გო ნო ავასე

ამით ჩვენ ვიწყებთ სტატიების "მეთოდის მიღმა" მეორე ასეულს და, ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა ამის გაკეთება ერთი ფუნდამენტური სავარჯიშოთი. გო ნო ავასე სასწავლო სავარჯიშოა ორი კენით: უჩი ტაჩით და უკე ტაჩით. უჩი ტაჩი მეხუთე სუბურით (გო ნო სუბურით) უტევს. უკე მეხუთე სუბურის შეტევას მეოთხე სუბურით იღებს, რასაც იგი აქ უკან-უკან დახევით ასრულებს. ამასთან მან ჰარმონიზება უნდა მოახდინოს შეტევასთან (ავასერუ), საიდანაც სავარჯიშოს დასახელება, გო ნო ავასე, მომდინარეობს.

ამ სავარჯიშოს ფარგლებში უკე ტაჩიმ ყოველთვის ისე უნდა დაიხიოს უკან, რომ ყოველ ჯერზე შეინარჩუნოს მანძილი, რომელიც შესაძლებელს გახდის უჩი ტაჩის მომდევნო შეტევას. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, უკე ტაჩი ვერ ახორციელებს ჭეშმარიტ ირინი-ტენკანს, რადგან ირიმი-ტენკანი, როგორც ამას მისივე სახელი მიუთითებს, მოითხოვს, რომ ტენკანის შედეგი იყოს ირიმი (მოძრაობა, სადაც სხეული შედის, წინ მიიწევს ტრიალით) და არა მოძრაობა, რომლის დროსაც სხეული უკან იხევს. სწორედ ამიტომაც არ შეიძლება აქ ლაპარაკი ირიმი-ტენკანზე და თუკი მე მას მაინც ვახსენებ ვიდეოში, ეს მხოლოდ დათქმელის გასამარტივებლად ხდება, რათა სხეულის საჭირო ბრუნვითი მოძრაობა ავხსნა, თუნდაც სწორხაზოვანი მუშაობის ჟამს. ჭეშმარიტი ირიმი-ტენკანით შესვლისას სამიზნე უჩი ტაჩის არა ხმალი, არამედ სხეული გახდებოდა, ამიტომაც წინისაკენ შესრულებული ეს სპირალური მოქმედება გადამწყვეტი იქნებოდა და შეუძლებლს გახდიდა ამ სწორხაზოვანი სავარჯიშოს ყოველგვარ განმეორებითად გაგრძელებას.

მაშასადამე უკე ტაჩი უნდა ეცადოს ჭრა შეასრულოს უჩი ტაჩის ხმალზე თეძოების რაც შეიძლება მეტი ტრიალის შეგრძნებით, მაშინაც კი, როდესაც იგი უკან იხევს სამუშაო შეთანხმების გამო, რაც თავისთავად გამორიცხავს ავთენტური ირიმი-ტენკანის მოქმედებას. სწორ ხაზზე უკან-უკან სვლა და ხელებით ჭრა ცუდი სამუშაო იქნებოდა, რომელიც ფიზიკური დაღლილობის მეტს ვერაფერს მოიტანდა და ვერც ირიმი-ტენკანის პრინციპის აზრის შემცველი იქნებოდა. მხოლოდ უკან-უკან სვლა და საკუთარი ხმლით უჩი ტაჩის ხმლის ბლოკირება სრული გაუგებრობა იქნებოდა, რაკი აიკიდოში მოგერიება არ არსებობს; მოწინააღმდეგის ხმლის ბლოკირება იგივეა, რაც თეძოების ბლოკირება. ეს კი ირიმი-ტენკანის პრინციპის სრულიად საპირისპიროა. აი ხმლის დისციპლინის სავარჯიშო, რომელსაც საერთო არაფერი აქვს აიკიდოს ირიმი-ტენკანის პრინციპთან და სადაც მოგერიებისა და ბლოკირების ცნებები სახეზეა:

დაბოლოს, იმისათვის, რომ სავარჯიშომ არსი შეინარჩუნოს, ერთი მნიშვნელოვანი წესი უნდა დაიცვას უჩი ტაჩიმ: არასდროს წადგას წინ ფახი კენის აღმართვისას. სხეული წინ შეიძება წავიდეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კენი ქვევით ეშვება საჭრელად. ხმლის თავსზევით აწევა წინ წაწევასთან ერთად, იგივეა, უკე ტაჩის საჩუქრად შესთავაზო გახსნილი, დაუცველი ადგილი მკერდისა და ყელისაკენ.

ფილიპ ვოარინო, 2018 ივლისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/go-no-avase-0
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)