აიკი კენი #4 – სუბური 4

― სუბური 1 მე-2-ის შემდეგ, მე-4 კი 1-ლის მერე… ფილიპს სკოლაში თვლა არეულ-დარეულად უსწავლია!

რასაკვირველია, მე-3 სუბურს განვიხილავთ თავის დროზე და იმასაც ვნახავთ, თუ რატომ არის ის მაინც და მაინც რიგით მესამე.
აბა მაშინ რატომ ჩავსვით მე-4 სუბური 1-ლისა და მე-2-ის შემდეგ?
სწორედ იმიტომ, რომ მე-4 სუბური 1-ლი და მე-2 სუბურებისგან აწყობილი ერთიანობაა, მე-4 სუბური ერთმანეთზე გადაბმული 1-ლი და მე-2 სუბურებია (4 = 1 + 2).

მოძრაობის პირველი ნაწილი სუბური n°1-ია, ოღონდ ყურადღებით, სუბური n°1 შესრულებული ისე, როგორც ეს აიკი კენი #2-ში განვმარტეთ, ანუ მოძრაობის პრინციპის მოთხოვნებს დაქვემდებარებულად შესრულებული: უკანა და არა წინა წარმმართველი თეძოთი:

ზოგი იტყვის, უკანა ფეხი პირველ სუბურში არ უნდა გადიოდეს წინ და ამიტომაც ეს 1-ლი სუბური არ არისო. თუმცა ამ საწინააღმდეგო მოსაზრებას უკვე გავეცით პასუხი (აიკი კენი #1 და აიკი კენი #2), როდესაც ვაჩვენეთ, რომ 1-ელ და მე-2 სუბურებში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, გავა თუ არა ფეხი წინ საიმისოდ, რომ ისინი ამგვარად დავახარისხოთ.

აქაც გავიმეოროთ, რომ უკანა ფეხის წინ წადგმა 1-ელ და მე-2 სუბურებში მეორეხარისხოვანი ფენომენია, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს გარემოებებიდან გამომდინარე და ამით, ცხადია, სხეული გადაადგილდება ან არა სივრცეში, მაგრამ ის ვერ ცვლის სუბურის არსს.

თუ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა საჭირო, აი ფოტო, რომელზეც ო-სენსეი ახალგაზრდა ნობუიოში ტამურას ჭრის მეორე სუბურით. წარმმართველი თოძი სწორადაა უკანა თეძო, მაგრამ ამის გამო უკანა ფეხი არ გადის წინ. უბრალოდ იმიტომ, რომ მააი არ საჭიროებს ნაბიჯს წინ სამიზნის მისაწვდომად:

როდესაც სხეულის უკანა ნაწილი წინ არ მიდის მე-2 სუბურის ბოლოს, ანდა წინ მიდის 1-ლი სუბურის ბოლოს, ეს სულაც არ არის პრობლემა 1-ლი და მე-2 სუბურების შესრულებისას, პირიქით ადასტურებს კიდეც ამ სუბურთა სრულყოფილ სიმეტრიას, როგორც ეს აიკი კენი #1-სა და აიკი კენი #2-ში გამოვიტანეთ სააშკარაოზე. და სხვათა შორის ასე ასწავლიდა კიდეც საიტო სენსეი:

ივამაში იარაღი სისტემატურად გარეთ ისწავლებოდა და, ზამთარ-ზაფხულ, წლების განმავლობაში ალბათ კილომეტრები გავიარე აიკი ჯინჯას წინ საიტო სენსეის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მეოთხე სუბურის კეთებით.

მართლაც, 1-ლი და მე-2 სუბურებისგან განსხვავებით, რომლებიც ადგილზე კეთდება (ყოველ ჯერზე საწყის პოზიციას ვუბრუნდებით სავარჯიშოს თავიდან გასაკეთებლად), მეოთხე სუბურის დროს ამ სუბურების მარჯვენა/მარცხენა ჭრა ერთმანეთს ენაცვლება და ებმის და გრძელდება იქამდე, სადამდეც სავარჯიშო მოედნის სიგრძე იძლევა ამის საშუალებას. ამ აქეთ-იქით სიარულს ახალი განზომილება შემოაქვს – სიღრმე – რაც 1-ელ და მე-2 სუბურებში არ არსებობს და რაც შესაძლებელი ამ ორი სუბურის ერთ ბმად შერწმით ხდება. ამას მე-4 სუბური ეწოდება და სრულდება უკანა ფეხის წინ წადგმით როგორც 1-ლი, ისე მე-2 სუბურის დროს.

