აიკი კენი #3 – სუბური 1 – მე-2 ნაწილი

გაფრთხილება – აიკი კენის პირველი სუბურის სწორ გაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აიკიდოს პრაქტიკისთვის მთლიანობაში (აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ). მასალა ძალიან გრძელი და ძალიან მძიმე აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ამ ერთ ტექნიკურ რვეულში ჩაგვეტია. ამიტომაც კითხვის გასაიოლებლად ორ ნაწილად გავყავი. თუმცა პირველი ნაწილი არასრულია მეორის გარეშე, მეორე კი გაუგებარი იქნება პირველის გარეშე. ამიტომაც გთხოვთ, ორივე ნაწილი წაიკითხოთ იქამდე, ვიდრე ამ კვლევის საგნის განსჯას შეუდგებოდეთ.

(1-ლი ნაწილის გაგრძელება)

[აი აიკი კენი # 2, 1-ლ ნაწილში დღის სინათლეზე გამოტანილი უკანა თეძოდან ჭრის მრავალი დადასტურების ერთ-ერთი მაგალითი.]

ჰაპო გირის მე-3 ბიჯი მდგომარეობს შემდეგში: ჰიდარი ჰანმიდან მოწინააღმდეგის მარჯვენა მხარეს გიაკუ იოკომენით (1-2-3) ვჭრით და ამ 90°-იან ჭრას უკან მდგომი მოწინააღმდეგის გასაჭრელად 180°-იანი შომენ უჩიკომით (4-5) ვაგრძელებთ:

მაშინვე ჩანს, რომ 180°-იანი შომენ უჩიკომი (4-5) სხვა არაფერია, თუ არა კენის პირველი სუბური (შდრ. 1-ლი ნაწილი).

ახლა ვცადოთ და ძალთა დინამიკა ამ ბმაში გავაანალიზოთ:

ნათლად ჩანს, რომ შომენ უჩიკომის ჭრა (4-5) წინამავალი ფაზის, გიაკუ იოკომენის (1-2-3) ჩინებული გაგრძელებაა. თეძოები მიმდევრობის დასაწყისიდან დაბოლოებამდე ერთი მიმართულებით ბრუნავს. ყველაფერი ლოგიკური, ბუნებრივი და უწყვეტია. აქედან გამომდინარე, სრული მოძრაობა ჩანს არა როგორც ორი განსხვავებული ჭრის მონაცვლეობა, არამედ როგორც ერთიანი ჭრა, რომელიც მონაცვლე კუთხეებით ვითარდება.

და სწორედ ამიტომაა, რომ ეს ჭრა განმგმირავად სწრაფი და მძლავრია, როდესაც ასე სრულდება.

ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, პირიქით რომ გაგვეკეთებინა პირველი სუბური, ანუ ფაზა 4-5 წინა წარმმართველი თეძოთი შეგვესრულებინა:

ამ შემთხვევაში თვალნათლივი შეუთავსებლობაა მოძრაობის პირველ და მეორე ნაწილებს შორის: გიაკუ იოკომენის ტრიალი (1-2-3) საათის ისრის მიმართულებითაა, მაშინ როცა შომენ უჩიკომის ბრუნვა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააჩერო მოძრაობის პირველი ნაწილი იმისათვის, რომ მეორე ნაწილში საპირისპირო მიმართულებით წახვიდე: ზემოთ განხილული ერთიანი და უწყვეტი მოძრაობა ამგვარად ორ გამოკვეთილ და ურთიერთსაპირისპირო მოძრაობად გარდაიქმნება.

შესრულების სიჩქარისაგან, ცხადია, შეიძლება თვალი მოტყუვდეს და მოგვეჩვენოს, რომ მოძრაობა სწრაფია, თუმცა ის ვერასროს აანაზღაურებს იმ დაკარგულ დროს, რომელიც ქანქარის ამ მოძრაობისასაა გარდაუვალი. რადგან ქანქარა ჯერ აუცილებლად უნდა შენელდეს, მერე გაჩერდეს – თან რაც უფრო მაღალია საწყისი სიჩქარე, ეს ამბავი მით უფრო ხანგრძლივია – , ბოლოს კი ნულოვანი წერტილიდან საწინააღმდეგო მხარეს თავიდან უნდა აჩქარდეს. კვლავ გავიმეოროთ, აი, რატომ არ არსებობს აიკიდოში ქანქარის მოძრაობა და რატომაა მხოლოდ სპირალები. სპირალი უწყვეტად მოქმედებს და სიძლიერე, რომელსაც ის გამოყოფს გზად, ამის გამო უსაზღვროდ აღემატება ქანქარის წყვეტილი მოძრაობით მიღებულ შედეგს.

TAI-ს საიტზე მცირედი ირონიით დავდებთ ორ მშვენიერ ფოტოს, იმისას, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ აიკი კენის პირველი სუბურის დროს.

