ მათი ამოკვეთისა და გადაკეთებისაგან, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ნაკლებ საშიში არც უადგილო ელემენტებისა და განმარტებების დამატება გახლავთ.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის ივნისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/jusan-no-jo-mtkicebulebis-ganadgureba
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)