აიკი კენი #2 – სუბური 1 – 1-ლი ნაწილი

გაფრთხილება – აიკი კენის პირველი სუბურის სწორ გაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აიკიდოს პრაქტიკისთვის მთლიანობაში (აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ). მასალა ძალიან გრძელი და ძალიან მძიმე აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ამ ერთ ტექნიკურ რვეულში ჩაგვეტია. ამიტომაც კითხვის გასაიოლებლად ორ ნაწილად გავყავი. თუმცა პირველი ნაწილი არასრულია მეორის გარეშე, მეორე კი გაუგებარი იქნება პირველის გარეშე. ამიტომაც გთხოვთ, ორივე ნაწილი წაიკითხოთ იქამდე, ვიდრე აქ წარმოდგენილის განსჯას შეუდგებოდეთ.

აიკი კენი #1“-ში აღვნიშნე, რომ ო-სენსეის შომენით ჭრას განვიხილავდი, როგორც კენის მეორე სუბურს და ამის არსებითი მიზეზიც განვმარტე, კერძოდ ის, რომ წარმმართველო თეძო, ჩემი აზრით, უკანა თეძოა. ვითხოვე კიდეც – თუ ამაში მეორე სუბურის ამოცნობა არ გნებავთ – მაშინ მიმითითეთ, კენის რომელ სუბურს შეიძლება აკეთებდეს ო-სენსეი-მეთქი, მაგრამ პასუხი არ მიმიღია:

― მიიღე თუ არა პასუხი, ფვ, ეს მაინც ვერ იქნება კენის მეორე სუბური, რაკი აქ უკანა ფეხი არ მიდის წინ.

უწინარესად ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ, როგორც „აიკი კენი #1“-ში ვაჩვენეთ, ფეხის წინ წადგმა სხვა არაფერია, თუ არა ჭრის შედეგი, რომელიც თვითონ ჭრას არაფერში ადგება, რადგან ეს უკანასკნელი უკვე თითქმის დასრულებულია, როდესაც ფეხი მოძრაობას იწყებს.

კონსენსუსი არის უკანა თეძოს მუშაობაზე მეორე სუბურის დროს, ვინაიდან თითოეული ჩვენგანი კარგად ხედავს, რომ მარჯვენა ფეხს „მყისიერად“, ჭრის დასრულებისთანავე ვერ წავდგამთ წინ, თუ წარმმართველი თეძო წინა (მარცხენა) თეძო იქნება. ამიტომაც ადვილად ვუშვებთ, რომ წარმმართველი თეძო მარჯვენა თეძოა, უკანა თეძო, იმიტომ რომ ბუნებრივია, ის მართავს უკანა ფეხს, რათა ეს უანასკნელი დაიძრას. ორაზროვნება არასდროს ყოფილა ამ პუნქტზე და, ამ თვალსაზრისით, საიტო სენსეი სრულიად მკაფიო იყო თავის სწავლებაში.

მაშასადამე, მეორე სუბურის შემთხვევაში სხეულის უკანა ნაწილი ურტყამს ლოგიკიდან და ძალთა განაწილებიდან გამომდინარე, რაც ვრცლად განვმარტეთ „აიკი კენი #1“-ში. ამაზე ყველა თანხმდება და არავინ დავობს მსოფლიოში. აქვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა დავუმატოთ:

მაშინ შეკითხვა შეიძლება ამ სიტყვებით დავსვათ: აუცილებელია კი დარტყმისთვის, რომ უკანა ფეხი წინ წამოვიდეს თეძოსთან ერთად?
დაუყოვნებლივი პასუხია: არა.

მართლაც, ჭრის ძალიან კლასიკურ სავარჯიშოში „ძენ-გო“, შომენ უჩიკომის დარტყმა ერთიმეორის მონაცვლეობით, წინ და უკან, 180°-იანი ბრუნვით მიდის, ეს ადგილზე მეორდება რამდენჯერაც საჭიროა და აქ უკანა ფეხი არასდროს გადის წინ:

რაც ნიშნავს, რომ მეორე სუბურის ჭრა უკანა ფეხის წინ გაუტანლადაც მშვენივრად შეიძლება შესრულდეს:

სხვათა შორის, პირიქითაც შეიძლება გაკეთდეს, ანუ ჭრის დასასრულს წინა ფეხი უკან გავიტანოთ, როგორც ეს არის გო ნო ავასეს შემთხვევაში.

მაშინ იძულებული ვხდებით, დავადგინოთ, რომ ერთადერთი სხვაობა პირველ და მეორე სუბურებს შორის კამაეში მდგომარეობს: მიგი ჰანმი სუბურისთვის n°1, ხოლო ჰიდარი ჰანმი სუბურისთვის n°2.

მართლაც ჰანმის ეს მარცხენა/მარჯვენა ინვერსია ყველაფერს მკაცრად სიმეტრიულად ინარჩუნებს სხეულის ცენტრალური ღერძის გარშემო.

ამიერიდან დანამდვილებით ვიცით, რომ წარმმართველი თეძო მართლაც უკანა თეძოა მეორე სუბურის დროს: ჩვენ ეს ვიცით საიტო სენსეის სწავლებიდანაც და ვიცით იმ ფუნდამენტური მიზეზების ჩამონათვალიდანაც, რომლებიც ამას მოითხოვს.

