აიკიდო და ვიტრუვიუსის მამაკაცი #2

უწინარესად, ვცადოთ და ლეონარდო დავინჩის ეს ნახატი რაც შეიძლება მარტივად აღვწეროთ.

მამაკაცს ფეხები ერთად აქვს და კვადრატის ძირზე დგას, ხოლო ჯვარივით ჰორიზონტალურად გაჭიმული მისი ხელები კვადრატის კიდეებს, თავი კი კვადრატის ზედა მხარეს ეხება. მაშასადამე სრულიად კვადრატულია, ანუ სტატიკური, უძრავი.

ასეთ დგომში კვადრატის ორი დიაგონალის გადაკვეთით განსაზღვრული მისი სხეულის ცენტრი გამრავლების, მატერიასთან მისი მიბმულობისა და ფიზიკურ სამყაროსთან მიჯაჭვულობის სიმბოლოს, მისი სასქესო ორგანოს დასაწყისში მდებარეობს:

აქამდე უძრავი ეს მამაკაცი ფეხებს შლის და წრეწირის გარშემოწერილობაზე აწყობს, ხოლო ხელებს ზევით სწევს და ამავე გარშემოწერილობას ახებს. ანუ გაინძრა, ვიტრუვიუსის მამაკაცი ამოძრავდა. აქედან ეს მარტივი კონსტატაცია გამოდის.
სტატიკიდან დინამიკაში გადასვლისას ის კვადრატიდან, ანუ უძრაობის განსახიერებიდან, წრეში, ანუ პირიქით, მოძრაობის განსახიერებაში გადის.

ამ დინამიკურ მდგომარეობაში მისი სხეულის ცენტრი სასქესო ორგანოს დასაწყისიდან ზევით, ჭიპისკენ გადაინაცვლებს, რაც წრის გარშემოწერილობის შუაგულია და რაც მას - თაობათა ჯაჭვის ხაზით - სიმბოლურად სამყაროს დასაბამსთან აკავშირებს:

ნებისმიერს შეუძლია ასეთი მარტივი რაღაცეების შემჩნევა, მაგრამ ახლა ერთ პუნქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: მხოლოდ დგომში, კვადრატზე არ არის ტერფები ჰიტო-ე-მიში, ისინი ამ მდგომარეობას ინარჩუნებს მაშინაც, როდესაც ჩვენი მამაკაცი მოძრაობას იწყებს წრეზე.

ვმ #1-ში აღვნიშნეთ, რომ ლეონარდო და ვინჩის ამოცანა იყო, ვიტრუვიუსის მიერ განსაზღვრული პროპორცია წარმოეჩინა, რომლის მიხედვითაც ტერფი სხეულის სიმაღლის მეექვსედს უდრის და რომ ამ ამოცანით თავისუფლად შეიძლება აიხსნას მისი არჩევანი, სტატიკური მდგომარეობისას მარცხენა ტერფი პროფილში გამოესახა. მაგრამ წრეზე, დინამიკაში ეს განმარტება მთელ თავის შესაბამისობას კარგავს.

სამაგიეროდ, აიკიდოში მოვარჯიშეს შეუძლია სრული იდენტურობა დაინახოს მამაკაცის ტერფების მდგომარეობასა და ო-სენსეის ტერფების მდგომარეობას შორის აიკიდოს მოძრაობათა შესრულებისას.

ვიტრუვიუსის მამაკაცი ზუსტად ისე მოძრაობს, როგორც აიკიდოშია საჭირო და ეს ლეონარდო და ვინჩის ამ ნახატის იმ ინტერპრეტაციის სასარგებლოდ მეტყველებს, რომელიც მოძრაობას უკავშირდება. ჰიტო-ე-მის პოზიცია კი ამ ფაქტით აიხსნება:

ამგვარად, პირველი სწავლება, რომელიც ლეონარდოს ამ ნახატიდან მომდინარეობს, შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

