აიკიდო და ვიტრუვიუსის მამაკაცი #5

კარგად გაიგე!

ერთიდან შექმენ ათი
ორს კი ანებე თავი
იგივე ქენი სამისთვის
და გაიმდიდრე თავი!

დაკარგე თუნდაც ოთხი,
ხუთი და ექვსი კიდევ,
კუდიანისა არ იყოს,
აქციე რვად და შვიდად.

და დასრულდება ასე!
ცხრიდან გამოვა ერთი
ათიდან არაფერი და
კუდიანის « ერთჯერ ერთი ».
— გოეთე, ‘ფაუსტი’

წინა ნახატს ექვსი მიმართულება დავუმატეთ ვიტრუვიუსის მამაკაცის წრეში – ისე, როგორც ეს კაჯოების შესწავლამ გვიჩვენა – რათა გვენახა, შეგვიძლია თუ არა – ადამიანის სხეულის პროპორციების წყალობით – დასტურის მიღება იმ რთულ გზაზე, რომელსაც ამ კვლევისას დავადექით.

კაჯოებში წრე 60°-იანი კუთხით 6 თანაბარ სექტორად დავყავით (6x60°=360°) და არა 45°-იანი კუთხით, რაც წრეს 8 თანაბარ სექტორად დაყოფდა (8x45°=360°). ამ არჩევანის საფუძველი ის გახლავთ, რომ ჩვენ ო-სენსეის ვენდობით და რომ ‘ბუდოს’ განმარტებებიდან გამოვდივართ, რომელიც არაორაზროვნად გვაუწყებს, ჰანმის პოზიციიდან 6 სხვადასხვა მიმართულება არსებობსო:

დადექით მოწინააღმდეგის პირისპირ აიკი ჰანმი ირიმის დგომში და ტერფები ექვსი მიმართულებით გახსენით (როპო). — მორიჰეი უეშიბა,’ბუდო’, დედანი იაპონურ ენაზე, 1938 წლის გამოცემა.

პირველი სიურპრიზი ამჯერადაც ვიტრუვიუსის მამაკაცის ტერფებიდან მომდინარეობს. მართლაც, ორივე წითელი დიამეტრი, თითოეული 30°-იანი კუთხით გადახრილი ვერტიკალური ღერძიდან, სათავეს განზე გადგმული ტერფების შუაგულიდან, უფრო ზუსტად კი წინა ტერფებიდან იღებს, რაც აიკიდოკას მთავარი საყრდენია მოძრაობისას (ქუსლი ყოველთვის მსუბუქი უნდა იყოს გადაადგილებისას). მაშასადამე ვიტრუვიუსის მამაკაცის ტერფების განზე გადგმის კუთხე ზუსტად 60°-ია.

ავუყვეთ ამ ღერძებს.

მეორე სიურპრიზი იმის ხილვაა, თუ როგორი უზადო სიზუსტით კვეთს ისინი მხრების სახსრებს. თითქოს ტერფების 60°-იანი კუთხე დამიზნებულიაო მხრების სახსრებზე. თუმცა ეგებ დამთხვევაა ეს, შემთხვევითობა და მეტი არაფერი?

ისე მოხდა, რომ ლეონარდო და ვინჩიმ მოგვცა საშუალება, სინდისი სუფთა გვქონოდა ამ მხრივ. კისრის დასაწყისში, ლავიწის ძვლებზე, ხაზია გავლებული (როგორც ჩანს, ხელების ზედა ნაწილის გასასწორებლად გამოიყენა), რომელიც საკმარისია გავაგრძელოთ (ყვითლად, ქვედა ნახაზზე) და დავინახავთ, რომ ისინი ზუსტად იმავე წერტილში კვეთს მხრების სახსრებს, სადაც წითელი დიამეტრები ლეონარდოს მიერ დახატული მხრების საზღვრის ვერტიკალურ ხაზებს.

