აიკი კენი #5 – რიაი

ფუნდამენტური კავშირი აიკი კენსა და ტაი ჯიცუს შორის (რიაი)

ამ ტექნიკურ რვეულში არც საკუთრივ კენის მუშაობაზე იქნება ლაპარაკი და არც სუბურზე.

აქ აუცილებელ პაუზას ვაკეთებთ, რათა ტაი ჯიცუს სფეროსათვის დასკვნები გამოვიტანოთ იმ ელემენტებიდან, რომლებიც კენმა მოგვიტანა აქამდე.
რომელი ფუნდამენტური ელემენტი გამოვიდა სააშკარაოზე აიკი კენი #1, #2, #3 da #4?

ცხადია, ეს ის აღმოჩენაა, რომ კენის ტექნიკები ამუშავებულია უკანა თეძოდან და არა წინა თეძოდან.

ვფიქრობ, რომ ეს პუნქტი მყარადაა წარმოჩენილი წინა ოთხ სტატიაში.

ყველგან ამბობენ, აიკიდო რიაიაო, სინთეტური ხელოვნებააო, ერთიაო, მოქმედების პრინციპი ყოველთვის ერთი და იგივეა მაშინაც, როცა ხელები შიშველი გვაქვს და მაშინაც, როცა ხელში ჯო, კენი ან მარაო გვიჭირავსო. მთავარი პრინციპის გამოისობით – როგორც გი ბეარი მღერის – აიკიდოში ვხედავთ კავშირს ყველაფერსა და ყველაფერს შორის… და ხანდახან სრულიად განსხვავებულ რაღაცეებშიც კი. მაშინ, რაკი ცნობილია, რომ სწორედ უკანა თეძო გადასცემს ენერგიას აიკი კენის ტექნიკებს, უნდა გამოვიდეთ ერთიანი მოქმედების პრინციპიდან, რომ აუცილებელია, იგივე ფუნდამენტური კანონი იქნეს დაცული შიშველი ხელების ილეთებისთვისაც. თუ ოდესმე ასე არ იქნება, აიკიდოს ერთიანობის პრინციპი, რომელზეც ყველა თანხმდება, ვერ გადამოწმდებოდა და ასეთ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა, აღარ მოგვეხსენებინა და სამუდამოდ დაგვევიწყებინა იგი.

― ოქეი, ლოგიკაში გეთანხმებით, ფილიპ, მაგრამ აქ კონკრეტიკაც კარგი იქნებოდა!

მაშ ახლა, როცა მოვნიშნეთ, თუ რა უნდა იყოს გადამოწმებული ტაი ჯიცუში, საკმარისია, შევხედოთ, როგორ აკეთებდა მათ ო-სენსეი და ვნახოთ, არის თუ არა აიკიდოში წარმმართველი უკანა ფეხზე დაყრდნობილი უკანა თეძო შიშველი ხელის ყველა ილეთის დროს.

თუ საჭიროა პატარა ჩარჩოში აღნიშვნა, აღვნიშნოთ კიდეც:

ზედა 16 მოქმედებაში სხეულის ღერძის ბრუნვას წინა თეძო უკნისკენ მოჰყავს, ხოლო უკანა თეძოს წინისკენ აწვება. ამის გამოა, რომ ო-სენსეის თეძოები და მხრები ყოველთვის ანფასშია მოქმედების შუაგულის მიმართ იმ კრიტიკულ მომენტში, როცა მაქსიმალური ძლიერების ყველა პარამეტრი ერთად უნდა იყოს თავმოყრილი.

მომენტი, როდესაც ხმლის ტექნიკის დროს ბასრი პირი უნდა შეეხოს მიზანს, აპოგეის მომენტია შიშველი ხელისთვისაც. ესაა ირიმი. ზუსტად ამ დროს სხეული ანფასში უნდა იყოს, ზუსტად ამ დროს, ჰანმის დგომის სამკუთხედი სულ ერთი წამით კვადრატად გადაიქცევა.

საკმარისად განვიხილეთ ილეთები…? თუ განვაგრძოთ… ?

ვფიქრობ, შეგვიძლია, აქ შევჩერდეთ.

ტაი ჯიცუს ყველა ილეთისთვის წარმმართველი უკანა თეძოა. არც ერთი არ იწყება წინა თეძოთი.

უნდა გავიგოთ ეს.

შესაფერისად გამოყენებულ ამ ცოდნას შეუძლია სიღრმისეულად გარდაქმნას მთელი ტაი ჯიცუ აიკიდოში.

რასაკვირველია, უკანა თეძო ხშირად გადის წინ საქმის დასრულების შემდეგ. ეს ცვლილება თვალის დახამხამებაში ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ მოძრაობის არსებითი ნაწილი ამ დროს უკვე შესრულებულია, როგორც, მაგალითად, კენის შომენ უჩიკომის შემთხვევაში, როცა უკანა ფეხი წინ მიდის მეორე სუბურის დროს (შდრ. აიკი კენი #1 და აიკი კენი #4):

გავრცელებული შეცდომა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ უკანა თეძოს წინ გაწევა ერევათ ხოლმე ტექნიკის კეთებაში პირდაპირ წინა თეძოდან, თავიდან იქნება აცილებული, თუ კარგად გავიგებთ ერთიანი მოქმედების პრინციპს, რომელიც საერთოა აიკიდოს ყველა ტექნიკისთვის:

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის თებერვალი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-5-riai?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)