აიკი კენი #11 – ო-სენსეის ირიმი – მე-4 ნაწილი

ფაუსტი #3-დან უკვე ვიცით, რომ აიკიდოში არ არსებობს სხვა გადაადგილება, გარდა ირიმი-ტენკანის გამოყენებისა, რომელიც სხეულის ღერძის ტრიალია თავის გარშემო და ჩანს მხოლოდ თეძოთა ტრიალისას, რაც თავისთავად მის შედეგს წარმოადგენს.

მაშინ, თუ აქ მართლა პრინციპზეა ლაპარაკი, აუცილებლად უნდა ამოვიცნოთ ირიმი-ტენკანი ჯოიანი ო-სენსეის გადაადგილებაშიც, რაც ჩვენი საწყისი წერტილი იყო, რაც სამმა ტექნიკურმა რვეულმა (აიკი კენი #8-მ, #9-მ და #10-მა) აქამდე მხოლოდ და მხოლოდ გვიჩვენა და მეტი არაფერი. ახლა კი ინტერპრეტირების, ანუ *გაგების“ დროც დადგა.

აქ ყველაზე უფრო რთულ ნაწილს მივადექით. მაგრამ ამას საღ საფუძველზე ვაკეთებთ: აქამდე გაანალიზებული მრავალი დოკუმენტის წყალობით დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ო-სენსეის ეს დგომი შემთხვევითი არ არის, რომ პირიქით, ამ დგომს ის სისტემატურად იყენებს ირიმის დროს. ჩვენ ასევე წარმოვაჩინეთ, რომ აქ შემთხვევით აღბეჭდილ გარდამავალ დგომზე კი არ არის ლაპარაკი, სადაც უკანა ტერფი ჯერ კიდევ არ გადაადგილებულა, არამედ პირიქით, სწორედაც დარტყმის მომენტის ფუნდამენტური პოზიცია იგულისხმება.

ორივე ტექნიკის დროს თვალში საცემია სხეულის პოზიციის სრულ იდენტურობა და ეს ამბავი კიდევ უფრო დამაჯერებელია, რადგან ჩოკუ ძუკის ფოტო აშკარად პაუზითაა გადაღებული ფოტოს ხარისხის საჭიროებათა გამო – როგორც ო-სენსეის ცნობილი სურათები, სადაც კენის დგომია ასახული ივამაში – და ამიტომ მისი გამოყენება სახელმძღვანელო ფოტოდაა შესაძლებელი.

სასურველი იქნებოდა, ო-სენსეის წელს ქვევით გაეხადა და არა წელს ზევით, მისი ფეხები უფრო მკაფიოდ გამოჩნდებოდა, მაგრამ მაინც, პირველი, რისი თქმაც შეგვიძლია, ისაა, რომ იგი ჰანმიში დგას. ამასთან, უცნაურია და, ჰანმი „პირიქითაა“, ის მოქმედების საპირისპირო მხარესაა მიმართული. ძალიან უცნაურია. არც ერთი ივამელი აიკიდოკა ძუკის ან გაეში ძუკის ამგვარად არ აკეთებს. საიტო სენსეის ყველა მოწაფეს – ჩემი ჩათვლით – ძუკისა და გაეში ძუკის კეთება წინისკენ მიმართული ჰანმით და კარგად გამართული უკანა ფეხითა გვაქვს ნასწავლი:

საიტო სენსეისა და ო-სენსეი შედარება ზედა ფოტოებზე რამდენიმე თვალსაზრისით აღმოჩნდება პრობლემატური:

  1. ო-სენსეის დგომი ზუსტად საპირისპიროა საიტო სენსეის დგომისა, მაშინ როცა დარტყმები ერთი და იგივეა (ძუკისა და გაეში ძუკის შორის სხვაობა მხოლოდ მარცხენა ხელის შებრუნებული ჩავლება და, შედეგად, მკლავის მსუბუქი მოხრილობაა. სხეულისა და ტერფების მდგომარეობა ყოველმხრივ იდენტურია, რისი გადამოწმებაც ამ ტექნიკური დოსიეს პირველ ორ ფოტოზეა შესაძლებელი).
  2. საიტო სენსეის უკანა ფეხი გაჭიმულია, მაშინ როცა ო-სენსეის ფეხი აშკარად მოკეცილი აქვს (და ეს ასეა როგორც გაეში ძუკის, ისე ჩოკუ ძუკის დროს). მისი მხრიდან უცნაურია ეს, რადგან ყველა ფოტოზე უკანა ფეხი მუდამ სრულყოფილად გაჭიმული აქვს მოქმედების დროს (შდრ. შისეი #1 – უკანა ფეხი და ასევე აიკი კენი #5).
  3. ო-სენსეის ტერფების პოზიცია, გამოხატული თეძოების ბრუნვით მარჯვნიდან მარცხნივ, აშკარაა ფოტოზე, მაშინ როცა საიტო სენსეის დგომი სრულად პროფილშია დარტყმის მომენტში.

აიკი კენი #4-დან ვიცით, რომ პროფილის დგომი ფუნდამენტურია აიკიდოსთვის, მაგრამ არსებობს ძალიან მოკლე მომენტი, როცა ის იცვლება და ეს არის ზუსტად დარტყმის მომენტი, როდესაც, თეძოების ბრუნვას ძლიერების ზენიტში აუცილებლად გამოაქვს ერთობლივად ორივე თეძო წინა პლანზე. მაშასადამე, თუ პროფილში დგომა თეძოების ბრუნვისათვის საჭირო პირობაა, ეს არ არის დარტყმის პოზიცია, რაკი ყველანაირი დარტყმა აიკიდოში მართლაც თეძოების ბრუნვის შედეგია.