მაშასადამე ეს სავარჯიშო მარცხენა და მარჯვენა ჭრების გამეორებაა, სადაც უკანა თეძო ყოველ ჯერზე წარმმართველია. არა მგონია, ჩემი ივამელი ამხანაგები შემეწინააღმდეგონ, ვინაიდან სწორედ ასე ასწავლიდა მათ საიტო სენსეი და სწორედ ასეც ასწავლიან ისინიც თავიანთ მოწაფეებს. აქ არაფერს ორიგინალურს მე არ ვაბმობ.

მაგრამ ახლა ასეთ შეკითხვას ვსვამ: *რაკი ცნობილია, ასე ასწავლიდა საიტო სენსეი და ამას ყველა იზიარებდა, რომ ამ გამეორებებში მარცხენა ჭრაც და მარჯვენა ჭრაც ყოველ ჯერზე უკანა თეძოთი სრულდება, რამსიგრძეზეც არ უნდა იყოს გადაჭიმული მოედანი, რა აზრი აქვს ამავე ჭრის შესრულებას პირველ ჯერზე - და მხოლოდ პირველ ჯერზე - წინა თოძოდან? **რა აზრი აქვს პირველი სუბურის შესრულებას პირველ ჯერზე წინა თეძოდან, მაშინ როცა შემდგომ ყოველ ჯერზე უკანა თეძოდან იქნება შესრულებული? ***

რასაკვირველია, არც ერთ ჯერზე და ეს ფიზიოლოგიურადაა შეუძლებელი, როგორც ეს აიკი კენი #1-სა და აიკი კენი #2-შია ნაჩვენები. მაგრამ ახლა მშვიდად ვართ, რადგანაც ვიცით, რომ საიტო სენსეი ასე ასწავლიდა (შდრ. აიკი კენი #3). ამიტომაც, თუ საიტო სენსეისავით მეოთხე სუბურს ისე დავიწყებთ, როგორც 1-ლი სუბური კეთდება, ჩვენ ამას პირველი სუბურის ჭეშმარიტი ლოგიკით გავაკეთებთ (ფოტოები 1, 2, 3), ანუ დავარტყამთ უკანა და არა წინა თეძოთი.

მეოთხე სუბურის მეორე ნაწილი, ცხადია, მეორე სუბურია. ამას ყველა ხედავს და არავინ დავობს. ამიტომაც არა ღირს აქ, ამ სუბურის დეტალებში შესვლა, რაც გრძლადაა განხილული აიკი კენი #1-ში და მსურველს ზემოხსენებული ტექნიკური რვეულის გადაკითხვას ვურჩევ.

მაშასადამე მეოთხე სუბური 1-ლი და მე-2 სუბურების კომბინაციაა, რომელსაც შომენ უჩიკომი ხან მარჯვენა, ხანაც კი მარცხენა მდგომარეობაში გადაჰყავს. მაშინ შომენ უჩიკომის იმ ფუნდამუნტურ პუნქტს დავუბრუნდეთ, რომელიც აიკი კენი #1-სა და აიკი კენი #2-შია მოხსენიებული, თუმცა ამას არასდროს საკმარისი ყურადღება არ ეთმობა ხოლმე: ზუსტად რა ხდება შომენ უჩიკომის ჭრის ელვისებურ მომენტში?

ეს არის შესანიშნავი მომენტი, როდესაც ორი თეძოს დამასრულებელი ბრუნვა თავის აპოგეას, მაქსიმალურ სიმძლავრეს აღწევს, ზუსტი მომენტი, როდესაც ორივე თეძო ერთმანეთის გასწვრივაა, ანუ მომენტი, როცა უჩის მენჯი ზუსტად ანფასშია, მომენტი, როდესაც უკანა ფეხი ამთავრებს მთელი თავისი ძლიერების გადაცემას და როდესაც ტერფი, უკვე უსარგებლოდ ქცეული უკან, მიწას სწყდება წინ წასადგმელად. ის მომენტი, როდესაც მაქსიმალური სიმძლავრის ყველა პარამეტრი თავმოყრილია, მოქმედების უზენაესი წერტილია, მომენტი, როდესაც ხმალი უნდა შეეხოს. ესაა ირიმი.

