აიკი კენი #12 – კენ ავასე (მიგი)

დღეს მიგი ავასე ასე აღარ კეთდება.
მაშ როგორღა ისწავლება?
ძალიან მარტივად: შეცვალეთ ფოტო 3 ფოტო 3 ბისით:

ყურადღება: მე არ ვამტკიცებ, ბიჯი 3 ბისი არ არსებობს-მეთქი, მე ვამბობ, ბიჯი 3 ბისი ბიჯი 3-ის მყისიერი გაგრძელებაა-მეთქი.

სამაგიეროდ, ვამბობ, რომ ბიჯი 3 სათვალავში აღარ მიიღება და აღარ ისწავლება.

რატომ?

იმიტომ, რომ აიკიდოში ჰგონიათ, რომ ჭრა პროფილში ხორციელდება. ჰგონიათ, რომ ჭრისთვის აუცილებელია სხეული გაარიდო და ამისთვის მარცხენა თეძო უკან წაიღო.

რაღაცა დაიკარგა ოსტატი უეშიბას პრაქტიკაში და ეს ნაწილი ყველაზე მთავარია ამ მოძრაობაში: ჭრის ზუსტი მომენტი.

არადა, რაკი ჭრა მაინც საჭირო იყო, ჭრის მომენტი მომდევნო ბიჯზე (3 ბისი) გადააჩოჩეს, რომელიც ჩვეულებრივ სხვა არაფერია, თუ არა ჭრის უკანასკნელი ფაზა. იგი ჭრის ფაზას ასრულებს, როგორც წერტილი ასრულებს წინადადებას, მოსდევს ბოლოში, მაგრამ ვერ ცვლის მას.

ეს დაბრუნება პროფილის პოზიციაში (3 ბისი) სრულიად აუცილებელია და თან, რაც შეიძლება სწრაფად. შორს ვარ მის აუცილებლობაში ეჭვის შეტანისგან, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ჭრის ადგილი არ არის ამ ბიჯზე.

წინამავალ ტექნიკურ სტატიებში (აიკი კენი #8, #9, #10, და #11) ვრცლად და დამაჯერებლადაა ახსნილი, რომ ო-სენსეის ირიმი სწორედ ისე სრულდება, როგორც აქაა ნაჩვენები, დარტყმის მომენტში უკანა ტერფი სისტემატურად რჩება შეტევის ხაზზე.

უკვე მესმის საწინააღმდეგო აზრები:

ასე არ კეთდება ივამაში, ეს არ არის საიტო სენსეის სწავლება, ეს არ არის ტაკემუსუ, ეს ინტერპრეტაციაა!

თქვენი ჭირიმე, დიდხანს ვიცხოვრე ივამაში, ცოდნას უშუალოდ ვეზიარე მორიჰირო საიტოსაგან, აიკი კენისა და აიკი ჯოს ხუთივე მოკუროკუ მივიღე ოც წელზე მეტი ხნის წინ. შემიძლია აუტკივარი თავი არ ავიტკიო და დღეს თუ შემდეგ შეკითხვას ვსვამ, ეგებ იმსახურებდეს კიდეც იგი, რომ გაუსინჯავად არ მოვისროლოთ სანაგვეზე: დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად გავიგეთ საიტო სენსეის სწავლება?

უფრო შორსაც წავალ: შეგვიძლია ერთი წამით დავფიქრდეთ და საჭირო თავმდაბლობით ვკითხოთ საკუთარ თავს, სწორად დავინახეთ კი ის, რაც გვიჩვენეს? მე თუ ამას ვამბობ, მე, ვინც კარგად ვიცნობდი საიტო სენსეის, მე, ვისთვისაც მას პირადად არაერთხელ შეუსწორებია ათასი რამ, მე, ვისაც ხელი ჩამივლია მისთვის, იმათ, ვინც ხშირად იხსენიებს მას, თუმცა კი არასდროს შეხვედრიან, ერთი წამით მაინც ხომ უნდა მომაპყრონ თავიანთი წრფელი ყუდღება?

