გარეთა - შიგნითა

შეუძლებელია ორი თეძოს მუშაობის გაყოფა-დაცალკევება : ისინი ერთდროულად იძვრიან ადგილიდან და ერთად მოძრაობენ. ერთ-ერთი თეძოს მოძრაობა ვერაფრით ვერ გაუსწრებს წინ მეორის მოძრაობას, ღერძი მყისიერად და თანაბრად გადასცემს თავის ძალას ორივე თეძოს.

თუმცა ასეც შეიძლება თქმა : გარეთა თეძო წარმოქმნის სიცარიელეს, რომელშიც შიდა თეძო შეიჭრება. აქ იგულისხმება, რომ ერთი მეორე ავსებს და აქ სიცარიელის ცნება ფუნდამენტურია. ხერხემალი და ორი თეძო ისე მოქმედებს, როგორც გემის ფრთებიანი ხრახნი თავის ხის ღერძზე. გემის კვალზე წყლის ბუშტუკებს თუ დავინახავთ, ეს იმის გამო ხდება, რომ წყალს ხრახნის ლაპოტები აბუყბუყებს (რაც, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მასში სპაგეტი შეგვიძლია მოვხარშოთ). ეს ფენომენი ცნობილია სახელწოდებით კავიტაცია : ხრახნის ერთი ნაწილი წარმოშობს სიცარიელეს, დეპრესიას, იმდენად, რომ შიგნით წყალი აირად გარდაიქმნება. ამავე დროს კი ხრახნის მეორე ნაწილი აწვება წყალს, რაც საშუალებას აძლევს გემს, წინ წავიდეს.

თეძოებიც აიკიდოში ზუსტად ასევე მუშაობს : გარე თეძო ქმნის დეპრესიას, სიცარიელეს, რომელშიც მოწინააღმდეგე შეიწოვება, ამავდროულად შიდა თეძო ამ სიცარიელის წნევაში შედის, ბოლომდე აკარგინებს წონასწორობას უკეს და მას ძირს აგდებს.

მხოლოდ გარეთა თეძოს ძალუძს შექმნს ეს დეპრესია, შიგნითა თეძოს კი მხოლოდ ამ წნევის ქვეშ შეუძლია მოქმედება. აი, რატომ ხდება, რომ მიუხედავად ორივე თეძოს ერთდროული მუშაობისა, შიდა თეძო მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედებს, როდესაც მას ამის "ნებართვას" გარეთა თეძო აძლევს.

აღმოსავლური მეტაფიზიკის ტერმინებით რომ გამოვხატოთ, პრინციპის იანის (აქტიური, მამრობით) მხარე დამოკიდებულია მისი ინის (პასიური, მდედრობითი) მხარის მოქმედების თანადროულობაზე. იანი ვერ იარსებებდა ინის ამ თვისებების გარეშე. აი, როგორ შეუძლია აიკიდოს ფიზიკური მოძრაობის სწორ გაგებას მეტაფიზიკური წესრიგის უფრო ზოგად გაგებასთან მიგვიყვანოს.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის ნოემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/gareta-shignita
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)