ირიმი-ატემი (მეთოდის მიღმა #100)

თუკი რაიმე მიზეზის გამო სტატიების ეს სერია, "მეთოდის მიღმა", იმ სიმბოლურ წერტილში უნდა დასრულებულიყო, რომელსაც დღეს ვაღწევ მე (სისხლი*), მინდა, ეს მოხდეს იმ აზრის გათვალისწინებით, რომ ატემი ირიმის ყველაზე ზუსტი გამოხატულებაა და რომ საბრძოლო ეფექტურობა არ არსებობს მოძრაობის სიზუსტის გარეშე. უფრო ზოგადად კი ვფიქრობ, საერთოდ, ხელოვნება არ არსებობს მოძრაობის სიზუსტის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ ირიმი-ტენკანის ბრუნვას ძალუძს მიგვიყვანოს ტაკემუსუ აიკის ჭეშმარიტ ტექნიკამდე.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის ივლისი.

*ერთგვარი სიტყვებით თამაშია - ფრანგულად „სისხლი“ და „ასი“ სხვადასხვანაირად იწერება, მაგრამ ერთნაირად გამოითქმის.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/irimi-atemi-metodis-migma-100
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)