აიკი კენი #7 – სუბური #5

მოძრაობის პირველი ნაწილი იოკომენ უჩია მარჯვნიდან მარცხნივ.

მოძრაობის მეორე ნაწილი კი იოკომენ უჩია მარცხნიდან მარჯვნივ.

იმისათვის, რომ კენის შემობრუნება შეუფერხებელი და ბუნებრივი იყოს თავისა და მხრების გარშემო, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ხერხს მივმართოთ:

  • თუ მარჯვენა ფეხი წინაა, მარჯვენა ხელის ჩაჭიდება უნდა მოვადუნოთ (ფოტოები 2 და 3) კენის შემობრუნებისათვის აუცილებელი დროით. კენი დაიძვრება მარჯვნიდან რათა სპირალის ბოლოს მარცხნიდან გაჭრას.
  • თუ მარცხენა ფეხია წინ, მაშინ მარცხენა ხელის ჩაჭიდება უნდა მოვადუნოთ (ფოტო 7) კენის შემობრუნებისათვის აუცილებელი დროით. კენი დაიძვრება მარცხნიდან რათა სპირალის ბოლოს მარჯვნიდან გაჭრას.

ცუკაზე ხელების ეს ურთიერთმონაცვლე მოდუნებები საშუალებას გვაძლევს ხელები სახის წინ დავიტოვოთ ხმლის ატანისას და თავიდან ავირიდოთ მათი ცდომილი მოძრაობები სხეულის მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. ხელები უნდა ავიდეს პირდაპირ, მათი ადგილი კინკრიხოს ზევითაა და სწორედ იქ შემობრუნდება კენი, რადგან სწორედ იქ ბრუნავს სხეულის ვერტიკალური ღერძიც. ამ დროს ამ ღერძის უმცირესი მოძრაობა გადაეცემა ხმალს, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მასთან. ამიტომაც ამბობენ აიკი კენის შემთხვევაში, ეს ხმალია, რომელსაც ქუდივით ატარებენო (ფური კაბურუ).

ორივე შემთხვევაში ხელი, რომელიც ბრუნვის დროს ეშვება, ისევ მტკიცედ უნდა ჩაევლოს ჭრის მომენტში (ფოტოები 4, 5, 9).

ჩვენ უკვე ვრცლად ვილაპარაკეთ იმ მიზეზზე, რის გამოც თეძოები და მხრები ანფასში დგება ზუსტად იმ მომენტში, როცა ხმალი სამიზნეს ეხება და სად უნდა გამოვიყენოთ სხეულის მაქსიმალური ძალა შომენ უჩიკომით ჭრისას (შდრ. აიკი კენი #2 და #4). და ვნახეთ, რომ ეს თავისებურება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს და საშუალებას გვაძლევს ხმლის პირი უნაკლოდ ვერტიკალურ მნდგომარეობაში ჩამოვიტანოთ, ყოველგვარი კუთხეების გარეშე, რაც ერთგვარი მოთხოვნაა შომენ უჩიკომის შემთხვევაში.

ამ კონტექსში ვნახეთ, თუ რატომ გააქვს წინა თეძოდან ჭრას უკანა თეძო კიდევ უფრო უკან, რითაც სხეულს აიძულებს პროფილში დადგეს ( შდრ. აიკი კენი #3), და როგორ იხრება აუცილებლად გარკვეული კუთხით ხმალი, რაც ყოველგვარ შომენით ჭრას გამოუსწორებლად უშლის ხელს.

აქედან არ უნდა დავასკვათ, რომ პროფილის დგომი იოკომენის ჭრას შეესაბამება. მართლაც, მოძრაობის პრინციპი იგივე რჩება, შომენს ვურტყამთ თუ იოკომენს. დგება მომენტი, როდესაც ორი თეძოს ურთიერთშემავსებელი ბრუნვა აპოგეას, მაქსიმალურ ძლიერებას აღწევს და ეს ზუსტად ის მომენტია, როცა თეძოები წინისკენ და უკნისკენ ენაცველება ერთმანეთს, როცა ძალის ყველა პარამეტრი თავმოყრილია, ეს მოქმედების უმაღლესი წერტილია, მომენტი, როცა ხმალი სამიზნეს უნდა შეეხოს. ესაა ირიმი (შდრ. აიკი კენი #4). ეს მომენტი ერთია შომენისთვისაც და იოკომენისთვისაც (და ვნახავთ, რომ ძუკისთვისაც).