თვალის ამ ჩაპაჭუნებამ საკმარისად უნდა გააფრთხილოს მკითხველი საიტის იმ ტექნიკური რვეულების საეჭვოობის გამო, რომელიც გარკვეული ხნის წინ იქმნებოდა და რომლებიც დღეს თავიანთი ისტორიულობით უფრო უნდა შევაფასოთ, ვიდრე მათი ტექნიკური სისწორით:

ამ, საპირპირო ჭრისას ენერგია სინამდვილეში მხრების კუნთოვანი ძალისხმევიდან მომდინარეობს და არა მენჯის შეტრიალებიდან, რაც ამ შემთხვევაში სრულიად საპირისპირო მხარეს და თითქმის ნულოვანი ბრუნით ხდება (თუკი არ გავიტანთ უკან მარჯვენა ფეხს, მაგრამ მაშინ უკვე მე-2 სუბურის ჩარჩოებში აღმოვჩნდებით და არა 1-ელის) და ამასთან გადაუჭრელ ბიომექანიკურ პრობლემებს წარმოშობს.

მაშასადამე ამიერიდან შეგვიძლია ვთქვათ, თუ კენის რომელ სუბურს აკეთებს ო-სენსეი შიჰო ნაგეს ამ ძალიან ლამაზ ფოტოზე, რომელსაც ჩვენ დასაწყისიდანვე ვიყენებთ:

ესაა აიკი კენის პირველი სუბური, მაგრამ შესრულებული ისე, როგორც სინამდვილეში უნდა სრულდებოდეს ის, უკანა წარმმართველი თეძოთი, ანუ მარცხენა თეძოთი:

  • • შიჰო ნაგე უკეს მარჯვენა ხელზე აიკი კენის პირველი სუბურია,
  • • შიჰო ნაგე მის მარცხენა ხელზე კი მეორე სუბური.

რაც ამ ტექნიკურ რვეულშია ნათქვამი, რთული დასაშვებია, მესმის კარგად. სხვათა შორის, მე თვითონ დავუშვებდი კი სულ რამდენიმე წლის წინ განა?

რადგან თითქმის 30 წლის განმავლობაში მე – როგორც ყველა ჩემი ამხანაგი – პირველ სუბურს წინა თეძოთი, ანუ საპირისპირო მხარეს ვასწავლიდი. ჩვენ ასე იმიტომ ვასწავლიდით, რომ საიტო სენსეი გვასწავლიდა ასე. საიტო სენსეი კი ასე ასწავლიდა ყველას – მათ შორის საკუთარ ვაჟსაც.

დღეს მგონი, ვხვდები, რატომაც.
აიკიდო ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე ჩვენ ამის წარმოდგენა შეგვიძლია, ხოლო მისი საიდუმლოებები კარგადაა შენახული. ამასთან, ისინი ხელმისაწვდომიცაა, მაგრამ ამისათვის გარკვეული „შეცდემები“ უნდა ვცნოთ საგანგებოდ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ ბერკეტებად, რათა ცოდნა თავიდან ავაცილოთ ყველას იმათ, ვისაც საკმარისი სიმარჯვე არა აქვს, რომ კარში გაიაროს.

კენის პირველი სუბურის ჭრა საპირისპირო მხარეს სულაც არაა მხოლოდ ამ სუბურისთვის დამახასიათებელი უბრალო „ტექნიკური დეტალი“: ეს ფუნდამენტური ცვლილებაა, ეს გენიალური საშუალებაა აიკი კენის, აიკი ჯოსა და ტაი ჯიცუს პრაქტიკის მთლიანობაში შესანიღბად.

რადგან კენის პირველი ჭრის ამ ინვერსიას მთლიანობაში აიკიდოს პრაქტიკისთვის უთვალავი შედეგი მოაქვს, სადაც ილეთები კონცეპტუალურად უკანა თეძოდან შესასრულებლადაა გააზრებული და არა წინა თეძოდან.

ეს მაგისტრალური ინვერსია სრულიად შეუმჩნეველი დარჩა. აიკის მთელ პლანეტაზე ის წყნარად მიიღეს და მიიჩნიეს დოგმად საიტო სენსეის უშუალო მოწაფეებმა, ისევე როგორც ყველამ, და მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ვისზეც აიკიდოს ისრაღის მისეულმა ფლობამ გავლენა იქონია შემდგომში.

ამიტომაც დიდი მოწიწებით ვიხრი ქედს საიტო სენსეის გენიალურობის წინაშე, ვინც სრულიად გააზრებულად დანერგა ჭრის ეს ინვერსია, რათა ამით აიკიდოს ინიციაციური განზომილება გადაერჩინა. ამ იდუმალებით მოცულმა ადამიანმა გააკეთა ის, რაც არ გაუკეთებია სხვას არავის: იცოდა, მაგრამ მაინც, მთელი ცხოვრების მანძილზე ხელოვნების საძირკველს ასწავლიდა შებრუნებულად, რათა მარგალიტი არ დაეყარა მათთვის, ვისაც არ უნდა მიეღო. ცხოვრების ბოლოს მან საფლავში წაიღო ეს საიდუმლო. მორიჰირო იყო ადამიანი, ვისაც შეეძლო დაეკარგა ბევრი იმის გულისათვის, რასაც თავად თვლიდა სწორად – და ამას ვამბობ იმიტომ, რომ მინახავს, როგორ მოქმედებდა იგი ამგვარ ვითარებაში – ის ბევრად მეტი იყო, ვიდრე აიკიდოს უბრალო მცველი, როგროც ეს ხალხს წარმოუდგენია.

