აიკი კენი #9 – ო-სენსეის ირიმი – მე-2 ნაწილი

აიკი კენი #8“-ში ვნახეთ უცნაური განსხვავება ო-სენსეის ირიმისა და მორიჰირო საიტოს ირიმის შორის ხმლით შომენ უჩიკომის ერთი და იმავე შეტევის საპასუხოდ.

ეს სხვაობა ო-სენსეის ტერფების ძალიან თავისებურ პოზიციაში გამოიხატება: უკანა ტერფი საერთოდ არ მოძრაობს და ხმლის შეტევის ხაზზე რჩება, მაშასადამე სხეული შეტევის ხაზს ექსკლუზიურად წინა ტერფის გადაადგილებით ტოვებს, რომელიც ჰაკამის ქვეშაა მოქცეული:

ყველა ივამელ მოწაფესთან ერთად მეც შემიძლია დავადასტურო, რომ საიტო სენსეის პოზიცია ზუსტად ისეთია, როგორსაც ის ასწავლიდა ყოველთვის. მაგრამ ამასვე ვერ ვიტყვი ო-სენსეის შემთხვევაში და პირველი შეკითხვა, რომელიც აქ ჩნდება, ცხადია, შემდეგია: იყო თუ არა ფუძემდებლის გადაადგილება ამ ფოტოზე შემთხვევითი, გაუთვალისწინებელი დეტალი, თავისებურება, რომლის განზოგადებაც არ შეიძლება და ამიტომაც, ღირებულება არა აქვს, თუ პირიქით, ეს მისი გადაადგილების დამკვიდრებული ელემენტია, რა შემთხვევაშიც, ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ო-სენსეისეული ირიმისათვის დამახასიათებელ ამ „განსხვავებას“.

ო-სენსეის მომდევნო ორი ფოტო ამავე ტექნიკაზე მუშაობისას ნაკლებად ხარისხიანია, თუმცა უზარმაზარი უპირატესობა აქვს ამ წინა ტერფის ადგილმდებარეობის უფრო მკაფიოდ დანახვის თვალსაზრისით:

ჯერ იმას დავაკვირდეთ, რომ უკანა ტერფი სრულიად არ მოძრაობს, ადგილზე რჩება, როგორც ხმლით ჭრის მწკრივის პირველ ფოტოზე. აქ კი უკვე წინა ტერფის მუშაობაც ჩანს: უჩიტაჩისკენ მიტრიალებული მარჯვენა ტერფის წვერით ის მარჯვენა მხარეს გადის სხეულით და ეს ამრტივი მოძრაობა შეტევის ხაზზე მდგომი ო-სენსეის მიგი ჰანმის ამავე ხაზიდან გვერდზე გასულ ჰიდარი ჰანმიდ გარდაქმნის. შეუძლებელია უფრო ეკონომიური გადაადგილება უჩიტაჩის შეტევის ხაზიდან გასვლისა და ამავდროულად მის დგომში შეჭრისათვის.

ო-სენსეის იგივე ტექნიკა ქვედა მეოთხე ფოტოზე ყველა თვალსაზრისით იდენტურია წინა სამისა და მხოლოდ მორიჰირო საიტოს ირმისაგან განსხვავდება ფეხების ამ ერთობ უცნაური ინვერსიით, ამ შებრუნებით, რომელიც ჩვენ პირველად „აიკი კენი #8“-ში ვნახეთ :

ივამაში გადაღებულ ქვედა მეხუთე ფოტოზე შეტევის ხაზი ამჯერად მატერიალიზებულია მორიჰირო საიტოს ძუკით. მაგრამ ვხედავთ, რომ ო-სენსეი ზუსტად ისევე გადაადგილდება, როგორც წინა ფოტოებზე: სხეული და წინა ტერფი ხაზიდან გვერდით გადის, უკანა ტერფი კი, უშფოთველად უძრავი რჩება მოქმედების ამ მომენტში:

ამიტომაც კარგად ჩანს, რომ ო-სენსეის ეს მეტად თავისებური გადაადგილება არ გახლავთ უბრალოდ უნცაური შემთხვევა, ფოტოობტურატორის უცაბედ მოქმედებასთან დაკავშირებული რაიმე დეტალი შუა მოძრაობისას, როგორც ეს ამ ტექნიკური დოსიეს დასაწყისში წარმოვიდგინეთ. პირიქით, როგორც ჩანს, ფუძემდებლის ეს გადაადგილება სისტემატურად ერთი და იგივეა ყველა ანალოგიურ სიტუაციაში.

ეს შეგრძნება გვიძლიერდება, როცა აღმოვაჩენთ იმას, რასაც კენით ირიმის დროს ვხედავთ. ო-სენსეის ეს გადაადგილება სულ უფრო და უფრო იღებს წესის სახეს:

ნათლად ჩანს, რომ ტერფების ადგილმდებარეობა ზუსტად იგივეა, რაც ტაჩი დორის ფოტოებზე, უკანა ტერფი მუდამ შეტევის ხაზზეა და მხოლოდ წინა ტერფი ტოვებს ამ ხაზს:

ტაი ჯიცუ, კენი… მაგრამ თუ ახლა შევადარებთ ო-სენსეის ამ სისტემატურ პოზიციას და ტერფების იდუმალებით მოცულ ადგილმდებარეობას გაეში ძუკის დროს ჩვენს საწყის ფოტოზე და თუ დავინახავთ, რომ ეს ერთი და იგივე დგომია, სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს ატიპიური გადაადგილება დამახასიათებელია ო-სენსეის ირიმისთვის:

რა კარგი სიურპრიზია, მართლაც იგივე დგომია, უბრალოდ საპირისპირო მხარეს, როგორც უნდა იყოს კიდეც ამ ფოტოებზე, რადგან კენის შეტევა აქ მარჯვნიდანაა, ჯო კი მარცხნიდან ჩხვლეტს.

საბოლოოდ რომ დავრწმუნდეთ, ჰორიზონტალურად შემოვატრიალოთ ო-სენსეის ფოტო ჯოთი, პურისტები მიხვდებიან, რომ ასე სჯობს:

უდაოდ ერთი და იგივე პოზიციაა.

ამ შედარებას ახლა ტაი ჯიცუც დავუმატოთ:

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ო-სენსეი ყოველთვის, როცა ის ირიმის იწყებს თავისი სხეულის წინა ნაწილით (სხვა სტატიაში ვნახავთ, თუ რა ხდება მაშინ, როცა ის უკანა მხრით შედის), ამას სისტემატურად ერთნაირად აკეთებს, მოძრაობს მხოლოდ წინა ფეხით, ხოლო უკანა ტერფს უძრავად ტოვებს შეტევის ხაზზე და ეს ასეა, გინდა შიშველი ხელით იყოს ის, გინდა კენი ეკავოს და გინდაც ჯო ეჭიროს ხელში.

ფოტოებზე არაორაზროვნად ჩანს, რომ კონტაქტის გადამწყვეტ მომენტში, იქნება ეს კენი, ჯო, თუ შიშველი ხელი, ო-სენსეი ტოვებს უკანა ტერფს იქ, სადაცაა, იქ, საიდანაც არასდროს არ მიაქვს და ურტყამს ამ პოზიციიდან, რომელიც დარტყმამდელი გარდამავალი პოზიცია კი არ არის, არამედ თავად დარტყმის გდომია.

მომდევნო სტატიებში იმ ფუნდამენტურ შედეგებს ვნახავთ, რომელთა მიღების საშუალებასაც ეს ინფორმაცია მოგვცემს.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-9-o-senseis-irimi-me-2-nacili?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)