აქ განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს, რომ ჭრის მომენტში უკანა (მარჯვენა) წარმმართველი თეძო თავისი წინისაკენ ბრუნვის დასასრულთანაა მისული. რა თქმა უნდა, ის კიდევ განაგრძობს ამ წერტილიდან წინსვლას, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ერთ ხაზზე მეორე თეძოსთან. ამას ერთი ბიომექანიკური მიზეზი აქვს: თეძოების ურთიერთშემავსებელი ბრუნვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ორივე ტერფი ძირსაა.

მართლაც, როგორც კი უკანა ტერფი მიწას მოსწყდება, სხეულის საყრდენის 100 % ძალით გადაეცემა მარცხენა ფეხს. ის ამის გამო მიწაზეა მიჯაჭვული იმ თეძოთი, რომელიც მას უჭირავს. ამიტომ ეს წინა თეძო ამ მოცემულ მომენტში გაჩერებულია, რადგან სრულიად შეუძლებელია მისი ბრუნვა უკნისაკენ. ამიტომაც უკანა (მარჯვენა) თეძო წინ მარტო გადის, მარცხენა თეძოს მონაწილეობის გარეშე. ის თავის გზას პირდაპირ განაგრძობს, როგორც ლიანდაგზე, ქანს კი ორივე თეძოს ბრუნვით აღმოცენებული საწყისი ენერგიიდან იღებს. ესაა ტაი ნო ჰენკა.

აი რატომ შეიძლება და უნდა იყოს კიდეც შომენი სრულყოფილად პირდაპირი. მახსოვს საიტო სენსეის ინსტრუქციები ამ საკითხზე:

მნიშვნელოვანია, რომ ხმალი ავიდეს თავს ზემოთ და დაეშვას სრულიად ვერტიკალურ ხაზზე (…) - ტრადიციული აიკიდო, ტომი 1, გვ. 24.

როდესაც უჩი ტაჩი ფოტოზე ნაჩვენებ წერტილს აღწევს, წინ მხოლოდ ქანით მიიწევს. თეძოების ტრიალისგან წარმოქმნილი ვერავითარი ძალა ვეღარ გაჩნდება, რაკი მოძრავი ერთი თაძოღა რჩება. როტაციული ძრავა გამორთულია. გაუძრავებული მარცხენა თეძო აუცილებლად უნდა დაელოდოს, რომ სხეულის მეორე ნახევარმა დაასრულოს თავისი გზა წინისაკენ, რომ (მარჯვენა) ტერფი ძირს დაიდოს, რათა დაასრულოს თავისი ბრუნვა უკნისაკენ და ამით ჰანმის პოზიცია აღიდგონოს უკანა (მარცხენა) ტერფით. მაგრამ ვერანაირი ძალა ვერ გამოიყოფა ამ ფინალური ბრუნვით, რადგან მარცხენა თეძო აქაც ეულად მუშაობს, სხეულის საყრდენი მარჯვენა ფეხზეა გადატანილი და ამით ამჯერად მარჯვენა თეძოა გაშეშებულ-განეიტრალებული. და თან მაინც გვიანია ყველაფერი, ჭრა ამ დროს უკვე კარგა ხნის დასრულებულია.

თუ დავაკვირდებით, რომ იმ მომენტში, როცა ეს ფოტოა გადაღებული, ო-სენსეი უკვე გასულია შეტევის ხაზიდან, მივხვდებით, რომ კენი სადაცაა შეეხება და რომ თეორიული დაჯახება გარდაუვალია. უჩი ტაჩის უკანა ფეხი და ტერფი ჯერ კიდევ აშკარად უკანაა. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ უკანა ფეხი და ტერფი დარტყმის შემდეგ მოდის, არავითარ შემთხვევაში მასთან ერთდროულად არ უნდა მოვიდეს და კიდევ უფრო ნაკლებად დასაშვებია, რომ წინ უსწრებდეს დარტყმას.

