დგომი

აიკიდოში ერთადერთი დგომია და ეს გახლავთ ჰანმი.
მხოლოდ და მხოლოდ ჰანმიდანაა შესაძლებელი აიკიდოს სპირალური მოძრაობა. მოძრაობა შესაძლებელია მყისიერად, იმიტომ რომ ჰანმი მყისიერად იხსნება სივრცეში ექვსი მიმართულებით.
სწორედ ამ მიზეზის გამო ეწოდა ჰანმის დგომს "როპო" (ექვსი მიმართულების დგომი).
ეს ექვსი უშუალო მიმართულება სრულიად კონკრეტულია : თუ დავდგებით მარცხენა ჰანმიში, ორი მიმართულებაა წინ, მაცხნისაკენ, ორი წინ, მარჯვნისაკენ და ორიც გვერდულად უკან, მარჯვნისაკენ.

მაშასადამე, ეს ექვსი მიმართულება ჰორიზონტალურ ჭრილშია : ვერტიკალურობა ცა-დედამწა, ცხადია, არსებობს ჰანმის დგომში, მაგრამ ეს მიმართულება არ არის, ეს ბრუნვის ღერძია, რაც სულ სხვა რამაა.

ამ ექვს მხარეს სხეულის წინისაკენ გადაადგილებით მივიწევთ.
საწყისი ჰანმიდან, ჰორიზონტალურ ჭრილში, არსებობს სხეულის უკნისაკენ (ზურგსუკან) გადაადგილების კიდევ ორი შესაძლებლობა. მარცხენა ჰანმის შემთხვევაში ესაა ორი მიმართულება უკან, მარცხნისაკენ.

"როპო" არ ითვალისწინებს ამ ორ მიმართულებას, რადგან ესენი არ გახლავთ სხეულის წინისაკენ ბუნებრივი სვლის მიმართულებები. მაგრამ სინამდვილეში რვა მიმართულებაა მყისიერად შესაძლებელი ჰანმის დგომიდან.
ესაა რვა ძალა.

აიკიდოს მოძრაობა ეტევა დროის ინტერვალში, რომელიც ყოფს ჰანმის საწყის დგომს ჰანმის დგომისაგან, რომელიც მოსდევს მას.
ამ ორ დგომს შორის ვითარდება გადაადგილების პროცესი, რომლის დროსაც ტერფები ორ განსხვავებულ ფაზას გაივლის : ჯერ ჰიტო ე მის ფაზას, შემდეგ კი კენკაგოშის ფაზას.

ჰიტო ე მის ფაზა სხეულის გახსნის ფაზაა (ამოტრიალებული სამკუთხედი : გიაკუ სანკაკუ), კენკაგოშის ფაზა კი სხეულის დახურვის (ოთხკუთხედი : შიკაკუ) და გდებისათვის აუცილებელი ფაზაა.

ეს ორი ფაზა არა დგომები, არამედ დინამიკის მომენტებია.

ჰიტო ე მისა და კენკაგოშის აღრევა დგომებში და მათი მოთავსება იმავე ჭრილში, რომელშიც აიკიდოს ერთადერთი დგომი ჰანმია, ღრმა უცოდინარობის ნიშანი და პიროვნული ინტერპრეტაციების სათავეა, რაც ო-სენსეის მიერ განვლილ გზას სცდება.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის ნოემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/dgomi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)