ჭვინტა და სპილო (იგავი)

    სპილო ნელა დააბიჯებს, დინჯად წონის ყოველ ნაბიჯს, 
    დაფიქრებით ლაპარაკობს, ცოტას, ჭკუის მიყოლებით,
    ჭვინტა კიდევ, ცეტი ჩიტი, უჭკუო და უდარდელი,
    დაჟღურტულებს, დარბის, დახტის, ჭყივის დიდი მონდომებით.
    მინდვრებს ავსებს ეს ჟღურტული, გიჟური და გარეული.
    ერთმა სპილომ გადაწყვიტა, აიკიდო შეესწავლა,
    აიკიდოს სამშობლოში ბევრი წელიც გაატარა.
    ჰოდა ჭვინტა მიეახლა, ჭვინტა გზაკვალარეული.

    - მეგობარო, - ამბობს ჭვინტა, - აიკიდო მეც მიგრძვნია,
    ოსტატებთან მისწავლია, მაგრამ ეჰა - შენ წინ ვდგევარ.
    ნასწავლიდან ეჭვის მეტი არაფერი შემრჩენია,
    აწი შენ ხარ ჩემი მხსნელი, იმედიც და ბედიც შენ ხარ.
    ჭვინტის პატიოსან სიტყვას გაძლევ, შენ თუ არ დამეხმარები,
    ძველ ჰაკამას ლურსმნის წვერზე სამუდამოდ ჩამოვკიდებ,
    ჩემ დარად ხომ შენც მიენდე წინათ ვაი-მასწავლებლებს,
    მერე თვალი აგეხილა, მიხვდი, მწარედ მოგატყუეს.
    ჩემი იმედგაცრუება ჰგავდა შენსას, დამიჯერე,
    ისეთივე დიდი იყო, სულ ცუდი და მწარე-მწარე.
    მაგრამ აღსდექ, მინავლული ცეცხლი მარჯვედ გააღვივე,
    და ახლა ეს საიდუმლო აღარ მაძლევს მოსვენებას.
    ეგებ შენი დახმარებით, დავიბრუნო ნეტარება,
    ეგებ გული გავიცოცხლო, მომეკიდოს ძველი გზნება?
    შინ მესტუმრე, ძალიან გთხოვ, ბრეტანია ჩემი მხარე,
    რენში ვცხოვრობ, ქალაქია მშვენიერი, ნახავ მალე.
    წავიდეთ და იქ, დინარში, ვისეირნოთ ზღვის ნაპირას,
    სიტყვას გაძლევ, იქ მოგიწყობ დაუვიწყარს მე სემინარს.

    უგდო, უგდო სპილომ ყური, სიტყვაც კი არ დაუძრია,
    დაეთანხმა, გაჩვენებო აიკიდოს, ზუსტად იმას,
    უეშიბა რასაც წინათ ივამაში ასწავლიდა.
    სემინარი რომ დამთავრდა, რწმენა დაიბრუნა ჭვინტამ.

    - მეგობარო, ის იმედი, რომელიც რომ თავში მქონდა,
    ოდითგანვე რასაც ვეძებ, არაფრით რომ არ მასვენებს,
    შენ მაჩვენე და ახლა გთხოვ, წარმადგინო იმ ოსტატთან,
    რომელმაც რომ შენ ნამდვილი აიკიდო შეგასწავლა.

    სპილომ კიდევ, მიამიტმა,  ასე უთხრა: „ვარ ყაბულსა“,
    ამ თხოვნაში ვერაფერსა ვერ ხედავდა დაფარულსა.
    გზნებით ძალამოცემულმა იტალიის სემინარზე
    საიტოსა სენსეისა წარუდგინა ჭვინტა მარჯვე.
    და მაშინვე ჭვინტა ჩიტმა აღმოსავლეთს მიაშურა, 
    ორი კვირა სკოლას დაჰყო, ერთხელაც არ გააცდინა.
    დაბრუნდა და გაილექსა, მოჰყვა საქმეთ, საგმიროებს,
    ის კი, ვინაც შანსი მისცა, ამის გემო გაუღვიძა,
    დავიწყებას მისცა სრულად... დაივიწყა ჩვენი სპილო,
    ახი არის დაუძახო ამ ცერცეტას ბატისტვინა.