― კეთილი, ფილიპ, შეგვიძლია დაგეთანხმოთ კენის ან შიშველი ხელის შემთხვევაში, მაგრამ როგორ ვუჩხვლიტოთ ანფასიდან ჯოთი, რომელიც, განსაზღვრების თანახმად, სხეულის გვერდით გვიჭირავს?

სწორედ აქ ხდება ო-სენსეის გადაადგილება სრულიად გასაოცარი და სწორედ ახლა უნდა ვიყოთ ყველაზე მეტად ყურადღებით:

კარგად შევხედოთ, რა ხდება აქ:

  1. ამ ფოტომდე წამით ადრე ო-სენსეი ჰიდარი ჰანმიში იდგა, საიტოს პირისპირ. მისი წინა თეძო მარცხენა თეძო იყო.
  2. უკეს შეტევაზე მისი თეძოები მარჯვნიდან მარცხნისკენ დატრიალდა.
  3. ამ ტრიალში ყველა ხედავს, რომ ო-სენსეის მარცხენა თეძო ირიმის, მარჯვენა კი ტენკანს აკეთებს.
  4. ამ ბრუნვას ორი მთავარი შედეგი აქვს:

    A – როგორც ყველა ირიმი-ტენკანი, ისიც ცვლის ტერფების პოზიციას და მარცხენა ჰანმის აუცილებლად გადააქცევს მარჯვენა ჰანმიდ. ეს კარგად ჩანს კიდეც ფოტოზე.

    ყურადღებით: ამ ბრუნვისას უკანა ტერფი მხოლოდ ადგილზე ტრიალებს და არ ადგილს არ იცვლის. ამიტომაც რჩება შეტევის ხაზზე.

    B – ამ ბრუნვის შედეგად ფრონტალურ სიბრტყეს ორივე თეძო გაივლის.

A - მოაქვს შემდეგი გარდაუვალი შედეგები: მარჯვენა თეძო, რომელიც უკანა თეძო იყო, იქცევა წინა თეძოდ (ამიტომაა, რომ ფოტოზე ჰანმი უკნისკენაა მიმართული და ასევე ამიტომაა, რომ ფეხი მოხრილია, რადგან მარჯვენა ფეხი წინა ფეხად იქცა), მარცხენა თეძო კი, რომელიც წინა თეძო იყო, უკანა თეძო ხდება, ის აკეთებს ირიმის, აწვება წინ და გაეში ძუკის ურტყამს.

B - არის დაჯახების მომენტი, ელვისებური და უაღრესად მძლავრი, რადგან იგი ღერძის ბრუნვის შედეგია და არა სწორხაზოვანი მოძრაობა.

ჯო სხეულის გვერდზე რჩება, თუმცა სხეული პროფილში არ არის დარტყმის მომენტში, ის ანფასის 3/4-შია და მარცხენა ხელი ზუსტად ცენტრშია სეიკა ტანდენის გაყოლებაზე. რაკი მარცხენა თეძო ურტყამს, ამიტომაც ხელი და მტევანიც მარცხენა ურტყამს. მარჯვენა ხელსა და მტევანს კი მხოლოდ და მხოლოდ უჭირავს ჯო და მიჰყვება მოძრაობას, მოქმედების ყოველგვარი ავტონომიის გარეშე.

სხვა სიტყვებით, დღეს ჩვენ სრულიად სხვაგვარად, იმის საპირისპიროდ ვაკეთებთ ძუკისა და გაეში ძუკის, ვიდრე ამას აიკიდოს ფუძემდებელი აკეთებდა:

ჩვენ ვუტყამთ პროფილიდან, უთეძოოდ (ან კიდევ უარესი, მარჯვენა თეძოს უკან გატანით), მხოლოდ მარჯვენა ხელის კუნთის ძალით, რომელიც სწორხაზოვნად მუშაობს (რითაც იხსნება, სხვათაშორის, ტენდენცია ამ ხელის მოძრაობის ამპლიტუდის ზრდისა, რათა დარტყმას ოდნავ მეტი ძალა მაინც მივცეთ).

ო-სენსეი ურტყამდა პირიქით, ანფასის 3/4-ით, მარცხენა თეძოთი, მარცხენა ხელით კი შუბის ფოლადის წვერივით მოქმედებდა. მარჯვენა მხოლოდ და მხოლოდ მიჰყვებოდა. მისი მარჯვენა თეძო არ გადიოდა უკან მარჯვენა ფეხთან ერთად. მოძრაობა მთლიანობაში ბრუნვა იყო და არავითარ შემთხვევაში სწორხაზოვანი მუშაობა.

უკეს შეტევის დროს მარცხენა მხრიდან ამგვარად შესრულებულ ძუკის ან გაეში ძუკის ჰიდარი ავასე ეწოდება. მალე ვნახავთ, რომ ძუკი და გაეში ძუკი შეიძლება სიმეტრიულად, ანუ მარჯვნიდანაც შესრულდეს. მაშინ მათ მიგი ავასე დაერქმევა. მიგი და ჰიდარი ავასეებს საგანგებო ტექნიკური რვეული მიეძღვნება.

ჩვენ გაეში ძუკის კეთებას ცალმხრივად, მხოლოდ მარცხნიდან მივეჩვიეთ, რადგან ო-სენსეის გადაადგილების ცოდნა დავკარგეთ: გაეში ძუკი კეთდება როგორც ჰიდარი ავასეს ისე მიგი ავასეს დროსაც, ოღონდ აუცილებლად ამ გადაადგილების დაცვით. ამასაც მალე გაჩვენებთ.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის მარტი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-11-o-senseis-irimi-me-4-nacili?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)