აიკი კენი #10 – ო-სენსეის ირიმი – მე-3 ნაწილი

აიკი კენი #8-სა და #9-ში ვნახეთ, რომ ო-სენსეის ტერფების პოზიცია ირიმის მომენტში განსხვავდება იმისაგან, რაც ჩვეულებრივ კეთდება ხოლმე. ვიხილეთ საიტო სენსეის მაგალითი, შეგვიძლია ავიღოთ ტამურა სენსეის მაგალითიც და დავინახავთ, რომ ო-სენსეის ყველაზე ახლო მოწაფეები მისდაგვარად არ გადაადგილდებოდნენ:

საიტოსთან, ისევე როგორც ტამურასთან, წინა ტერფი ზუსტად ისევე ტოვებს შეტევის ხაზს, როგორც ეს ო-სენსეის შემთხვევაშია, უჩიტაჩისკენ მიშვერილი ტერფის წვერით (ბიჯი 1).

სამაგიეროდ, როგორც საიტოსთან, ისე ტამურასთან, ჩანს, რომ ბიჯი 2-ის დროს უკანა თეძო ხაზს ეცლება სხეულის უკანა მხარისკენ და, შედეგად, უკანვე მიაქვს თავად ტერფიც. ამგვარად, წინა ტერფის კვალად, უკანა ტერფიც ტოვებს შეტევის ხაზს.

მეც ამ მასწავლებელთა რიგებში ვდგები, რომლებიც ასე აკეთებდნენ, რადგანაც, ბუნებრივია, მე ასე ვისწავლე მათგან, პირველ წლებში ტამურა სენსეისგან, შემდეგ კი საიტო სენსეისგან:

ისე ხდება, რომ ბიჯი 2 არ არსებობს ო-სენსეისთან, რომელიც დარტყმას სისტემატურად საწყისი გახსნის პოზიციაში, ანუ ბიჯი 1-ის დროს ასრულებს. დიდხანს ვამოწმეთ ეს პუნქტი აიკი კენი #9-ში და უმნიშვნელოვანესია, გავიგოთ, რომ ეს პოზიცია არ არის გარდამავალი, ანუ იქამდელი, ვიდრე უკანა ტერფი ამოძრავდება, როგორც ეს საიტო და ტამურა სენსეებთანაა. არა, ო-სენსეი ურტყამს, როგორც ქვევითაა ნაჩვენები და ეს მისი მოქმედების ფინალური პოზიციაა:

თავისთავად ცხადია, რომ სხვა რამ მოქმედება შეიძლება დაიწყოს ამ პოზიციიდან, რაც, ბუნებრივია, უკანა ტერფს აამოძრავებდა, მაგრამ ეს მეორე მოქმედება იქნებოდა, პირველისგან განსხვავებული.

და ეს მეორე მოქმედება ზუსტადაც იმ თავისებურ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, რითაც მთავრდება პირველი მოქმედება: სწორედ იმიტომ, რომ უკანა ტერფი საერთოდ არ დაძრულა ადგილიდან პირველი დარტყმის დროს, ო-სენსეის შეუძლია მყისიერად გადააბას ამას მეორე დარტყმა წინისკენ, უკანა თეძოთი. ეს მეორე დარტყმა მის უკანა ტერფსა და მთელი სხეულის უკანა მხარეს წინისაკენ ეწევა, როგორც კენის მეშვიდე სუბურის დროს, აიკიდოს ფუძემდებლისათვის ესოდენ დამახასიათებელი მოქმედებისას:

რაკი პირველი დარტყმის შემდეგ მააი ძალიან მოკლეა, მიბმული მეორე შეტევა, რომელიც სხეულის უკანა მხარის წინ წაწევით სრულდება, ჩვეულებისამებრ ძუკია ხოლმე, როგორც ამას მომდევნო ფოტოები მოწმობს. და მე ვურჩევ მოვარჯიშეთ, ხელახლა გადახედონ ო-სენსეის ვიდეოებს და თან ყურადღება ამ ტექნიკურ მომენტზე გაამახვილონ:

მე იმ ფაქტზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ შეუძლებელია ადამიანმა ორი დარტყმა ისე გადააბას ერთმანეთს, რომ პირველი შეტევის დროს უკანა ტერფი გადადგას და შეტევის ხაზს გაარიდოს.

მომდევნო სამი ტექნიკური სტატია დაგვჭირდება ო-სენსეის გადაადგილების თავისებურების ზუსტად განსაზღვრისათვის, და თან ყველაზე რთული ჯერ კიდევ წინაა.

ახლა, როცა ჩვენთვის საკმაოდ დამაჯერებლად დავადგინეთ ამ გადაადგილების რაობა, სულ მალე ვნახავთ იმ არაჩვეულებრივ სწავლებას, რომელიც ამგვარი მარტივი დაკვირვებიდან შეიძლება მომდინარეობდეს.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-10-o-senseis-irimi-me-3-nacili?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)