აზრი, რამაც განაპირობა, რომ მას ასე ემოქმედა, აზრი, რაც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს, შემდეგია: აიკიდო არ არის მაღაზიაში საყიდლად დადებული საქონელი, ცოდნის რაღაც პაკეტი, რომელიც მერე მეტ-ნაკლებად მშვიდობაში შეიძლება მოიხმარო. ჭეშმარიტება არ მდგომარეობს სწავლების ამა თუ იმ მეთოდში, რომელიც ხონჩით მიერთმევა ადამიანს. ჭეშმარიტება ქალივითაა, გემალება და შენ უნდა მოინადირო ის. მას ვერ შეიძენ გარედან, ის უნდა ეძებო ერთადერთ ადგილას, სადაც სინამდვილეში შეიძლება იყოს: საკუთარ თავში და უნდა გააკეთო ყველაფერი, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, რომ ფარდა ახადო, ღირსი უნდა იყოს სწავლის.

საიტო სენსეიმ ყველა საჭირო მასალა დატოვა საიმისოდ, რომ ო-სენსეის აიკიდო არ დაიკარგოს, მან სასწაულებრივი პედაგოგიური მეთოდი შექმნა. მაგრამ მათ, ვინც პირადად იცნობდა, იციან, რომ ეს არ არის საკმარისი. ეს მასალა ვერ გამოიყენება მომგებიანად თუ - ამა თუ იმ დროს - პრინციპს არ ვაღიარებთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია პრინციპის აღიარება და მერე მხოლოდ და მხოლოდ აქედან გამომდინარე მოქმედება. ყველა სხვა კერპს თავისი დრო აქვს, რაც სამართლიანია, მაგრამ ერთ დღეს უნდა გავცდეთ მას და ბოლოს პრინციპს მივცეთ საშუალება, გასწავლოს. აიკიდოში პრინციპი მოძრაობაში იჩენს თავს.

და თუკი ჭეშმარიტება მართლა არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ პრინციპი არის გული და გასაღები ამ ჭეშმარიტებისა. სწორედ ეს იგულისხმება ო-სენსეის სიტყვებში, როცა ის განმარტავს, ადამიანებზე კი არა, ღმერთებზე უნდა „გვქონდეს სწორებაო“.

ის, რასაც დღეს მივხვდი, არ ვიცი, რატომ მივხვდი. ერთადერთი პასუხი, რაც თავში მომდის, ესაა: „იმიტომ, რომ ვეძებე“. ისე, რომ არც კი ვიცოდი, რას ვეძებდი. რატომ ვარჯიშობთ აიკიდოს? ეს შეკითხვა სინამდვილეში სასაცილოც კი ჩანს…

მაგრამ რატომ არ ვინახავ ჩემთვის იმას, რაც ვიპოვე? ხომ შემეძლო გავჩუმებულიყავი და ჩემი მასწავლებლის მაგალითს მივყოლოდი? რატომ ვხდი ფარდას იმ საიდუმლოს, რომელიც ამდენი ძალისხმევითა და მოთმინებით გამონასკვა საიტო სენსეიმ? იქნებ ეგოა, ქედმაღლობა ან სიამაყე ამის თქმაში: „მე ვიპოვე“. გამორიცხული არ არის, რასაკვირველია. ეგებ სხვა მიზეზიც არსებობს. არ ვიცი, ასეთი რამეები ჩემს პიროვნებას აღემატება.

მაგრამ მაქვს შეგრძნება, რომ ჩემეული ხედვის გადაცემა გაკვეთილების დროს და TAI-ს საიტზე საშუალებაა უკეთ გაგებისათვის, უკეთ წინსვლისათვის, სიმართლე ითქვას, ჩემს ხელთ არსებული ერთადერთი საშუალებაა ახლა, როცა ჩემი მასწავლებლები გარდაიცვალნენ, ახლა, როცა აღარავინ დგას ჩემ წინ, ვინც გზას მიჩვენებდა, ახლა როცა მარტოდმარტო დავრჩი იმათთან ერთად, ვინც პატივი დამდო ან მეგობრობა გამიწია და უკან გამომყვა.

ეს გამართლება არ არის, ეს ჩემი პირობაა. მე ის არ ამირჩევია, ამას ჩემი საშუალებებით მივაღწიე. ამიერიდან მე ჩემს სახლში ვცხოვრობ და ყველასთვის, ვინც წრფელი გულით ეძებს, ჩემი კარი მუდამ ღიაა.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის იანვარი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-3-suburi-1-me-2-nacili?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)