ირიმი #2

ძველები სვეტებსა და ხეებს იყენებდნენ ფარად. ეს შეცდომა იყო… ისევე, როგორც სხვა რამის იმედად ყოფნა თავდასაცავად… სული ერთადერთი ნამდვილი ფარია. ო-სენსეი, „ბუდო“, 1938, ბუდოსტორის ფრანგული გამოცემის 39-ე გვერდი.


როდესაც შეტევა რამდენიმე მხრიდან ერთდროულად მოდის, დედამიწის ზურგზე საუკეთესო დაცვაც კი უსარგებლოა.


შედით მოწინააღმდეგეთა შეტევაში, მაგალითად, თავდაპირველად ის გაჭერით, რომელიც ზურგსუკან გიდგათ: აიკიდოში არ არის თავდაცვა, არსებობს ირიმი.


დატრიალდით გაუჩერებლად.


და დაასრულეთ მოძრაობა იმ მოწინააღმდეგის გაჭრით, რომელიც მაცხნივ გედგათ.


ეს ორივე ჭრა ერთ თვლად უნდა შეასრულოთ. ეს აუცილებელი პირობაა.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/irimi-2
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)