რაც კუთხეს აძლევს კენს და განასხვავებს იოკომენით შეტევას შომენისაგან, თეძოების უმიზეზო და საწინააღმდეგო ფეხის მხარეს შესულებული ბრუნვის ეფექტი არ გახლავთ. ეს სხეულს პროფილში დააყენებდა. ხმალს კუთხეს ის ამბავი აძლევს, რომ იგი მარჯვნიდან მარცხნივ ან მარცხნიდან მარჯვნივ ქანაობს თავისებური ბრუნვითი მოძრაობით მხრების გარშემო და ეს მოძრაობა მიუყვება სპირალს, რომლის ორიენტაციაც დიაგონალურია და არა ვერტიკალური, როგორც ეს შომენის დროს იყო.

რაც შეეხება სხეულს, ის ყოველთვის ერთნაირად და ერთი ლოგიკით მოქმედებს და ვერც იქნება სხვაგვარად გამომდინარე ერთიანი მოქმედების პრინციპიდან, რომელსაც ო-სენსეი ირიმი-ტენკანს უწოდებდა. ამის შემოწმება იოკომენ უჩის ჭრაზე შეიძლება, რომელსაც მარცხნიდან ასრულებს ფუძემდებელი თავის ვაჟ, კოშომარუზე:

ახლა კი ყურადღებით დავაკვირდეთ იოკომენ უჩის ჭრას, ამჯერად მომდევნო ფოტოზე:

ფუძემდებელს აქ თავისი სხეული უჩიტაჩის შეტევის ხაზიდან 90°-იანი კუთხით გააქვს, ტერფებისა და ტატამის პოზიცია საშუალებას გვაძლევს იოლად გადავამოწმოთ ეს კუთხე და იგი სწორად მივიჩნიოთ. ეს კუთხე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომელსაც ვხედავთ მარცხენა იოკომენ უჩის ფოტოზე და აქ ცხადია, რომ ო-სენსეი ამას იმ გადაადგილების ფასად აღწევს, რომელსაც იგი ბევრად უფრო შორს გადაჰყავს სივრცეში.

თვალის ნაჩქარევმა შევლებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ იგი აქ წინა თეძოთი ურტყამს, ვინაიდან სწორი კუთხით დარტყმა, ცხადია, შეუძლებელია უკანა (მარჯვენა) თეძოსთვის, რომელიც მისთვის უკანაა მოქმედების დასაწყისში. არადა ეს ასე არ არის, ო-სენსეი, რა თქმა უნდა, უკანა თეძოდან ურტყამს. როგორაა ეს შესაძლებელი?

ამ დილემის გადაჭრა მაიძულებს განმარტების იმ ლოგიკას მივყვე ბოლომდე, რომელიც ამ ტექნიკური რვეულებისათვის შევიმუშავე და ფარდა ავხადო აქამდე კარგად დაცულ ერთ საიდუმლოებას: ო-სენსეის გადაადგილებას.

ამავე მიზეზით გამოვაჩენ ერთ გასაღებს, შესაძლებელს გახდის იმას, რაც შეუძლებელი ჩანს აიკიდოს კლასიკური და განზოგადებული დიდაქტიკის მიხედვით. დიდაქტიკისა, რომელმაც დიდი თხრილი გაიყვანა აიკიდოს სწავლებასა და ფუძემდებლის აიკიდოს შორის, რომელიც ო-სენსეის სიცოცხლეშივე არსებობდა, რომელსაც იგი ილუზიების გარეშე უყურებდა და რომელსაც ასეთი ფატალიზმით უყურებდა:

თუ პატივს არავინ დამდებს და არ შემოტრიალდება ჩემკენ, არ მეყოლება თანამგზავრი. ― მორიჰეი უეშიბა, 'ტაკემუსუ აიკი', ტომი III, გვ. 54, სენაკლის გამომცემლობა, საფრანგეთი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-7-suburi-5?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)