გადავამოწმოთ ახლა, რომ შომენ უჩიკომით ამგვარი შეტევა საიტო სენსეის მხრიდან რაიმე გადახვევა ან გამოგონება არ არის და რომ თვით ო-სენსეი ასწავლიდა ასე. გადავამოწმოთ, რომ ფუძემდებლის უკანა ფეხი სისტემატურად დარტყმის მერე მოდის (შდრ. ასევე ეს პუნქტი აიკი კენი #1) :

წყეულიმც იყოს, ვინც ამაზე ცუდი იფიქროსო“… როგორც ჩვენი მეგობარი ინგლისელები იტყვიან. იმის სანახავად, თუ რაოდენ სახიფათოა მოძრაობის პრინციპიდან გადახვევა, შევადაროთ ახლა მორიჰირო საიტოს სწორი შეტევა და შეტევის ფორმა, რომელიც პირიქით, არ იცავს ჭრისას სხეულის სხვადასხვა ნაწილების სინქრონიზაციას:

უთუოდ მისაყვედურებენ ასეთი შედარებისათვის, მაგრამ ეს მაინც უნდა ყოფილიყო ნაჩვენები მათთვის, ვისაც თვალები აქვს.

ამ სტატიის დასასრულს, მინდა წამით ო-სენსეის ჭრის პოზიციას დავუბრუნდე და ამით ერთი დამატებითი ცნობა მოგაწოდოთ, რომელიც მე სასარგებლოდ მეჩვენება:

ვნახეთ, რომ დარტყმის მომენტში ფუძემდებლის თეძოები და მხრები ანფასშია. ვნახეთ, რომ წარმმართველი თეძოს ფინალური მოძრაობა წინისაკენ ამ წერტილიდან მოყოლებული შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სწორხაზოვანი იყოს. და სწორედ ამიტომაა, რომ კენი სულ უმცირესი კუთხის გარეშეც შეიძლება დაეშვას სრულყოფილად ვერტიკალური შომენ უჩიკომით.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ჭრა საპირისპირო მხარესაა, როგორც ეს მაშინ ხდება, როცა წინა თეძოთი ურტყამენ. სხეული აუცილებლად პროფილში აღმოჩნდებოდა და ვერაფრით ვერ ავიცილებდით თავიდან ხმლის პირის გვერდულად გადახრას, რაც ბუნებრივი იქნებოდა ამგვარ ბიომექანიკურ კონტექსტში. მაშასადამე შეუძლებელი შეიქნებოდა სრულიად ვერტიკალური შომენ უჩიკომის გაკეთება. შომენი აუცილებლად გადაიქცეოდა იოკომენად, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მოხმალავის ნიჭი და კეთილი ნება.

და აქვე მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც არ აკმაყოფილებს თავისი შომენი, ყველას, ვინც იკვლევს, მაგრამ ვერ ხვდება, როგორ შეიძლება გაჭრა პირდაპირ, როცა სხეული პროფილშია, რომ სავსებით ბუნებრივია, თუკი მათ ეს არ გამოსდით... იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. წინა თეძოდა ჭრა აიძულებს სხეულს, დადგეს პროფილში და ამით ხმლის პირს გარდაუვლად უშლის ხელს, იყოს ვერტიკალური. ო-სენსეი უკანა თეძოდან ჭრიდა.

*პროფილში დგომი არსებობს აიკიდოში, მაგრამ ის განკუთვნილია დგომისთვის, ის არ გამოიყენება ჭრისთვის: *

და საიტო სენსეიმ მეტი რომ არ შეიძლება, ისე მკაფიოდ მიუთითა ეს თავის წიგნში (ტრადიციული აიკიდო, ტომი 1, გვ. 49):

ფოტო 1 გვიჩვენებს ხმლის ფუნდამენტურ დგომს (პროფილში), ჩუდან ნო კამაეს.

ფოტო 2 კი ჭრის ფინალურ ფაზას გვიჩვენებს (ანფასში).

იმედი მაქვს, ამ პუნქტისთვის ნათელის მოფენით ბევრ მოვარჯიშეს ამოვუღე ფეხიდან ეკალი.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის თებერვალი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-4-suburi-4?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)