    შეიძლება იმის გამო, რომ სპილო არ დაიგროვებს
    გულში ბრაზს და ბოღმის სითხეს, არ ეტყოდა არც არაფერს,
    მაგრამ შეხტა ჩიტი ტოტზე და იქ მოხსნა გუდას პირი,
    რომ მის გარდა არც არავის საფრანგეთის მიწა-წყალზე
    არა ჰქონდა ეს უფლება, - და ესაა სულ მთავარი -
    გადაეცა მოწაფისთვის, რაც სპილოსგან მას ესწავლა.
    მერე მარჯვე ვაჭარივით მიითვისა საკუთრებად,
    რაც არავის ეკუთვნის და რასაც ჰქვია ეს - ივამა.
    ხელმრუდეთგან რომ დაეცვა ხელოვნება, - ასე ახსნა,
    თუმცა ამით ის შენიღბა, რა სურვილიც გულში ედო,
    და ამ მკრეხელური აქტით ივამური ხელოვნება
    ვით ნიშანი სავაჭარო დაეპყრო და ხელში ეგდო.
    ამ ცინიზმმა წყლის წვეთივით გადაავსო მოთმინება,
    ფიალიდან გადმოვიდა და სპილომაც იწყო წერა,
    რომ ეთქვა და აღეწერა, თუ რამდენად სწორი არის,
    დაუფასდეს კარგი საქმე, ვინაც იგი გააკეთა,
    რადგან სპილოს მის სანაცვლოდ სანტიმიც კი არ უნდოდა,
    ფიქრობდა, რომ მადლობა და დაფასება ეყოფოდა.
    მაგრამ რა ქნას, რომ სულ ახსოვს, არასდროს არ ავიწყდება,
    და არ უყვარს, როცა ვინმე სიტყვას აძლევს ნისიაზე.
    ხოლო ჩიტმა მადლობელმა, ვინაც ძმური ფიცი მისცა,
    მსუბუქად ვთქვათ, ცხოვრებაში, ეს ფიცი არ აღასრულა, 
    და პირიქით - ოსტატის წინ, ურცხვად თათხა და აძაგა
    უგვან ხერხით სცადა სპილო ამ სკოლიდან მოესროლა.
    იზრუნა, რომ ამის მერე მართლის მთქმელად ჩენილიყო
    რომ მხოლოდ მას, უსირცხვილოს, დარჩენოდა დიდი ჯილდო.
    ოსტატმა კი სიალალით ვერ შეატყო ეშმაკობა,
    უსამართლოდ გაჯავრდა და დაემუქრა კიდეც სპილოს,
    შეუთვალა - მოდი, მითხარ, ასეთი რამ რა შესცოდე?
    სპილო ოსტატს დამორჩილდა და უგულოდ მიეახლა.
    სპილომ ყველა ეს მზაკვრობა მიუტევა ჭვინტას, მხოლოდ
    ის ვერა, რომ ოსტატს საქმე საბოდიშოდ გაუხადა.  

    როს სიმართლე დაფარული, დამალული დიდი ხნისა,
    შუქს იხილავს და ამისგან განაცვიფრებს კიდეც ყველას,
    მას იტყვიან ხშირად ზოგნი - რად ვარგოდა ეს ამღვრევა?
    უკაცრავად, მაგრამ სპილოს ნაკლიცა აქვს - ცოტა ღვარძლი.
    და თუ ვინმე ამ რითმებში რამეს ისეთს დაინახავს,
    იცოდეს, რომ ამ ყველაფრის თავი იყო სულმდაბლობა.
    რომ მავანმა, ვინც ეს დიდი ორსახობა დაგვანახა,
    ვით ნიმუში სანიმუშო, დამსწრე დამწყებთ წარუდგინეს.
    ამის გამო სპილომ მყისვე თავი ვალდებულად იგრძნო
    ეთქვა მათთვის, ვინც შესცქერის ჭვინტას დიდი სიყვარულით,
    რომ იცოდნენ, თუ რამდენჯერ შეიკავა თავი სპილომ
    ვიდრე სათქმელს იტყოდა და აგვიწერდა ამა ამბებს
    ან ვიცოდეთ, რა კანონი აიძულებს მხეცთ სამყაროს,
    უპასუხოდ დარჩეს ყველა უტიფარის საიდუმლო?

დინარის სემინარი, 1993 წლის ნოემბერი

მარჯვნივ ფოტოზე, ნაჭრის კუთხე უჭირავს:

დანიელ ტუტენს, რომელიც პირველად ეზიარა აიკიდო ტაკემუსუს.

მარცხნივ ფოტოზე, ნაჭრის კუთხე უჭირავს:

ფილიპ ვოარინოს, რომელიც მორიჰირო საიტოს მოწაფე იყო ივამაში 1986 წლის თებერბლიდან და რომელიც სემინარის ატარებდა მისი მეგობრის, დანიელის თხოვნით.

სწორედ ამ, 1994 წლის სემინარის შემდეგ წავიდა პირველად დანიელ ტუტენი ივამაში - ორი კვირით - ფილიპ ვოარინოს პირველი ასვლიდან რვა წლის შემდეგ.

ასოციაცია ივამა ტაკემუსუ ბრეტანი ცოტა ხნით იშვა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და თავისი უფროსი დის, TAI-ის ეგიდით შეიქმნა.

ამის საილუსტრაციო ფოტო გადაღებულია 1989 წლის ოქტომბერში, საფრანგეთში საიტო სენსეის ერთადერთი ორკვირიანი მოგზაურობის დროს (პარიზი, ორლეანი, ტულუზა, ანტიბი, ეპინალი).

ეს გრძელი და რთული ტურნე პირველი იყო. ამან ძალიან შეუწყო ხელი საიტო სენსეის სახელის გავრცელებას საფრანგეთსა და ევროპაში. დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა სრულად მისმა მოწაფემ ფილიპ ვოარინომ, რომელსაც ეხმარებოდა რამდენიმე მეგობარი იმ დროის ფედერაციიდან - FFAB-დან, მაგრამ ცენტრალური დირექციის ნების საწინააღმდეგოდ, რომელმაც პოლიტიკური მიზეზების გამო ამ ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადა.

ბევრ აიკიდოკას ამან თვალი აუხილა, ჩააფიქრა თავის ძველ პრაქტიკაზე და მორიჰირო საიტოს მიერ გადმოცებული აიკიდო ტაკემუსუთი დააინტერესა, აიკიდოთი, რომელისაც ივამაში ო-სენსეი ასწავლიდა (როცა აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ განუყოფელ ერთიანობას ქმნის). დანიელ ტუტენმა, რომელიც ამ, 1989 წლის ტურნეს არ ესწრებოდა, იგივე გაიმეორა, რაც ამ პიონერებმა ქნეს - ოთხი წლის შემდეგ.

ფილიპ ვოარინო, დოუთ მაუნთენი, 2005 წლის 25 დეკემბერი
დიკონის ფოტო, ლიცენზიით CC-BY-NC-ND

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/chvinta-da-spilo-igavi?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)