ჯო დორი #3


ამ მდგომარეობის უძრაობას რეალობასთან საერთო არა აქვს და ის უნდა მივიღოთ, როგორც სასწავლო მდგომარეობა. რეალობაში არც ერთი ამ ხუთ მოქმედ პირთაგან უძრავი არ იქნება ამ სტადიაზე.


ირიმის პირველ ფაზაში დროზე ადრე ჯოსთვის ჩავლების სურვილი უტყუარი საშუალებაა თქვენი უკანა ხელის მოტეხვისა უჩის ძუკისაგან. სწორედ ამ უსაფრთხოების გამო არ უნდა ჩაავლოთ ძალიან ადრე მარჯვენა ხელი.


განსაკუთრებით არ დაივიწყოთ, რომ ირიმი თქვენი სხეულის ღერძის ბრუნვაზეა დამოკიდებული: მხოლოდ ამას შეუძლია თქვენი მარცხენა მხარე სწრაფად შეიტანოს წინ, ხოლო მარჯვენა მხარე უკნისაკენ გაარიდოს შეტევას. სწორედ ამ პრინციპული მიზეზის გამო არ უნდა ჩაავლოთ მარჯვენა ხელი ძალიან ადრე. რადგან ეს შეცდომა გარდაუვლად გაგატანინებდათ მარჯვენა მხარს წინ ირიმის პრინციპის საწინააღმდეგოდ.


როგორც კი ჩაავლებთ, დაიწყეთ შიჰო ნაგეს მოძრაობა (ომოტე).


დააკვირდით თქვენი ხელების პოზიციას ჯოზე.


აიკიდოში ყველა შომენ უჩის დროს ხელები თავს ზემოთ უნდა გქონდეთ.


მოისროლეთ მოწინააღმდეგეებისკენ.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/jo-dori-3?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)