აიკი კენი #13 –  კენ ავასე (ჰიდარი)

დღეს ჰიდარი ავასე ასე აღარ კეთდება.
მაშ როგორღა ისწავლება?
ძალიან მარტიცად: მოაშორეთ ფოტოები 4 და 5 და სულ ესაა:

დარტყმის ბიჯის (4-5) ცოდნა, რომელიც აქ აკლია, ო-სენსეის შემდეგ დაიკარგა და მან მომდევნო ბიჯზე (6) გადაიწია. ამიტომაც ჩვენ კვლავ ვადგებით პრობლემას, რომელიც ჯოს ჰიდარი ავასეს შემთხვევაში წამოიჭრა აიკი ჯო #1-ში: ასეთ დროს დარტყმა თეძოების ბრუნვის წყალობით კი არ ხორციელდება, არამედ მხოლოდ მარჯვენა თეძოს უკან გარიდების ხარჯზე. თუმცა ეს გარიდება ვერავითარ სიმძლავრეს ვერ წარმოქმნის.

ბიჯი 6 არ არის დარტყმა, რადგან ამ მომენტში დატყმა უკვე დასრულებულია, ბიჯი 6 ჰანმის (აქ ჰიდარი ჰანმის) მოზიციაში დაბრუნების ბიჯია:

რაც კი წერია აიკი კენი #12-ში, ყველაფერი შეიძლება ხელახლა დაიწეროს აქ და, ამიტომ, მკითხველს ვურჩევთ იმ დოსიეს გადახედოს.

გადაადგილებები კენის ჰიდარი ავასესა და მიგი ავასეში მართლაც ანალოგიურია.
ოღონდ ყურადღებით, ისინი არ არის ურთიერთსიმეტრიულები, ვინაიდან ორივე ერთი და იმავე პოზიციიდან, სეიგანის დგომიდან, ანუ მიგი ჰანმიდან იწყება:

  • მაშინ, როცა მიგი ავასე მარჯვნივ გასვლაა წინა (მარჯვენა) ფეხით, ჰიდარი ავასე მარცხნივ გასვლაა მარცხენა უკანა ფეხით.
  • მაშინ, როცა მიგი ავასე მიგი ჰანმიდან იწყება, რომ დასრულდეს მიგი ჰანმიში, ჰიდარი ავასე მიგი ჰანმიდან იწყება და ჰიდარი ჰანმიში მთავრდება.

  • მიგი ავასე: ჭრის წარმმართველი თეძო მარჯვენაა და მიწოლა მარჯვენა ფეხიდან იწყება.
  • ჰიდარი ავასე: ჭრის წარმმართველი თეძო მარცხენაა და მიწოლა მარცხენა ფეხიდან იწყება.

ეს სიმეტრია იოლი გასაგებია, რაკი თეძოების ბრუნვა ურთიერთსაპირისპიროა ამ ორი შეტევისას.

ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ რატომაა უკანა თეძო წარმმართველი ორივე შემთხვევაში და კიდევ ერთხელ გირჩევთ, აიკი კენი #11-ს, ფუნდამენტურ დოსიეს გადახედოთ, რათა კარგად გავიგოთ ირიმი-ტენკანის როლი თეძოების ინვერსიისას.

ზევით შედარებულ ფოტოებზე კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ კენის ჰიდარი ავასესა და ჯოს ჰიდარი ავასეს (შდრ. ჯო ავასე #1) იდენტურობას დარტყმის მომენტში. ეს ელემენტი ასევე უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული რიაის ცნების ჯეროვანი გააზრებისას:

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-13-ken-avase-hidari?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)