ამ წერტილს ადრეც შევხვედრივართ და კარგად ვიცნობთ:

1 - ვმ #3-დან ვიცით, რომ ლაპარაკია წერტილზე (B), რომელიც ხელების სიგრძეს კვადრატის ორ მხარეს შორის (AC) შუა და გარე საფუძვლით, ანუ ოქროს რიცხვის მიხედვით ყოფს:

2 – ვმ #4-დან ისიც ვიცით, რომ ეს წერტილი ამავდროულად წრის ცენტრიცაა, რომელიც მიმართებას აწესრიგებს სხეულის ვერტიკალურ ღერძსა და წრეწირს შორის ერთადერთი შესაძლო კუთხის 23°-ის საშუალებით.

დავიტანოთ ეს ყველაფერი ვიტრუვიუსის მამაკაცზე:

ფრიად საეჭვო იქნებოდა, შემთხვევითობისათვის მიგვეწერა წესრიგის ის სიზუსტე, რომელიც ამ ნახატის აგებულებაში იჩენს თავს.

შეიძლება კვლავაც ვიფიქროთ, რომ დამთხვევათა ეს ერთიანობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მტკიცებულებას. და მაინც, განა საკვირველი არ იქნებოდა, რომ ამ სამი უკვე გამოაშკარავებული დამთხვევის მიღმა წინა სამზე ბევრად უფრო შესანიშნავი მეოთხე არსებობდეს? აქ სიტყვა დამთხვევას წერტილთა იმ ზუსტი გადაფარვის გაგებით ვხმარობთ, რომელიც გეომეტრიისთვისაა დამახასიათებელი.

ახლა ვნახოთ.

რაკი ვმ #4-ში მოთავსებულ სწორკუთხა ხუთკუთხედს უკვე ვიცნობთ, გამოვიყენოთ ის ყველაზე ცნობილი გეომეტრიული ფიგურის, წრეში ჩახაზული ხუთქიმიანი ვარსვლავის, სწორგვერდა პენტაგრამის დასახატად, ცეცხლოვანი ვარსკვლავისა, რომელიც პითაგორელთა სწავლების არსი და მათი ერთიანობის ნიშანი გახლდათ:

ცეცხლოვანი ვარსკვლავის ცისკენ მიმართული წვეტის ორი აღმავალი ხაზი მხრების სახსრებს ზუსტად იმ წერტილებში კვეთს, სადაც დანარჩენი სამი წრფე.

სულ მცირე, იმის თქმა შეიძლება, თუკი გეომეტრიულ ანალიზს რამე აზრი აქვს, რომ ადამიანის მხრის სახსარი ძალიან განსაკუთრებული ადგილია და რომ მას დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ამ კონტექსტში ფუძემდებლის გამონათქვამი:

აიკიდოს ილეთის ფორმა სავარჯიშოა სახსრების დაშლა-დანაწევრებისათვის. — მორიჰეი უეშიბა,’ტაკემუსუ აიკი’, ტომი I, გვ. 155, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

იღებს მნიშვნელობას, რომელიც შესაძლოა, მხოლოდ ფიზიოლოგიური არ იყოს.

ამიტომაც, აკრძალული არ არის, ვიფიქროთ, რომ ნიკიოს, სანკიოსა და კოტე გაეშის გაუძრავებებს შეიძლება უფრო ღრმა აზრი ჰქონდეს, ვიდრე უკეს უბრალო „კონტროლია“, როგორც ეს ზოგადად არის მიჩნეული. მით უმეტეს, რომ საბრძოლო ჭრილში, მუხლებზე დადგომა მოწინააღმდეგის გასაუძრავებლად თვითმკვლელობის ტოლფასი გაუგებარი სიგიჟეა.

ამასთან, აიკიდოკათა ყურადღება ერთი ფაქტისკენ მინდა მივაპყრო, რასაც აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში: აიკიდოს ყველა ფუნდამენტური ტექნიკა მხრის გაუძრავებაზე გადის (იკიო, ნიკიო, სანკიო, იონკიო, გოკიო, შიჰო ნაგე, კოტე გაეში, კაიტენ ნაგე, ტენჩი ნაგე, ერთადერთი ღირსშესანიშნავი გამონაკლისი ირიმი ნაგეა). ეს რეალობა ასე შეიძლება გავიაზროთ:

მხრის სახსრის გავლით – ანუ φ-თან მიმართებით – გადასცემს ტორი თავის ენერგიას G პუნქტში უკეს და ამგვარად მისი სხეულის ღერძამდე მიდის.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ათიდან ცხრა ილეთში, იმ განსაკუთრებული გეომეტრიული წერტილის სისტემატური შუამავლობის გამო, როგორიცაა მხრის სახსარი, აიკიდოს მოძრაობა შემდეგი მიმართებით ხორციელდება:

ერთადერთი ილეთი, რომელმაც შეიძლება უკეს G წერტილამდე მიაღწიოს მის მხარზე გავლის გარეშე, ტორისა და უკეს ღერძების პირდაპირი კავშირია, ამ ღერძების შერწყმაა და ეს ირიმი ნაგეა.
ამ უკანასკნელ შემთხვევაში აიკიდოს მოძრაობა სრულდება მიმართებით 1.
სწორედ ამიტომ უჭირავს ირიმი ნაგეს განსაკუთრებული ადგილი აიკიდოს ილეთთა შორის, სწორედ ის გამოხატავს ყველაზე უკეთ ერთიანობას... იმიტომ, რომ იგი ერთიანობაა.

დავუკვირდეთ, ამას თავისი მნიშვნელობა აქვს: ჭიპს, G წერტილსა და მხრის სახსარს შორის წარმოქმნილი სამკუთხედი ტოლფერდა სამკუთხედია, რაც იმას ნიშნავს, რომ G წერტილი თანაბარ მანძილზეა როგორც ჭიპიდან, ისე მხრის სახსრიდან.

ეს ერთგვარად მეორე ცენტრია, ემანაცია მთავარი ცენტრისა, რომელიც ადამიანის ჭიპთან მდებარეობს.

და ბოლოს, ზედა ნახაზზე დავუკვირდეთ, რომ G წერტილი, რომელსაც – თუ გეომეტრიას დავუჯერებთ – როგორც ჩანს, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის წრეზე გასასვლელად და რომელიც ძალიან საინტერესოა აიკიდოს მოძრაობის სწორი შესრულებისათვის, – ახალი დამთხვევაა და – პენტაგრამის ზედა ძელზე მდებარეობს. ეს კი ნიშნავს, რომ 23°-იანი კუთხე პენტაგრამაზეა დამოკიდებული.

ეს კუთხე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს – როგორც გეომეტრიისთვის, ისე ბუნებისთვის, რომელმაც ის ადამიანის სხეულის პროპორციებსა და პლანეტების ტრაექტორიებში ჩართო – ეს 23°-იანი კუთხე პენტაგრამიდან იზომება.

წრეში ჩახაზულ ტოლგვერდა პენტაგრამასა და ამ წრის 60°-იან კუთხეებად დაყოფას შორის უცნაური გეომეტრიული მიმართება არსებობს, მხრების წერტილებში მათი გადაკვეთის გარდა.

მართლაც, ორი 30°-იანი წითელი დიამეტრისა და პენტაგრამის ბაზის გადაკვეთა ორ კუთხეს განსაზღვრავს (abc და ab’c’), რომელთაგან თითოეული... 23°-ია.

ტოლფერდა სამკუთხედი, რომელიც 60°-იანი ჯვრის ფორმის ადამიანის მოძრაობის საფუძველს ქმნის, გეომეტრიულად 23°-იანი კუთხით ებმის წესიერ პენტაგრამას:

მეტად ვეღარ წავიწევთ წინ კვლევის ამ მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, რაც ჩვენ აიკიდოსგან დაგვაშორებდა.

დასკვნისათვის კი აღვნიშნოთ, რომ ვიტრუვიუსის მამაკაცმა საშუალება მოგვცა სააშკარაოზე გამოგვეტანა გეომეტრიული კავშირი, რომელიც ადამიანის ტერფებსა და მხრებს შორის არსებობს.

ვმ #6-მა შესაძლოა საშუალება მოგვცეს ვიხილოთ კავშირი, რომელიც ამ აღმოჩენასა და ექვსი მიმართულებით სივრცის გახსნას შორისაა.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aikido-da-vitruviusis-mamakaci-5
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)