აიკი კენი #6 – სუბური #3

მე-2 ბიჯის დროს, რომელიც მარჯვენა ფეხის უკან გადგმით სრულდება, კენი თავს ზემოთ შანდალივით აღმართული ადის, თითქოს ცა უნდა გახვრიტოსო და ერთი წამით სხეულის ცენტრალური ღერძის ადგილს იკავებს. ამით ის მნიშვნელოვნად განსხვავდება მე-2 სუბურისაგან, სადაც იგივე მოძრაობა სულაც არ სრულდება ამავე შეგრძნებით.

მართლაც, მე-2 სუბურის დროს კენი არ არის ვერტიკალური და იატაკის პერპენდიკულარული, პირიქით, ის დაუყოვნებლივ იღებს შეტევის კუთხეს:

რატომ არის განსხვავება ამ ორ მოძრაობას შორის, მაშინ როცა კენი თავს ზემოთ სხეულის მკაცრად იდენტური პოზიციით ადის?

ამბობენ, ციური ენერგიის დასაჭერად, როცა კენი გამართულად ადისო. მაგრამ თუ ციური ენერგიის დაჭერა ასეთი მომგებიანია და ამასთან ყველასაც ხელეწიფება, მაშინ რატომ ვიკლებთ ამას და ამ ენერგიას მე-2 სუბურის დროსაც არ ვიჭერთ?

სინამდვილეში, მე-3 სუბურის მე-2 ბიჯი მე-3 ბიჯთან კავშირში უნდა გავიაზროთ, რომელიც მას მყისიერად მოჰყვება:

  • მე-2 ბიჯი ცას კი არ ხვრეტს, არამედ გვიჩვენებს ცას,
  • მე-3 ბიჯი კი გვიჩვენებს მიწას:

მე-3 სუბურით განსხეულდება ვერტიკალური ღერძი, რომელიც ცას – ადამიანის გავლით – დედამიწასთან აკავშირებს. მე-3 სუბური იმ შეგრძნებით უნდა შესრულდეს, რომ ადამიანს მართლა აქვს უნარი ერთმანეთთან დააკავშიროს ცა და დედამიწა. და რომ ამ თვალსაზრისით ცასა და დედამიწას სჭირდებათ ის, როგორც შემაერთებელი ხაზი. ადამიანი საჭიროა როგორც ცისთვის, ისე დედამიწისთვის. და თუკი ის მართლა იქცევა ამ შემაერთებელ ხაზად, მაშინ სამყარო მასშია. და ეს დგომი ამ, მესამე სუბურში ამიერდან ბევრად უფრო ფართო აზრს იძენს, ვიდრე ამა თუ იმ მოძრაობის უბრალო ტექნიკური ასპექტი.

მე-4 და მე-5 ბიჯებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჭრის სწორი შესრულებისათვის და ეს მომენტი განხილული იქნება ცალკე ტექნიკურ სტატიაში. მე-6, მე-7 და მე-8 ბიჯები კი მეტ-ნაკლებად იგივეა, რაც მეორე სუბური და ამიტომ მისი დეტალური შესწავლისათვის აიკი კენი #1-ზე მიგითითებთ.

ახლა გავიხსენოთ ჩვენი 1-ელი და მე-2 სუბურების კვლევა (შდრ. აიკი კენი #1, #2 და #3) და ის, თუ რა დასკვნამდე მივედით იქ:

(...) მარჯვნიდან ორჯერ ვერ გაჭრი ერთმანეთის საპირისპირო დგომებიდან. პირველი სუბური სინამდვილეში მარცხენა თეძოთი ჭრაა, მეორე სუბური კი მარჯვენა თეძოთი. ვარჯიში არ აყალიბებს სხეულს გაუწონასწორებლად და ცალმხრივად, ვარჯიში ორივე მხარეს ჰარმონიულად ავითარებს. აიკი კენის პირველი და მეორე სუბური არ არის „განსხვავებული ტექნიკები“, ეს ერთი და იმავე რამის ორ მხარეა, ეს ერთი და იგივე მოძრაობაა, ერთხელ მარცხნიდან და მეორედ მარჯვნიდან დანახული.
აიკი კენი #2

მაშასადამე 1-ელი და მე-2 სუბური ადამიანთან მიმართებაში მარცხენა/მარჯვენა განზომილებას გამოხატავს. და ძალიან მომგებიანი იქნებოდა, პირველი და მეორე ავასეებიც ამავე ჭრილში განგვეხილა. ავასეების განხილვა, ბუნებრივია, სუბურების შესწავლა მოჰყვება კვალად. მაგრამ ეს ჯერ ცოტა ადრეა, რადგან იქამდე სუბურების ფუნდამენტური სწავლება უნდა იყოს სრულად ინტეგრირებული. აქ კი ჩვენ ჯერ საქმის ბოლოში არ გავსულვართ.

