ბანსაი #3

იგივე შენიშვნებია, რაც ბანსაი #1-ისა და #2-ის დროს. დაუკვირდით თქვენი წინა ფეხით მითითებულ მიმართულებას.

ამჯერად ჰაპო გირით თქვენს გადაადგილებას უკეს კიდევ უფრო ზურგსუკან გაჰყავხართ. აქ მააი არც კოტე გაეშის ნებას გრთავთ და არც კოკიუ ნაგესას. სამაგიეროდ ზედგამოჭრილი ხდება ირიმი ნაგესთვის.


განაგრძეთ ტენკანით ტრიალი.

ამ ორ ფოტოზე უკეთ ჩანს, თუ რატომ არაა შესაძლებელი უკეს ჩაყვანა ძირამდე, რომ მერე, თეორიულად, წამოდგომისას მოვისროლოთ: ეს საშინელი ჩვევა აიძულებს ტორის უკიდურესად დიდი მოძრაობა გააკეთოს ტენკანით, რის შედეგადაც ზურგშექცევით აღმოჩნდებოდა მოწინააღმდეგეთა მიმართ. როდესაც ირიმი ნაგეს ტენკანით აკეთებდა, ო-სენსეის უკე არ ჩაჰყავდა ცხვირით მიწასთან.

ლაპარაკიც არ ღირს იმ სასაცილო, ირეალისტურ და პრეტენზიულ ყაიდაზე, რომელიც უკეს კალათბურთის ბურთად ქცევასა და, გდებამდე, ორ-სამჯერ წამოხტუნებაში მდგომარეობს.


არსებითია, რომ უკე დაუყოვნებლივ მოვისროლოთ დანარჩენი მოწინააღმდეგეებისკენ.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/bansai-3
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)