ახლა, რაკი ყველაფერი შეტრიალებულია მარცხენა/მარჯვენას მიმართებით და რაკი სიმეტრია შენარჩუნებულია, რა მიზეზით აღარ იქნება წარმმართველი თეძო უკანა თეძო პირველი სუბურისთვის?

თუკი არსებობს სიღრმისეული ლოგიკა, აუცილებლობა უკანა თეძოდან მუშაობისათვის – როგორც ეს „აიკი კენი #1“-ში მეორე სუბურის შემთხვევაშია ახსნილი – რატომ ვერ იმუშავებს ეს ლოგიკა პირველი სუბურის დროსაც, რაკი ის მთლიანად სარკისებური ასახვაა მეორე სუბურისა?

რეალობა, რომელმაც ჩვენ უნდა გაგვიწიოს მეგზურობა, შემდეგნაირია: თუ ადამიანის სხეულის ბიომექანიკური ლოგიკა ერთ რომელიმე სიტუაციაში მუშაობს, ის ყველა სიმეტრიულ სიტუაციაშიც აუცილებლად იმუშავებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანის სხეული მკაცრად სიმეტრიული ორი მხარისაგანაა ბუნებრივად ფორმირებული.

სხვათა შორის, ყველას შეუძლია გააკეთოს ასეთი თვალსაჩინო სავარჯიშო: დადგეს ჰიდარი ჰანმიში, იქიდან უკან გამოსწიოს მარცხენა ფეხი და თან თავთან გადაიტანოს კენი, რომ გააკეთოს ჭრა პირველი სუბურის მიხედვით. განა ეს სიმეტრიული არ იქნება იმისა, რასაც მაშინ ვაკეთებთ, როცა მარჯვენა ფეხი წინაა და მას უკან ვწევთ რომ გავჭრათ მეორე სუბურის მიხედვით?

ამიტომაც აქედან გარდაუვლად მომდინარეობს ეს შედეგი: თუკი სუბური n°2 სწორია, მაშინ სუბური n°1-ც ისევე უნდა სრულდებოდეს, წარმმართველი უკანა და არა წინა თეძოთი, მით უმეტეს, რომ მიწის ენერგია ხმალს გადაეცემა მარცხენა ხელიდან, რომელიც თავის მხრივ კიკაი ტანდენს მარცხენა ფეხით უკავშირდება:

და პირუკუ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ პირველი სუბურის სწორი შესრულება წინა წარმმართველ თეძოს გულისხმობს, უნდა შეამჩნიოს, რომ ამით სხეულის უკანა ნაწილით დარტყმის მთელ ლოგიკას ეწინააღმდეგება, ანუ იმას, რასაც მეორე სუბურში სავსებით ეთანხმება. მაშინ უნდა დაასკვნას – თუ პატიოსნად ფიქრობს – რომ მეორე სუბური არასწორია. რადგან თუკი სუბურები 1 და 2 ერთმანეთის სიმეტრიულებია, ორი, ურთიერთგამომრიცხავი ხერხი მათი შესრულებისა ერთდროულად ვერ იქნება სწორი.

ახლა მკაფიოდ ვთქვათ სათქმელი: მარჯვნიდან ორჯერ ვერ გაჭრი ერთმანეთის საპირისპირო დგომებიდან. პირველი სუბური სინამდვილეში მარცხენა თეძოთი ჭრაა, მეორე სუბური კი მარჯვენა თეძოთი. ვარჯიში არ აყალიბებს სხეულს გაუწონასწორებლად და ცალმხრივად, ვარჯიში ორივე მხარეს ჰარმონიულად ავითარებს. აიკი კენის პირველი და მეორე სუბური არ არის „განსხვავებული ტექნიკები“, ეს ერთი და იმავე რამის ორ მხარეა, ეს ერთი და იგივე მოძრაობაა, ერთხელ მარცხნიდან და მეორედ მარჯვნიდან დანახული.

შედეგად, შომენ უჩიკომის ჭრისას აიკი კენში წარმმართველი თეძო ყოველთვის უკანა თეძოა.

თუ ეს გვესმის, ათასი რამ, რაც აქამდე არც ისე ბუნებრივი ჩანდა კუმიტაჩების პრაქტიკაში, გაირკვევა, და ამგვარად დადასტურდება, რომ ჭრა წინა თეძოდან – ანუ საწინააღმდეგო მხარეს, უკუღმა – შეცდომაა, რომელიც მოძრაობათა საძირკველს ეხება, მათ რეალობას ნიღბავს და მათ გაგებას აფერხებს.

აქ იმ ურიცხვი დადასტურების დეტალებში ვერ შევალ, რომელთა გადმოცემასაც წიგნები დასჭირდება და რომელთა წერაშიც ალბათ ჩავეფლობი კიდეც ერთ მშვენიერ დღეს. იქამდე კი მოვარჯიშეებს ვაძლევ საშუალებას, მათი აღმოჩენით თავად მიიღონ სიამოვნება, თუმცა იმის მაგალითს კი მივცემ, რის თქმასაც სამომავლოდ ვაპირებ.

(გაგრძელება მე-2 ნაწილში)

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის იანვარი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-2-suburi-1-1-li-nacili?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)