ფიზიკური სხეულის ბუნებით ადამიანი მიწას და მის ყველა ელემენტს ეკუთვნის, მაშასადამე კვადრატსაც. მხოლოდ ამ ჩარჩოს საზღვრებში, რომელიც დაბადებიდან სიკვდილამდე მისია, აქვს მას მოძრაობის უნარი (ლეონარდოს ნახატზე შეგვიძლია შევამოწმოთ, რომ წრეში ჩატეულ მამაკაცს კვადრატი მაინც არ დაუტოვებია). მაშასადამე ის კვადრატშიცაა თავისი ბუნებით და წრეშიც, თავისი მოძრაობით. ის ერთდროულად ამ ორივე გეომეტრიულ ფიგურას ეკუთვნის. თუმცა ადამიანის ეს ამაღლება კვადრატიდან წრემდე ერთი სხეულებრივი პრინციპის საშუალების გარეშე შეუძლებელია. ეს პრინციპი ნათლადაა მითითებული ნახატში, როგორც სტატიკური, ისე ამოძრავებული მამაკაცის გამოსახულებაში: იგულიხმება სამკუთხედი, უფრო ზუსტად კი მართკუთხა სამკუთხედი, რომელსაც მამაკაცის ტერფები ქმნის, როცა იგი იმ კანონების თანახმად მოძრაობს, რომლებმაც ვიტრუვიუსის მიერ განსაზღვრული და ლეონარდოს მიერ ასახული მისი სხეულის ჰარმონიული პროპორციები დაადგინა.

აიკიდოს ფუძემდებელი სხვას არაფერს ამბობს და თან სრულიად მკაფიოდ და კონკრეტულად:

მატერიალური თვალსაზრისით, არის ცა (ტენ).
ცა პრინციპია და თან სხეულებრივი პრინციპი. — მორიჰეი უეშიბა, ტაკემუსუ აიკი, ტომი 1, გვ. 153, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

ო-სენსეისთვის, ისევე როგორც ლეონარდო და ვინჩისთვის, სხეულებრივი პრინციპი, რომელიც ფიზიკური მოძრაობის მართვის საშუალებას იძლევა, არაორაზროვნად სამკუთხედია.

იმავე მონაკვეთში, ქვევით, ო-სენსეი მოძრაობას განსაზღვრავს, როგორც:

კა სუი, ცეცხლისა და წყლის ჰარმონიული კავშირი, რომლითაც წონასწორობა მყარდება ცასა და მიწას შორის (მასტური)*.

და აზუსტებს, რომ წრეში ცეცხლის როლი „პრინციპის სრულ შერწყმაში“ მდგომარეობს (პრინციპის, ანუ სამკუთხედის), წყალი კი ცეცხლის მოქმედებას „აქცევს კალაპოტში“ (ცეცხლისა, რასაც იგი „ზრდილობას“ უწოდებს).

აიკიდოს ფუძემდებლისთვის ჰარმონიული მოძრაობა სამკუთხედის წრეში შერწყმისგან იბადება. ეს აზრი მკაფიოდაა გამოხატული ლეონარდოს ნახატში მამაკაცის სამკუთხა დგომით წრეში..

და ბოლოს, ო-სენსეის მიხედვით, იმავე მონაკვეთში, ადგილი, სადაც ცასა და მიწას შორის წონასწორობა მყარდება, სადმე სხვაგან სულაც არ უნდა ვეძებოთ. „ადგილი“, სადაც ცის საქმიანობა მიმდინარეობს, მიწაა, დედამიწაა (ჩი) :

დედამიწა არის ადგილი, სადაც ცის ძლიერება იჩენს თავს — გვ. 154

და ასევე:

ჰგონიათ, რომ ცა გამჭვირვალეა, თუმცა სინამდვილეში დედამიწა და ცა ერთია. — მორიჰეი უეშიბა, ტაკემუსუ აიკი, ტომი 3, გვ. 48, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

ეს უკანასკნელი პუნქტი ზუსტად ისაა, რაც ლეონარდოს ნახატიდან უკვე ვისწავლეთ და რომელიც გვიჩვენებს, რომ ადამიანი-სამკუთხედი (ცა) წრეში მოქმედებს, მაგრამ თან არც კვადრატს (მიწას) სცილდება.

მგონი, აშკარად გამოჩნდა ფაქტი, რომ ლეონარდო და ვინჩის მიერ დახატული ვიტრუვიუსის მამაკაცი, ერთი შეხედვით, აიკიდოს კოსმოგონიის საფუძველის კარგ ილუსტრაციას მიაგავს :


ტაკამიმუსუბისა და კამიმუსუბის წმინდა ცეკვა („ფურუმაი“).

ცხადია, მეტი არგუმენტის მოხმობა მოგვიწევს ამ მიმართულებით და შევეცდებით, ლეონარდოს ნახატი იმდენად ავალაპარაკოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.
სიურპრიზები ამით ჯერ არ დასრულებულა…

ფილიპ ვოარინო, 2013 წლის სექტემბერი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aikido-da-vitruviusis-mamakaci-2?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)