ნებისმიერს, ვინც მიპასუხებს, რომ ის, რაც დღეს მსოფლიოში ივამას ტაკემუსუ სწავლებად მიიჩნევა, შეესაბამება იმას, რასაც მორიჰირო საიტო აჩვენებდა და ასწავლიდა, მე შემდეგ დოკუმენტს შევთავაზებ, რამაც, წესით, უნდა დააფიქროს. აი მიგი ავასე ჩემი მასწავლებლის წიგნში ტრადიციული აიკიდო:

ახლა გავადიდოთ ბიჯი 3, მომენტი, სადაც ხმალს უკვე თითქმის გავლილი აქვს თავისი გასავლელი გზა, და ბიჯი 3 ბისი, რომელიც მყისიერად მოსდევს მას:

აქ ნათლად ჩანს, რომ იმ მომენტში, როდესაც ჭრა უკვე თითქმის დასრულებულია (3), საიტო სენსეის უკანა ტერფი ჯერ კიდევ არ გაუნძრევია და რომ ისევ შეტევის ხაზზე აქვს. ტერფი მხოლოდ მომდევნო ბიჯის დროს, რომელიც მყისიერად მოჰყვება ჭრას (3 ბისი), გადაადგილდება, რათა სხეული პროფილის დგომს დაუბრუნდეს (ჰანმი).

მგონი, სერიოზულად ვერავინ შეედავება ამ დოკუმენტს. თანაც ის ერთი მხრივ, სრულად თანხვდება იმას, რაც ო-სენსეის ირიმიშია განმარტებული (აიკი კენი #11) და, მეორე მხრივ, მტკიცედ ემიჯენება იმას, რაც დღეს მიგი ავასეს სახელით ისწავლება.

ეს ნიშნავს, რომ ირიმი და ჭრა, რაც დღეს მიგი ავასას სახელით ისწავლება, არასწორია და რომ ერთადერთი ყაიდა მიგი ავასეს გასაკეთებლად ო-სენსეისა და საიტო სენსეისეული ყაიდაა, ანუ ის, რაც ამ ტექნიკური სტატიის თავშია ნაჩვენები:

უმნიშვნელოვანესია, კარგად გვესმოდეს, რა ხდება აქ და ამიტომ გირჩევთ, აიკი კენ #11-ში მოხმობილ დეტალურ განმარტებას გადახედოთ:

მარჯვენა თეძო და მარჯვენა ფეხი წინაა ბიჯში 1, თუმცა ბიჯი 2-ისა და თეძოების ბრუნვის შედეგად ეს სიტუაციას საპირისპიროდ იცვლება და ამიტომ მარჯვენა თეძო და მარჯვენა ფეხი უკანა თეძოდ და ფეხად იქცევა ბიჯში 3.

აი რატომაა, რომ, თუკი მარჯვენა თეძო ურტყამს, ის ურყამს, როგორც უკანა თეძო, და აი რატომაა მარჯვენა ფეხი გაჭიმული დარტყმის მომენტში, მარცხენა ფეხი კი მოხრილი (ფოტო 3), იმიტომ რომ ეს მარცხენა ფეხი ამ მომენტში ერთი წამით წინა ფეხად იქცევა.

ამ პუნქტის გადამოწმება საიტო სენსეის მე-3 ფოტოზე შეიძლება:

ის, რაც ბიჯ 3-ს მყისიერი ბიჯი 3 ბისისაგან (ჰანმი) აშორებს, წამის მეასედია, წამის მეასედი, რომლის დროსაც მარცხენა ფეხი ისევ უკან გადის. ეს სიახლოვე ბიჯ 3-სა და ბიჯ 3 ბისს შორის ართულებს ასე მათ გარჩევას და ბოლოს იმით მთავრდება ყველაფერი, რომ მათ ერთმანეთში ურევენ. ჭრის მომენტი უკიდურესად ფაქიზი და რთულია დასანახად. იმათაც კი, ვისაც უნახავს მორიჰეი უეშიბა, და იმათაც, ვისაც მორიჰირო საიტოს შეხვედრია – მეც მათ შორის – არ დაუნახავთ, თუ რას აკეთებდა ეს ორი ოსტატი სინამდვილეში.

ვინმე თუ ინტერპრეტაციაზე დაიწყებს ლაპარაკს, მაშინ ინტერპრეტაცია ჩემი არ გახლავთ, ინტერპრეტაცია ყველა იმათი ნამოქმედარია, ვინც უყურა და ვერ დაინახა. მე კი დღეს სხვას არაფერს ვაკეთებ, გარდა იმსა, რომ მათ ტერფებს იმას ვარგებ, რაც მათ საპირისპიროდა აქვთ.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის მარტი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-12-ken-avase-migi?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)