გავიხსენოთ აიკი კენი #4-ში მეოთხე სუბურის შესახებ გამოთქმული მოსაზრებაც:

ივამაში იარაღი სისტემატურად გარეთ ისწავლებოდა და, ზამთარ-ზაფხულ, წლების განმავლობაში ალბათ კილომეტრები გავიარე აიკი ჯინჯას წინ საიტო სენსეის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მეოთხე სუბურის კეთებით.
მართლაც, 1-ლი და მე-2 სუბურებისგან განსხვავებით, რომლებიც ადგილზე კეთდება (ყოველ ჯერზე საწყის პოზიციას ვუბრუნდებით სავარჯიშოს თავიდან გასაკეთებლად), მეოთხე სუბურის დროს ამ სუბურების მარჯვენა/მარცხენა ჭრა ერთმანეთს ენაცვლება და ებმის და გრძელდება იქამდე, სადამდეც სავარჯიშო მოედნის სიგრძე იძლევა ამის საშუალებას. ამ აქეთ-იქით სიარულს ახალი განზომილება შემოაქვს – სიღრმე – რაც 1-ელ და მე-2 სუბურებში არ არსებობს და რაც შესაძლებელი ამ ორი სუბურის ერთ ბმად შერწყმით ხდება. ამას მე-4 სუბური ეწოდება და სრულდება უკანა ფეხის წინ წადგმით როგორც 1-ლი, ისე მე-2 სუბურის დროს (...)

მაშასადამე, მე-4 სუბური ადამიანთან მიმართებაში მარცხენა/მარჯვენა განზომილებას გამოხატავს.

ამიტომაც უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც კენის პირველ ოთხ სუბურს ვაკეთებთ, ამით იმ სამგანზომილებიანი სივრცის 3 ღერძის მატერიალიზებას ვახდენთ, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს:

  • 1-ლი და მე-2 სუბურები: მარცხნივ და მარჯვნივ
  • მე-3 სუბური: ზევით და ქვევით
  • მე-4 სუბური: წინ და უკან

და რაკი სიმბოლიკის სფეროსაც მოვადექით, დროა, შემდეგი მიმართებაც წარმოვაჩინოთ. იაპონურ ხმალში ძირითადად ხუთ ფუნდამენტურ დგომს ცნობენ:

  • ჯოდან ნო კამაე
  • ჩუდან ნო კამაე
  • გედან ნო კამაე
  • ჰასო ნო კამაე
  • ვაკი კამაე

ამ დგომთაგან ორი არ გამოიყენება აიკი კენში: გედან ნო კამაე და ჰასო ნო კამაე (სამაგიეროდ, ეს უკანასკნელი აიკი ჯოს ჰასო გაეშიან მოძრაობებში იხმარება).

ანუ აიკი კენში მხოლოდ სამი ფუნდამენტური დგომი გვაქვს:

1 – ჩუდან ნო კამაეადამიანის დგომი

2 – ჯოდან ნო კამაეცის დგომი

3 – ვაკი კამაემიწის დგომი

აიკი კენის პირველი სუბური პირველი დგომიდან (ჩუდან ნო კამაე) შეტევის თვალსაჩინოებაა.

აიკი კენის მეორე სუბური მეორე დგომიდან (ჯოდან ნო კამაე) შეტევის თვალსაჩინოებაა.

აიკი კენის მესამე სუბური მესამე დგომიდან (ვაკი კამაე) შეტევის თვალსაჩინოებაა.

აიკი კენის პირველი სამი სუბური აიკიდოს ხმლის სამი დგომის თვალსაჩინოებაა.

აი რატომ ისწავლება ისინი ამ თანამიმდევრობით. ჩუდან ნო კამაე პირველია, ხოლო ჯოდან ნო კამაე მეორე, იმიტომ რომ ჯოდან ნო კამაე გრძელდება ჩუდან ნო კამაედან. ვაკი კამაე ბოლოა, რადგან იქამდე მისასვლელად ჯერ ჯოდან ნო კამაე გვაქვს გასავლელი. მეოთხე სუბურით სრულდება შომენ უჩიკომით ჭრის შესაძლებლობათა შესწავლა და ამისთვის, როგორც ვნახეთ, 1-ელ და მე-2 სუბურებს ვუბრუნდებით, რომელთა ბმასაც ის წარმოადგენს (შდრ. აიკი კენი #4). ამით შომენთან დაკავშირებული წრედი იკვრება.

მაგრამ იაპონური ხმლით სამგვარი შეტევაა შესაძლებელი: შომენი, იოკომენი (გიაკუ იოკომენი მხოლოდ და მხოლოდ შომენის ვარიანტია) და ძუკი. მაშასადამე, ახლა იოკომენისა და ძუკის შესწავლა დაგვრჩა.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის თებერვალი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-6-suburi-3?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)