ჰანმი ნეიტრალურია

ამ სტატიის უკეთ გაგება შესაძლებელი გახდება სტატია #112-ის წაკითხვის შემდგომ, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს იგი.

სრულიად აუცილებელია, რომ ჰანმის დგომი იყოს ნეიტრალური.
ნეიტრალური ნიშნავს, რომ მოძრაობა უნდა შეიძლებოდეს მყისიერად, ჰანმის დგომიდან შესაძლებელი რვა მიმართულებიდან ნებისმიერით. მყისიერად ნიშნავს, რომ არ შეიძლება არსებობდეს გადაადგილებამდელი არავითარი წინასწარი მოქმედება.

წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რომ სხეულის მთელი წონა უკანა ფეხზე გადამაქვს. მაშინ აუცილებლად – თუ უკნისაკენ უნდა გადავდგილდე – წინასწარ უნდა გადავიტანო სხეულის წონა წინისაკენ, რათა უკანა ტერფის წამოწევა და ამოძრავება შევძლო. და პირუკუ, თუკი სხეულის წინა წინა ფეხზე მაქვს გადატანილი, აუცილებლად მომიწევს – თუ წინისაკენ მინდა გადავადგილდე – წინასწარ სხეულის წონის გადატანა უკნისაკენ, რათა წინა ტერფის წამოწევა და ამოძრავება შევძლო.

ადგილიდან დაძვრამდე შეუძლებელია, ადამიანმა იცოდეს, რომელ მხარეს მოუწევს ეს, ამიტომაც აიკიდოს დგომმა მას საშუალება უნდა მისცეს, მყისიერად წავიდეს ნებისმიერი შესაძლო მიმართულებით. მხოლოდ ამ პირობით იქნება აიკიდოს მოქმედება ისეთი, როგორიც უნდა იყოს ის, ფეთქებადი. მნიშვნელოვანია, რომ დგომმა უპირატესობა არ უნდა მიანიჭოს გარკვეულ მიმართულებებს სხვა შესაძლო მიმართულებების საზიანოდ, იმ მიზეზით, რომ მიტოვებული მიმართულებები არაა ამ დროს შესაძლებელი : ევენტუალურად ისინიც საჭირო გახლავთ.

სწორედ ამ მიზეზების გამო არ ვეთანხმები არანაირად ჰიტო ჰირო საიტოს, რომელიც აიძულებს თავის მოწაფეებს, უკანა ფეხზე გადაიტანონ წონა : არასდროს მამამისს ეს არ უსწავლებია, არასდროს ო-სენსეის ეს არ გაუკეთებია და ამის შემოწმება ფუძემდებლისა და მორიჰირო საიტოს ყველა ფოტოსა და ვიდეოზე შეიძლება.

ამიტომაც ვერ ჩაითვლება ჰიტო ე მი და კენკა გოში დგომებად, იმის საპირისპიროდ, რასაც ჰიტო ჰირო ასწავლის. მართლაც, თუკი მივიღებთ ჰიტო ე მის, როგორც დგომს, ამით ვაიძულებ მომდევნო თვლაზე შევიდეს უკანა თეძო (და ფეხი) იმ შესასვლელში, რომელსაც წინა თეძო ქმნის : მყისიერად მე მხოლოდ ეს შესაძლებლობა მეძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში მე მნიშვნელოვნად შემოვზღუდავ ჩემს შესაძლო არჩევანთა რაოდენობას, რასაც ემატება ის, რომ მე ვანიშნებ მოწინააღმდეგეს იმას, რის გაკეთებასაც ვაპირებ.

თუკი დგომად ავირჩევ კენკა გოშის, მე შემიძლია მყისიერად წავიდე წინ, მაგრამ ვერ წავალ მყისიერად ვერც მარჯვნივ, ვერც მარცხნივ და ვერც უკან. ჩემს არჩევნთა ამგვარი შეზღუდვით მე გამოცრიცხავ ყოველგვარ მყისიერ რეაქციას რვა მიმართულებით.

მხოლოდ ჰანმის დგომი – როცა ის გაწონასწორებულია, ანუ როდესაც სხეულის წონა თანაბრადაა გადანაწილებული ორივე ტერფზე – გვაძლევს საშუალებას თვალის დახამხამებაში წავიდეთ ექვსივე მიმართულებით წინ (საიდანაც მოდის როპო დგომის სახელწოდება) და ასევე ორი მიმართულებით უკან. ფეხზე მდგომი ადამიანისთვის არსებობს გადაადგილებს რვა შესაძლებლობა, რვა ძალა, ჰაჩი რიკი.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის დეკემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/hanmi-neitraluria
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)